რა ვნახოთ ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ბევრ საინტერესო ადგილსა და მარშრუტს სთავაზობს მოგზაურობის მოყვარულებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მინდვრები, ჩანჩქერები, ტბები და შესანიშნავი ხედები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და თავგადასვლებს გპირდბათ. ეს რაიონი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ დამიანეს შესანიშნავი მხატვრობით ცნობილ უბისის მონასტერს, ვახანისა და ჩხერის ციხეებს და სხვა მრავალ ეკლესიას, ციხე-სიაგრესა თუ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებს, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებისა და ისტორიული წარსულის ნათელ სურათს ქმნიან. ხარაგაულში გარდა მოგზაურობისა მშვიდ დასვენებასა და განტვირთვასაც შეძლებთ, ამისთვის შესანიშნავი ადგილია ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული, კურორტი ნუნისი. ხარაგაულში ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი. მუზეუმში დაცული მასალა მოცავს პერიოდებს ძვ. წ. II-I ათასწლეულიდან XX საუკუნემდე (ბრინჯაოს ბალთები, ცულები, სამკაული, ნუმიზმატიკური ერთეულები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და ა.შ.)

წყარო: georgiantravelguide.com

ხარაგაულს გაუმარჯოს!
ხარაგაულელებს სალამი!