ქრონიკული ბუასილი

ქრონიკული ბუასილი – პრაქტიკულად ბუასილი, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ვითარდება თანდათანობით, რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა სტადიების გავლით.
ეს ე.წ. ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც  გამწვავება იცვლება  ჩაცხრომის სტადიით ან რემისიით.

proq

როგორი შეიძლება იყოს ქრონიკული დაავადება?

ქრონიკული ბუასილის კლასიფიკაციისას, კვანძების განლაგების  მიხედვით, გამოიყოფა ქრონიკული გარეგანი და ქრონიკული შინაგანი ბუასილი.
პირველ შემთხვევაში, კვანძები განლაგებულია ანალური ხვრელის ირგვლივ გარეთა მხრიდან, ისე რომ მათი დანახვა თვალითაც შესაძლებელია.
მეორე შემთხვევაში, ჰემოროიდული კვანძები  ,,დამალულია“ სწორ ნაწლავში, მაგრამ გამწვავების შემთხვევაში შეიძლება გადიდნენ და გარეთ გამოვარდნენ.
ზოგჯერ კვანძები  არის როგორც შიგნით, ასევე გარეთაც. ეს ქრონიკული კომბინირებული ბუასილია, რომელიც ასევე ძალიან ხშირად გვხვდება.

დაავადების მიმდინარეობა

რადგან ქრონიკული ბუასილი ვითარდება ეტაპობრივად, დაავადების მიმდინარეობაში განარჩევენ სტადიებს, ასევე დაავადებას გააჩნია ხარისხები.  პირველი ანუ დაწყებითი სტადიისას, გარეგანი კვანძები არ არის, სიმპტომატიკა ღარიბია და ამიტომ დაავადება გვიან შეინიშნება.
მეორე ხარისხის ბუასილი ხასიათდება გარეგანი კვანძების გამოვარდნით დეფეკაციისას, მაგრამ შემდეგ კვანძები დამოუკიდებლად შესწორდება. ამ სტადიაში ნათელი დიაგნოსტიკაა, რადგან როგორც იტყვიან, კვანძები ,,თვალნათლივ“ ჩანს.

დაავადების პროგრესირება

დაავადების პროგრესირების მიხედვით, ჰემოროიდული კვანძები შეიძლება გამოვარდნენ როგორც დეფეკაციისას, ასევე მძიმე ფიზიკური დატვირთვისას ან ჭინთვის შედეგად. ამასთანავე კვანძები დამოუკიდებლად არ შესწორდება და საჭიროა ხელით ჩასწორება.
მეოთხე ხარისხის დროს, კვანძები თანდათან გარედ ჩნდება, მათი ხელით შესწორებაც კი შეუძლებელია. ასევე ვითარდება გართულებები, კვანძების თრომბოზი ანთებით ან ანთების გარეშე. დაავადების ეს ფორმები განიხილება როგორც მწვავე ბუასილი.


ქრონიკული ბუასილი – არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პრაქტიკულად ბუასილი, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ვითარდება თანდათანობით, რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა სტადიების გავლით
📍 ქრონიკული ბუასილის კლასიფიკაციისას, კვანძების განლაგების მიხედვით, განარჩევენ:

➡ ქრონიკული გარეგანი ბუასილი – კვანძები განლაგებულია ანალური ხვრელის ირგვლივ გარეთა მხრიდან, ისე რომ მათი დანახვა თვალითაც შესაძლებელია;
➡ ქრონიკული შინაგანი ბუასილიჰემოროიდული კვანძები ,,დამალულია“ სწორ ნაწლავში, მაგრამ გამწვავების შემთხვევაში შეიძლება გადიდნენ და გარეთ გამოვარდნენ;
➡ ქრონიკული კომბინირებული ბუასილი – კვანძები არის როგორც შიგნით, ასევე გარეთაც;
📌 რადგან ქრონიკული ბუასილი ვითარდება ეტაპობრივად, დაავადების მიმდინარეობაში განარჩევენ შემდეგ სტადიებს:
✅ პირველი ანუ დაწყებითი სტადია – გარეგანი კვანძები არ არის, სიმპტომატიკა ღარიბია და ამიტომ დაავადება გვიან შეინიშნება;
✅ მეორე სტადია – ხასიათდება გარეგანი კვანძების გამოვარდნით დეფეკაციისას, მაგრამ შემდეგ კვანძები დამოუკიდებლად შესწორდება
👉 შეიტყვეთ მეტი ქრონიკული ბუასილის შესახებ არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ბუასილი #მწვავებუასილი #ქრონიკულიბუასილი #ბუასილისსტადიები #პირველიხარისხისბუასილი #მეორეხარისხისბუასილი #ქრონიკულიგარეგანიბუასილი #ქრონიკულიშინაგანიბუასილი #კომბინირებულიბუასილი #ბუასილისნიშნები #ბუასილისსიმპტომები #ანალურიტკივილი #რექტალურისისხლდენა #ანალურიქავილი #რექტალურიქავილი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

არჩილ შენგელია; საავტორო უფლებები დაცულია

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი