ახალციხის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზითა და კულტურულ ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ტყეები, მთები, კლდეები და ულამაზესი ხედები შესანიშნავ გარემოს ქმნის მოგზაურობისა და ბუნების მოყვარულთათვის. ახალციხეში რამდენიმე ბალნეოლოგიური საკურორტო ზონაა, სადაც სასიამოვნო და კომფორტულ დასვენებას შეძლებთ. ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბაა, სადაც მოწყობილია სასეირნო ბილიკები, ბარები, ასევე შესაძლებელია ნავით გასეირნებაც.
ახალციხის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით საინტერესო კულტურული ძეგლებით იქცევს ყურადღებას. აქ სხვადასხვა პერიოდის ტაძრებისა და ციხე სიმაგრეების მონახულებას შეძლებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფარის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე ძეგლისგან შედგება, მოქცევის ციხე ვრცელი, ლამაზი ხედებით, ბაიების კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, ბასშტაბური რაბათის ციხე, სადაც ქართული და აღმოსავლური არქიტექტურა ერწყმის ერთმანეთს, ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია და მრავალი სხვა. რაიონში ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 25 ათასზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. მუზეუმში დაცულია უძველესი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ხალიჩა-ფარდაგების გამოფენა და ფოტო-დკუმენტები. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ორ შენობაშია განთავსებული.
წყარო: georgiantravelguide.com
ახალციხეს გაუმარჯოს!
ახალციხელებს სალამი!