სექსუალური დისფუნქცია

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  

სექსუალური დისფუნქცია

სექსუალური დისფუნქცია სქესობრივი აქტივობის ხელისშემშლელი მდგომარეობაა, რომელიც თავის თავში მოიცავს სექსუალური რეაქციის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ დარღვევებს და ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა: სქესობრივი ლტოლვის, აღგზნებადობის, ორგაზმის დარღვევები და მტკივნეულობა სქესობრივი აქტის დროს.

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება

სქესობრივი ლტოლვის ანუ ლიბიდოს დაქვეითება ხასიათდება სექსუალური ფანტაზიის, სექსუალური სურვილის შესუსტებით ან გაქრობით, რაც შეიძლება განვითარდეს ნორმალური სექსუალური ფუნქციონირების შემდგომაც სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
სქესობრივი ლტოლვის დაქვეითების მიზეზები მრავალია, მათ შორის ჰორმონული ბალანსის დარღვევა, ქალებში ესტროგენების და  ტესტოსტერონის, მამაკაცებში კი მხოლოდ ტესტოსტერონის პროდუქციის დაქვეითებით. სხვა განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა ასაკი (კლიმაქტერული პერიოდი), სექსუალური ასთენია, ორსულობა, მედიკამენტები (მაგ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), ფსიქიატრიული მდგომარეობები, როგორიცაა მაგალითად დეპრესია  და შფოთვა.

სქესობრივი აღგზნების დარღვევები

სქესობრივი აღგზნების დარღვევები მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სახით ვლინდება, ქალებში კი ამ დროს აღინიშნება აღგზნების დონის დაქვეითება.
სქესობრივი აღგზნების დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს მთელი რიგი მდგომარეობები, მათ შორის არასაკმარისი სისხლის მიწოდება სასქესო ორგანოებისადმი, ვაგინალური ლუბრიკაციის ნაკლებობა, ასევე ორგანული პათოლოგიები.

ორგაზმის დარღვევები

ორგაზმის დარღვევებს მიეკუთვნება ნაადრევი ეაკულაცია და ეაკულაციის დაყოვნება მამაკაცებში და ანორგაზმია  ქალებშიც და მამაკაცებშიც.
ნაადრევი ეაკულაცია არის მდგომარეობა, როდესაც ეაკულატის დაღვრა ხდება პარტნიორის ორგაზმის მიღწევამდე. ამ შემთხვევაში დარღვეულია სქესობრივი აქტის ნორმალური ხანგრძლივობა, თუმცა ზოგადად ნაადრევ ეაკულაციად ითვლება ეაკულაცია სასქესო ასოს საშოში  პენეტრაციიდან ორი წუთის განმავლობაში. ეაკულაციის დაყოვნება უმეტეს შემთხვევაში მამაკაცებში კლიმაქსთან არის დაკავშირებული, როდესაც მამაკაცი ეაკულირებს მასტურბაციისას, მაგრამ არა  კოპულაციის დროს.
ანორგაზმიის დროს აღინიშნება ორგაზმის დაყოვნება ან სრული არაარსებობა ნორმალური სქესობრივი აღგზნების ფაზის შემდეგ. ანორგაზმიის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფარმაკოლოგიური გენეზის (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები).

მტკივნეულობა სქესობრივი აქტის დროს

სექსუალური დისფუნქციის აღნიშნული სახე განსაკუთრებით გვხვდება ქალებში და ცნობილია დისპარეუნიის ან  ვაგინიზმის სახელწოდებით. დისპარეუნია  – მტკივნეული სქესობრივი აქტია, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს  ლუბრიკაციის დაქვეითება (ვაგინალური სიმშრალე) არასაკმარისი აღგზნების, სტიმულაციის ან ჰორმონული ცვლილებების შედეგად (მაგ. მენოპაუზა, ორსულობა, ძუძუთი კვება). ვაგინალური სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ასევე მალამოს ტიპის კონტრაცეპტივებმა და ქაფებმა.
რაც შეეხება ვაგინიზმს, ამ დროს აღინიშნება სქესობრივი აქტის დროს საშოს კედლის მუსკულატურის უნებლიე სპაზმი. საბოლოოდ არაა გარკვეული ვაგინიზმის გამომწვევი მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ გადატანილი სექსუალური ტრავმა თამაშობს გარკვეულ როლს.
სქესობრივი აქტის დროს მტკივნეულობას განაპირობებს ასევე ვულვოდინია, ქრონიკული ტკივილი ვულვის მიდამოში  და ვულვარული ვესტიბულიტი.

მამაკაცებში ოთხი სხვადასხვა ტიპის დარღვევას განარჩევენ:

  1. დისპარეუნია  – კოპულაციის დროს გენიტალიების მიდამოში ტკივილი, რაც ფიზიკური პრობლემითაა განპირობებული
  2. პოსტეაკულაციური სინდრომი – ტკივილი უშუალოდ ორგაზმის დროს, ან მის შემდეგ
  3. პრიაპიზმი – გახანგრძლივებული ერექცია
  4. კოიტალური ცეფალგია – თავის ტკივილი ორგაზმის დროს ან მის შემდეგ

იხ. აგრეთვე: სექსუალური დისფუნქცია ქალებში; სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში


webსექსუალური დისფუნქცია
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!