ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩოხატაური. ჩოხატაურს ჩრდილოეთით სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით — ვანის, სამხრეთით — ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით კი — ოზურგეთისა და ლანჩხუთის. მუნიციპალიტეტი შედგება 2 დაბისა და 60 სოფლისგან. რაიონის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია, ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უჭირავს. ჩოხატაურის უმაღლესი ადგილი მწვერვალი მეფისწყაროა (ზღვის დონიდან 2850 მეტრი). მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა სუფსა. რაიონის დიდი ნაწილი ტყიანია. მთის კალთებზე ვხვდებით: წიფელს, მუხას, წაბლს, სოჭს, ჭადარს, რცხილასა და თხემლას, 1500-1600 მეტრის ზევით კი ნაძვისა და სოჭის ტყეები ჭარბობს. ჩოხატაურის ტყეები მდიდარია ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ ბინადრობენ: შველი, არჩვი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, დათვი, მელა, მაჩვი და სხვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სუბტროპიკული ჰავაა. ბარში, 500-600 მეტრამდე, ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, მთებში კი – ნოტიო. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 12°C-ა, მაღალ მთაში კი 0-4°C. თოვლი მთაში დაახლოებით 5-6 თვე არ დნება.
წყარო: georgiantravelguide.com
ჩოხატაურს გაუმარჯოს!
ჩოხატაურელებს სალამი!