სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ერექციული დისფუნქციის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები მამაკაცებისათვის
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები

სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში

სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მოიცავს ძირითადად ეაკულაციის  დარღვევებსა და ერექციულ დისფუნქციას, ან როგორც ადრე უწოდებდნენ იმპოტენციას. განარჩევენ პირველად და მეორად ერექციულ დისფუნქციას, ნაადრევ ეაკულაციას, ეაკულაციის  შეფერხებასა და რეტროგრადულ ეაკულაციას.
სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში – ერექციული დისფუნქცია სასქესო ასოს ერექციის შეუძლებლობაა, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტის განხორციელებისათვის.
პირველადი ერექციული დისფუნქციის ქვეშ მოიაზრება მდგომარეობა, როდესაც  მამაკაცს საერთოდ არ გააჩნდა სქესობრივი აქტისათვის საჭირო ერექციის დონის მიღწევისა და შენარჩუნების უნარი.
მეორადი ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტირება კი ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერექციის უუნარობა სქესობრივი ურთიერთობების  25% შემთხვევაში აღინიშნება.
ერექციულ დისფუნქციას განაპირობებს ყველა ის მდგომარეობა, რომლიც დროსაც დარღვეულია სასქესო ასოს სისხლით მომარაგება.
ასეთებია – განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში სისხლძარღვოვანი დაავადებები, მაგ. ათეროსკლეროზი, ასევე პერიფერიული ვასკულარული დაავადება, დიაბეტი  და არტერიული ჰიპერტენზია.
ერექციული დისფუნქციის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰორმონული დარღვევები, ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის სხვა პათოლოგიები.
ასევე ბავშვობაში  ყბაყურას  ვირუსის ექსპოზიცია. გარდა ამისა მედიკამენტები, როგორიცაა ჰიპოტენზიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, სედატიური საშუალებები, ნარკოტიკები და ალკოჰოლი ხშირად განაპირობებენ სექსუალური ფუნქციის დარღვევას.

ეაკულაციის  დარღვევები

ეაკულაცია ორგაზმის დროს სასქესო ასოდან თესლის გადმოღვრის პროცესია, რაც ჩვეულებრივ ხდება ორგაზმის დროს სასქესო ასოს სტიმულაციისა და ფრიქციის შედეგად. ეაკულაციის  დარღვევები მოიცავს ნაადრევ ეაკულაციას, ეაკულაციის  შეფერხებასა და რეტროგრადული ეაკულაციას.

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაციის  დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცი ვერ ინარჩუნებს ერექციას  პარტნიორის ორგაზმის განცდამდე, სულ მცირე 50% შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსაზღვრება არ ეხება იმ მდგომარეობებს, როდესაც პარტნიორი ანორგაზმიით იტანჯება. კაპლანის მტკიცებით ნაადრევი ეაკულაციის  მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს არა ეაკულაციის  დადგომის დრო ან ფრიქციების რაოდენობა, არამედ მამაკაცის უუნარობა, აკონტროლოს ეაკულაცია.

დაყოვნებული ეაკულაცია

მდგომარეობაა, როდესაც ერექციის შენარჩუნების ფონზე არ ხდება ან ყოვნდება თესლდანთხევის პროცესი, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორები, სხვადასხვა მედიკამენტები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

რეტროგრადული ეაკულაცია

ვითარდება, როდესაც ორგაზმის დროს ეაკულატი ბრუნდება შარდის ბუშტში, ნაცვლად ურეთრისა  და სასქესო ასოსკენ დინებისა. რეტროგრადული ეაკულაცია  შეინიშნება დიაბეტიან პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დიაბეტური ნეიროპათია. ამ დროს დარღვეულია შარდის ბუშტისა და მისი ყელის ნერვული რეგულაცია, რაც განაპირობებს ეაკულატის უკუდინებას.

მეორადი ერექციულ დისფუნქცია და ნაადრევი ეაკულაცია ფართოდაა გავრცელებული მამაკაცებში, პირველადი ერექციულ დისფუნქცია  და ეაკულაციის  დაყოვნება შედარებით იშვიათად გვხვდება. მეორადი  ერექციული დისფუნქციისა და ნაადრევი ეაკულაციის  სიხშირე იზრდება  ასაკის მატებასთან ერთად. სქესობრივი დარღვევები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!