ხარაგაულის ისტორიული ტერიტორია მარგვეთის საერისთაოში შედიოდა. აქ გადიოდა ,,აბრეშუმის გზა” .
ფეოდალურ ხანაში ხარაგაულის ამჟამინდელი ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. აქ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ხარაგაულის ტერიტორია მეტად ინტენსიურად დასახლებული მაგისტრალი იყო. ამას მოწმობს პიტიახშთა საგვარეულო სამარხი, რომელიც აღმოჩენილია სოფელ ბორში ძვ. წთ. აღ. I და ახალი წთ. აღ. მე-3 საუკუნეებში. უნიკალურია ასევე ოქროს ნივთებით მდიდარი სარგვეშის სამაროვანი ახალი წთ.აღ. I – IV ს. და ლეღვნის სამარხეული კოლექცია.
ხარაგაულის სახელწოდებაც დიდ "აბრეშუმის გზასთანაა"დაკავშირებული, კერძოდ: ის ადგილები,სადაც ახლა დაბა ხარაგაული მდებარეობს ხეობაში მგზავრების დასასვენებელ ადგილი იყო, მიმავალი ქარავნები ხშირად ისვენებდნენ ჩხერიმელას ხეობის გაშლილ ადგილზე,დასვენების დროს ხეობაში ხორაგი გროვდებოდა და ეს სახელწოდება და ეს ამბავი ლეგენდის სახით შემორჩა ამ ადგილის შესახებ.
ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა ”სამეფოსა საქართველოსა”–ში ამ ადგილზე ხორაგეულის ციხეს მიუთითებს,ეს ციხე ეკუთვნოდათ მამუკაშვილ აბაშიძეებს და ციხის ადგილმდებარეობა დღეისათვის ცნობილი არ არის.
დაბა ხარაგაულის დაარსება ჩვენ ქვეყანაში სარკინიგზო მოძრაობის შემოსვლასთანაა დაკავშირებული. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-ან წლებში გაჩნდა, რკინიგზის მშენებლობა კი 1965 წელს 1 მაისიდან დაიწყო. 1872 წელს გაიხსნა თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზი, ხოლო ხარაგაულის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ხარაგაულის, როგორც ადნიმისტრაციული ცენტრის ჩამოყალიბებას.
"ცარიზმის დროს ხორაგეულს ”ბელაგორს” უწოდებდნენ. თქმულება მოგვითხრობს, რომ როდესაც ერთმა რუსმა მთავარმმართებელმა ზამთრის პერიოდში ხარაგაულის ტერიტორიაზე მატარებლით გაიარა,ფანჯრიდან მომზირალს აღმოხდა: "какие сдес белые гори!”
რევოლუციის შემდეგ ცვლილება ბელაგორის სახელწოდებასაც შეეხო,მეფის რუსეთის დროინდელი სახელი შეიცვალა და ორჯონიკიძე ეწოდა – სოფ. ღორეშაში დაბადებული სერგო ორჯონიკიძის საპატივცემულოდ. "ორჯონიკიძის რაიონი", ასე მოიხსენიებოდა იგი საბჭოთა რეჟიმის დროს,მისი დეამხობის შემდეგ კი დაბას ისევ ძველი სახელი ხარაგოული დაუბრუნდა,თუმცა შემდეგ შელამაზდა და დღეს ხარაგაულად მოიხსენიება.
1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა დაოსმალეთის ჯარს შორის. ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. დაბა ხარაგაულში დასახლება გაჩნდა XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით.
1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთში ყვირილამ (ზესტაფონი) და ბელაგორმა (ხარაგაული) გამოაცხადეს"ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა, რომელსაც სამუელ ბუაჩიძე ხელმძღვანელობდა.
1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში.
1921 წლიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორია საქართველოს სსრ ადმინისტრაციული – ტერიტორიული დაყოფით ქუთაისის მაზრაში მოხვდა, 1928-1929 წლებში – ქუთაისის ოლქში, 1930 წლიდან კი დამოუკიდებელი რაიონის სახით განაფრძო არსებობა. 1934-1989 წლებში მას ორჯონიკიძის რაიონი ეწოდებოდა.
წყარო: kharagauli.ucoz.com
ხარაგაულს გაუმარჯოს!
ხარაგაულელებს სალამი!
.