ალტრუიზმი

ალტრუიზმი

სქესობრივი ალტრუიზმი (ფრანგ. Altruism, ლათ. alter – სხვა) ქცევის ზნეობრივი პრიციპია,  სექსუალურ ურთიერთობებში ეგოისტური ტენდენციის დათრგუნვით ხასიათდება, ეს არის უანგაროდ გაწეული სამსახური ახლო  ადამიანისათვის, პარტნიორის  ინტერესების გამო საკუთარის უგულვებელყოფისადმი მზადყოფნა. ალტრუიზმი ჰარმონიული სქესობრივი ცხოვრების საწინდარია, როდესაც მეორე პარტნიორშიც იწვევს საპასუხოდ ამგვარი ქცევის მოთხოვნილებას. ტერმინი ფრანგმა ფილოსოფოსმა ო.კონტიმ შემოიღო, რომელმაც მოცემული პრინციპი დაუდოს საფუძვლად მის მიერ მოწოდებულ ეთიკურ სისტემას. კონტის შეხედულებების თანახმად, საზოგადოების ეთიკური სრულყოფა შესაძლოა განხორციელდეს ადამიანებში სათანადო აღზრდისა და მათში  ალტრუისტული ქცევის განვითარებით, რაც უნდა შეეწინააღმდეგოს მათში ბუნებრივ ეგოისტურ საწყისს და დააქვეითოს მისი დონე.

საექიმო პრაქტიკა ადასტურებს, რომ სქესობრივი ეგოიზმი არცთუ იშვიათად განსაზღვრავს პარტნიორების სქესობრივი ცხოვრების დისჰარმონიას და საბოლოო ჯამში განაპირობებს ნერვული სისტემის მხრივ რეაქციებსა და სექსუალურ დარღვევებს. ამასთან დაკავშირებით სქესობრივი აღზრდის ერთერთი  აქტუალური ამოცანაა ადამიანების ცნობიერებაში სქესობრივი ალტრუიზმის ჩანერგვის პროპაგანდა, რაც გულისხმობს პარტნიორის თავისებურებებისა და უპირატესობების ცოდნას, რაც განაპირობებს წყვილების ინტიმური ურთიერთობების ჰარმონიულობას.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!