პოლიორქიზმი

პოლიორქიზმი (პოლი… + ბერძ. orchis – სათესლე ჯირკვალი), მამაკაცის სასქესო ორგანოების  უკიდურესად იშვიათი ანომალიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორზე მეტი სათესლე ჯირკვლის არსებობა. დამატებითი სათესლე ჯირკვალი შეიძლება მდებარეობდეს მუცლის ღრუში, როგორც სათესლის დანამატი, ასევ თესლგამომტანი სადინარი, ჩვეულებრივ განუვითარებელია.

პოლიორქიზმის დროს ნორმალურად განვითარებული სათესლე ჯირკვლების არსებობისას სასქესო ფუნქცია არაა შეცვლილი. პოლიორქიზმის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია სათესლის პარკის პალპაციაზე, ბიოფსიაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩვენებია დამატებითი სათესლე ჯირკვლების ქირურგიული მოცილება, მათი სიმსივნური  გადაგვარებისადმი მიდრეკილების გამო. პოლიორქიზმის დროს სქესობრივი ფუნქციისა და შვილოსნობის  მხრივ პროგნოზი კეთილსაიმედოა. სქესობრივი დარღვევები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

.