დისკომფორტი ანალურ მიდამოში – საწყის ეტაპზე ეს დისკომფორტი გამოიხატება დეფეკაციის წინ სიმძიმისა და შემდეგ ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნებაში.
აღნიშნული მოვლენების მიზეზი პერიანალური შეშუპებაა. ბუასილის (ჰემოროის) დროს, შესაძლოა აღინიშნებოდეს ჩხვლეტის შეგრძნება ანალურ ხვრელში განავლოვანი მასების გავლისას. ზოგ შემთხვევაში, დისკომფორტი ნელდება, მდგომარეობა უმჯობესდება და ავადმყოფს ავიწყდება პრობლემა.
არასასურველი შეგრძნებები მიეწერება თანმხლებ დაავადებებს ან სხვა ფაქტორებს, რის გამოც ხდება ბუასილის (ჰემოროის) უგულვებელყოფა. ჩვეულებრივ განმეორებადი სიმპტომები ყურადღებას იქცევს, თუმცა ბუასილის (ჰემოროის) პირველივე ნიშნები არ აიძულებს ავადმყოფს კლინიკაში წასვლას.
ყველაზე ხშირად ადრეულ სტადიაზე ექიმს მიმართავენ ქალები, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში დაავადება უფრო ძლიერადაა გამოხატული.
აქ უნდა გვახსოვდეს ის მომენტი, რომ დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე თუ მოხდება დროულად მკურნალობის დაწყება, უმეტეს შემთხვევაში ბუასილი არ განვითარდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრე მოხდეს დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება.
გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს საკმაოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი. თუ ტკივილი ხანგრძლივია და ყრუ, ეს უფრო მიუთითებს დროში გაწელილ პროცესზე, რაც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით.
სისხლდენა დეფეკაციის დროს
სისხლდენა – ეს არის ის აშკარა სიმპტომი, რომელიც მიუთითებს დაავადების შესაძლო განვითარებაზე. თუ ტუალეტის ქაღალდზე რჩება სისხლის კვალი ან ლორწო სისხლის მინარევით, ღირს, რომ დაუყოვნებლივ მიაკითხოთ ექიმს. ამასთან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რექტალური სისხლდენა განსხვავებულია მისი ხანგრძლივობით, ფერითა და სისხლდენის ხასიათით.
უფრო ხშირად გამოიყოფა ალისფერი სისხლი მაშინვე დეფეკაციის შემდეგ, იშვიათად სისხლი შეიძლება დარჩეს ქვედა საცვალზე, რაც არ არის დაკავშირებული ნაწლავის დაცლასთან. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სიმძიმეების აწევის ან სხვა მსგავსი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. სისხლის მინარევი აღინიშნება არამხოლოდ ქაღალდზე, არამედ თვითონ განავლოვან მასებზეც.
იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება სისხლი კოლტების სახით, რაც მიუთითებს მუდმივ სისხლდენასა და თრომბების წარმოქმნაზე.
განავლოვანი მასები ახდენენ ამ თრომბების გამოდევნას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ახალი სისხლმდენი ჭრილობა.
სისხლდენის მოცულობა შეიძლება იყოს სხვადსხვა – ზოგჯერ ოდნავ არის კვალი ქაღალდზე, სხვა დროს კი ნაკადად მოდის. სისხლდენის არსებობა აიძულებს პაციენტს მიმართოს ექიმს.
იმ დროსაც კი, როდესაც პაციენტს ეჭვი აქვს ბუასილზე და იწყებს თვითმკურნალობას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვეპაროს ეს მნიშვნელოვანი სიმპტომი.
სისხლდენა ასევე შეიძლება მიუთითებდეს სწორი ნაწლავის სიმსივნეზეც, რისი მიზეზიც, ქსოვილებში ჩაზრდაა.
ანთება, შეშუპება
ეს ნიშანი ძირითადად მიუთითებს დაავადების მწვავე პერიოდზე. თუ აღნიშნული ნიშნები ვლინდება ქრონიკული მიმდინარეობისას; ამ შემთხვევაში ხშირად თან ახლავს კვანძების გამოვარდნა, სისხლდენა და ლორწოს გამოყოფა.
ასეთი სიმპტომები ქმნიან მუდმივ დისკომფორტს, პაციენტს უჭირს ჯდომა, ხოლო ცემინებისა და ხველის დროს დაძაბვა იწვევს ძლიერ ტანჯვას.
მწვავე ტკივილი უკანა გასავლის მიდამოში
განსაკუთებით გამოხატული ნიშანია, რომელიც მიუთითებს ბუასილზე (ჰემოროიზე). თუ ყრუ ტკივილი შეიძლება აგვერიოს სხვა დაავადებებში, მწვავე ხასიათის ტკივილის დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა მივიტანოთ სწორედ ანალური მიდამოს პრობლემაზე, ამ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს ხშირი გამწვავებებით.
თუ მწვავე ტკივილი აღმოცენდება დეფეკაციის დროს, უნდა ვიფიქროთ ანალურ ნახეთქებზე ან შიდა ჰემოროიდული კვანძების თრომბოზზე.
ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა
ესეც ერთ-ერთი გავრცელებული ნიშანთაგანია და დამოკიდებულია კვანძების ზომასა და განლაგებაზე. დაავადების პირველ სტადიაზე კვანძები არცთუ ისე დიდი ზომისაა, რაც შეეხება მდებარეობას, შიდა ჰემოროის დროს არ აღინიშნება ჰემოროიდალური კვანძების გამოვარდნა, რადგანაც განლაგებულია სფინქტერის ზევით, იმ შემთხვევაში კი, თუ სფინქტერის ახლოსაა, დაავადების პროგრესირებასთან ერთად მათი გამოვარდნა უფორ ხშირად აღინიშნება.
