ჰერმაფროდიტიზმი (ბერძ. Hermaphrodites – ჰერმაფროდიტი – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმესისა და აფროდიტეს ვაჟიშვილი, რომელშიც გაერთიანებული იყო მდედრობითი და მაამრობითი სქესის ნიშნები, სინონიმები: ანდროგინია, ორსქესიანობა), სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც გარეთა სასქესო ორგანოებს ორივე სქესისათვის დამახასიათებელი შუალედური გარეგნობა აქვს. გვხვდება 2000 ახალშობილზე ერთი შემთხვევა.
ჰერმაფროდიტიზმის დროს ძნელია ინდივიდის სქესის განსაზღვრა. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ჰერმაფროდიტიზმს.
ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმის დროს ერთდროულად წარმოდგენილია მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები; ცრუ ჰერმაფროდიტიზმის დროს კი სასქესო ჯირკვლები ჩამოყალიბებულია რომელიმე ერთი ტიპით, თუმცა გარეთა სასქესო ორგანოები კი ორსქესიანი აგებულებისაა. ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი უფრო იშვიათად გვხვდება.
მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები შესაძლოა ერთიანი ჯირკვლის სახით იყოს ან არსებობდეს დამოუკიდებლად. ქრომოსომების ნაკრები (კარიოტიპი) ასეთ ავადმყოფებში შეესაბამება მდედრობით სქესს, იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ერთდროულად როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი ქრომოსომების ნაკრების შემცველი უჯრედები (მოზაიციზმი), აღინიშნება სარძევე ჯირკვლების განვითარება, შეიძლება შეინიშნებოდეს სპონტანური მენსტრუაციაც, თმიანობა ქალური ტიპით, იშვიათად მამაკაცური შტრიხები, ფიგურა ბისექსუალურია.
მამაკაცური ცრუ ჰერმაფროდიტიზმის ნიშნები ვლინდება გონადების დისგენვიისა დროს და არასრული მასკულინიზაციის სინდრომის დროს, განსაკუთრებული ფორმაა – ტესტიკულარული ფემინიზაციის სინდრომი.
ცრუ ქალური ჰერმაფროდიტიზმის დროს ხშირად ხდება თანდაყოლილი ადრენოგენიტალური სინდრომის დიაგნოსტირება.
ჰერმაფროდიტიზმზე ეჭვი შეიძლება მივიტანოთ ბავშვის დაბადებისას, როდესა შერწყმულია ჰიპოსპადია კრიპტორქიზმთან, აღინიშნება განუვითარებელი კლიტორის მსგავსი, სასქესო ასო, გაორმაგებული სასქესო ბაგეების მსგავსი სათესლე პარკი. დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად აუცილებელია ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, გენეტიკოსის კონსულტაცია.
ჰერმაფროდიტიზმის მკურნალობა მკვეთრად ინდივიდუალურია. სქესის არჩევისას მხედველობაში იღებენ გონადების ფუნქციურ პრევალირებას. ქირურგიული მკურნალობა მოიაზრებს ამ შემთხვევაში გარეთა სასქესო ორგანოები პლასტიკური ოპერაციას.
ზოგ შემთხვევაში ხდება მანკიერად ჩამოყალიბებული სასქესო ჯირკვლის მოცილება. პროგნოზი ჰერმაფროდიტიზმის დროს, გარდა ზოგი გამონაკლისი შემთხვევებისას კეთილსაიმედოა, თუმცა აუცილებელია სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
შვილოსნობის ფუნქციის განხორციელება ჰერმაფროდიტიზმის დროს შეუძლებელია.
ჰერმაფროდიტიზმი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
📊 გვხვდება 2000 ახალშობილზე ერთი შემთხვევა.
🔎 განარჩევენ:
➡️ ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი – ერთდროულად წარმოდგენილია მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები;
➡️ ცრუ ჰერმაფროდიტიზმი – სასქესო ჯირკვლები ჩამოყალიბებულია რომელიმე ერთი ტიპით, თუმცა გარეთა სასქესო ორგანოები კი ორსქესიანი აგებულებისაა;
📌 ქრომოსომების ნაკრები (კარიოტიპი) ასეთ ავადმყოფებში შეესაბამება მდედრობით სქესს, იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ერთდროულად როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი ქრომოსომების ნაკრების შემცველი უჯრედები (მოზაიციზმი),
🖇 აღინიშნება სარძევე ჯირკვლების განვითარება, შეიძლება შეინიშნებოდეს სპონტანური მენსტრუაციაც, თმიანობა ქალური ტიპით, იშვიათად მამაკაცური შტრიხები, ფიგურა ბისექსუალურია.
💉 ჰერმაფროდიტიზმის მკურნალობა მკვეთრად ინდივიდუალურია. სქესის არჩევისას მხედველობაში იღებენ გონადების ფუნქციურ პრევალირებას. ქირურგიული მკურნალობა მოიაზრებს ამ შემთხვევაში გარეთა სასქესო ორგანოები პლასტიკური ოპერაციას.
👉 შეიტყვეთ მეტი სტატიიდან –
#ჰერმაფროდიტიზმი #რაარისჰერმაფროდიტიზმი #ჰერმაფროდიტიზმისნიშნები #ჰერმაფროდიტიზმისსიმპტომები #ჰერმაფროდიტიზმისმკურნალობა #ცრუჰერმაფროდიტიზმი #ჭეშმარიტიჰერმაფროდიტიზმი #მდედრობითისასქესოჯირკვლები #მამრობითისასქესოჯირკვლები #მოზაიციზმი #მდედრობითისქესი #მამრობითისქესი #ჰერმაფროდიტიზმისსიხშირე #ჰერმაფროდიტიზმისქირურგიულიმკურნალობა #პლასტიკურიქირურგია #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“