მეცნიერები ადასტურებენ, რომ ადამიანები აქ ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. მეტიც, ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ცაგერი მეტალურგიის ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო. ამაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძვ. წ. X-IX საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების მთელი საგანძური მეტყველებს.
ანტიკური ხანიდან ცაგერი ლეჩხუმის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი გახლდათ. აქ მდებარეობდა მხარის მმართველთა რეზიდენცია და საგვარეულო ციხესიმაგრე.
ცაგერს აფარებდნენ თავს მტრისგან დევნილი დიდებულების ოჯახები. მას, როგორც ძნელად მისავალ ადგილს, სამეფო განძსაცავადაც იყენებდნენ.
წყარო: georgia.travel
ცაგერს გაუმარჯოს!
ცაგერელებს სალამი!