ამასთან დასაწყის სტადიებზე, ჰემოროიდული კვანძები ჩანს მხოლოდ დეფეკაციის დროს, ხოლო შემდგომში კი საჭირო ხდება მათი ხელით ჩასწორება.
ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა და ნახეთქები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით პირველმშობიარეებში.
ასეთი არასასურველი მომენტის თავიდან ასაცილებლდ მნიშვნელოვანია სწორი კვება, შეკრულობის პრევენცია, შეძლებისდაგვარად აქტიური მოძრობა და მჯდომარე სამუშაოს თავიდან აცილება.
ლორწოს გამოყოფა
ლორწოს გამოყოფა ჰემოროის დამახასიათებლი ნიშანია, რაც თავის მხრივ ახალი პრობლემის წარმოქმნას უწყობს ხელს, ხვდება რა კანზე, აღიზიანებს მას, იწვევს ქავილსა და წვას, კანის მაცერაციას, აღინიშნება ჯერ სიწითლე, შემდეგ კი კანი მუქ შეფერილობას იღებს.
შეკრულობა
შეიძლება განვითარდეს შიდა ჰემოროიდული კვანძების ზომაში მომატების გამო. რომლებიც ზეწოლას ახდენენ განავლოვან მასებზე, ხელს უშლიან მათ გადაადგილებას, ამის გამო არ ხდება სფინქტერის ინერვირება და დეფეკაციის სურვილიც იკარგება.
ქავილი და წვა
ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ლორწოს გამოყოფაა, რომელიც რჩება ანალური ხვრელის გარშემო. ასეთივე ლორწო აღინიშნება ანალური ნახეთქების დროსაც.
როდესაც დაავადება ფარულ სტადიაში გადადის, შესაძლოა აღინიშნებოდეს ქავილი, რაც ანალური ნახეთქების შეხორცებას ადასტურებს.
ქავილი და წვა ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს სანთლების გამოყენებით, რისი მიზეზიც კანთან კონტაქტის შედეგად განვითარებული ალერგიული რეაქციაა.
გახსოვდეთ:
ჰემოროის პირველივე ნიშნების გამოვლენისას არ უნდა გადადოთ ექიმთან ვიზიტი, მკურნალობა კი რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს.
დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა, რომ განისაზღვროს დაავადების სტადია და შეირჩეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.
უკანა გასავლის მიდამოში უმნიშვნელო დისკომფორტიც კი შეიძლება იყოს ბუასილის განვითარების ნიშანი, რომლის მკურნალობაც გაცილებით იოლია დასაწყის სტადიაზე, სანამ საჭირო გახდება ოპერაციულ ჩარევა.
ბუასილის ნიშნები – არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🔎 ბუასილის დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
😫 დისკომფორტი ანალურ მიდამოში – საწყის ეტაპზე ეს დისკომფორტი გამოიხატება დეფეკაციის წინ სიმძიმისა და შემდეგ ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნებაში
📎 აღნიშნული მოვლენების მიზეზი პერიანალური შეშუპებაა. ბუასილის (ჰემოროის) დროს, შესაძლოა აღინიშნებოდეს ჩხვლეტის შეგრძნება ანალურ ხვრელში განავლოვანი მასების გავლისას
📎 ჩვეულებრივ განმეორებადი სიმპტომები ყურადღებას იქცევს, თუმცა ბუასილის (ჰემოროის) პირველივე ნიშნები არ აიძულებს ავადმყოფს კლინიკაში წასვლას
🩸 სისხლდენა დეფეკაციის დროს – თუ ტუალეტის ქაღალდზე რჩება სისხლის კვალი ან ლორწო სისხლის მინარევით, ღირს, რომ დაუყოვნებლივ მიაკითხოთ ექიმს
📎 ამასთან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რექტალური სისხლდენა განსხვავებულია მისი ხანგრძლივობით, ფერითა და სისხლდენის ხასიათით
📎 უფრო ხშირად გამოიყოფა ალისფერი სისხლი მაშინვე დეფეკაციის შემდეგ, იშვიათად სისხლი შეიძლება დარჩეს ქვედა საცვალზე, რაც არ არის დაკავშირებული ნაწლავის დაცლასთან
🔴 ანთება, შეშუპება – ეს ნიშანი ძირითადად მიუთითებს დაავადების მწვავე პერიოდზე
📎 ამას ხშირად თან ახლავს კვანძების გამოვარდნა, სისხლდენა და ლორწოს გამოყოფა
📎 ასეთი სიმპტომები ქმნიან მუდმივ დისკომფორტს, პაციენტს უჭირს ჯდომა, ხოლო ცემინებისა და ხველის დროს დაძაბვა იწვევს ძლიერ ტანჯვას
👉 გიგე ბუასილის სხვა ნიშნების შესახებ სტატიიდან –
#ბუასილი #ქრონიკულიბუასილი #მწვავებუასილი #ბუასილისნიშნები #ბუასილისსიმპტომები #ბუასილისმიზეზები #დისკომფორტიანალურმიდამოში #სისხლდენადეფეკაციისდროს #ანთება #შეშუპება #მწვავეტკივილიუკანაგასავლისმიდამოში #ჰემოროიდულიკვანძებისგამოვარდნა #ლორწოსგამოყოფა #შეკრულობა #ქავილი #წვა #სისხლდენა #მჯდომარეცხოვრებისწესი #არაჯანსაღისაკვები #სიმძიმეებისაწევა #სიმსუქნე #ორსულობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
არჩილ შენგელია; საავტორო უფლებები დაცულია
ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი..