✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი
დაავადების მექანიზმი
დაავადება გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის გზით. ხასიათდება უპირატესად გარეთა სასქესო ორგანოებისა და სწორი ნაწლავის დაზიანებით. გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროფიკული კლიმატის მქონე ქვეყნებში, ჩვენთან შედარებით იშვიათია. დასნებოვნება უპირატესად ხდება სქესობრივი გზით. დაავადების გამომწვევი ორგანიზმში ხვდება კანსა და ლორწოვანზე არსებული მიკრონახეთქებისა და ნაკაწრების გავლით. პროცესის გავრცელების შედეგად ზიანდება ლიმფური კვანძები, რომლებშიც ჩნდება ვარსკვლავისებური ფორმის აბსცესები.
ძირითადი სიმპტომები
დაავადების ფარული პერიოდი გრძელდება 3-12 (საშუალოდ 3-4) დღე. შემდგომში გამომწვევის შეჭრის ადგილზე, უპირატესად კი მამაკაცებში სასქესო ორგანოსა და სათესლეებზე მამაკაცებში და საშოსა და საშვილოსნოს ყელის კედლებზე ქალებში, ვითარდება ბუშტუკი ან ზედაპირული ეროზია, რომელიც ხორცდება რამოდენიმე დღეში ისე, რომ არ ტოვებს ნაწიბურს.
დაავადების დაწყებიდან 2-6 თვეში, ზოგჯერ კი უფრო მოგვიანებითაც დგება ლიმფური კვანძების დაზიანების სტადია.
მამაკაცებს უპირატესად ლიმფური კვანძები უზიანდებათ საზარდულის მიდამოში მიდამოში, ძირითადად ცალ მხარეს, ხოლო ქალებს – მცირე მენჯის ღრუში მდებარე ლიმფური კვანძები.
საზარდულის მიდამოს დაზიანებული ლიმფური კვანძები 1-2 კვირის განმავლობაში მკვეთრად დიდდება, ხდება მკვრივი, ზომიერად მტკივნეული, შეზრდილია კანთან. ერთეულ ლიმფურ კვანძებში ფორმირდება აბსცესები, შემდეგში კი ფისტულები, რომლებიდანაც გამოიყოფა მოყვითალო ფერის სითხე, სისხლიანი ჩირქი ან კავერნოზული მასა.
ფისტულების შეხორცება მიდის ნელა, ჩირქი გამოიყოფა რამოდენიმე თვის, ზოგჯერ კი წლის განმავლობაში. საზარდულის არეში რჩება მოჭმუხნული ნაწიბურები.
აღინიშნება ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი, ცუდი მადა, გულისრევა, პიღებინება, ტკივილი წელის მიდამოში, სწორი ნაწლავის ანთება ჩირქისა და სისხლის გამოყოფით, რომელსაც შეუძლია მოგვიანებით გამოიწვიოს სწორი ნაწლავის ნაწიბუროვანი ცვლილებები და შევიწროვება.
მკურნალობა
მკურნალობა ტარდება სტაციონარძი. ინიშნება ანტიბიოტიკები. სასურველია პაციენტთან სქესობრივ კონტაქტში მყოფი ყველა პარტნიორის გამოვლენა და მათი მკურნალობა. პროფილაქტიკა გულისხმობს ადრეულ პერიოდში დაავადების გამოვლენას და ავადმყოფთა მკურნალობას, ასევე შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დაუშვებლობას. კანისა და ვენერიული დაავადებები
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ვენერიული ლიმფოგრანულომა – (საზარდულის ლიმფოგრანულომა, მეოთხე ვენერიული დაავადება, საზარდულის ვენერიული ლიმფოგრანულომატოზი) ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც უმთავრესად გადაეცემა სქესობრივი გზით.
დაავადება მიეკუთვნება ქლამიდიოზებს, გამომწვევია Clamidia trachomatis ლიმფოტროპული სეროტიპები. ინკუბაციური პერიოდია 3 – 7 დღე, მაგრამ შესაძლოა გაგრძელდეს 4 – 6 კვირამდე.
თავდაპირველად ჩნდება ეროზია, წყლული, პაპულა ან პუსტულა მკვეთრად შეშუპებულ, ერითემატოზურ ფუძეზე.
მათ გაჩენას ხშირად წინ უძღვის სუბფებრილური ტემპერატურა, სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. პირველადი ელემენტები შესაძლებელია იყოს ერთეული ან მრავლობითი; ისინი უმტკივნეულოა, სწრაფად ქრებიან და ხშირად რჩებიან შეუმჩნეველნი.
მამაკაცებში ყველაზე ხშირად გამონაყარი ლოკალიზებულია სასქესო ასოზე, სათესლე პარკზე.
ქალებში – დიდ და მცირე სასქესო ბაგეებზე, საშოს კედელზე, საშვილოსნოს ყელზე. 1, 5 – 2 თვის შემდეგ დგება დაავადების მეორადი პერიოდი: მკვეთრად დიდდება ლიმფური კვანძები, შემდგომ ხდება მათი ჩირქოვანი გალხობა წყლულების, ნაწიბურების წარმოქმნით, საიდანაც გამოიყოფა ჩირქიან – სისხლიანი შემცველობა. ხშირია ინფილტრაციული პროცესის გავრცელება ღრმად მდებარე ორგანოებსა და ქსოვილებზე, დაცილებული ლიმფური კვანძების, შინაგანი ორგანოების, ძვლების, სახსრების მეტასტაზირება.
ვენერიული ლიმფოგრანულომის გვიან გამოვლენას, რომელიც ვითარდება დაავადების დაწყებიდან 1 – 3 წლის შემდეგ, პირობითად განიხილავენ როგორც დაავადების მესამე პერიოდს.
დამახასიათებელი სიმპტომებია: პროქტო – კოლიტები, აბსცესები, სწორი ნაწლავის ირგვლივ უჯრედისში, სწორნაწლავ – საშოსმიერი და ანალური ფისტულები, ურეთრის სტრიქტურები, სწორი ნაწლავის სტენოზი, მენჯის ორგანოთა ფუნქციის დარღვევები.
დიაგნოზის დადასტურება ხდება ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური ანალიზით, სეროლოგიური ტესტებით და ა. შ.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“