რელიეფი
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი.
სამხრეთ ნახევარი უჭირავს შავშეთის ქედსა და მის ჩრდილოეთ განტოტებებს, ჩრდილოეთ ნახევარი – აჭარა-გურიის სამხრეთ მხარეებს.
მაღალი მთებია: ხევა (2812 მ) შავშეთის ქედზე, თაგინური ( 2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.
ფერდობზე სხვადასხვა ასაკის ტერასების ფრაგმენტებია. აგებულია შუა უცნაური ანდეზიტებითა და ჰიდროკლასტოლითებით, ვულკანოგენური ფაციესის, შრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და არგილიტებით. არის შუა და ზედაეოცენური, სიენიტ-დიორიტები.
შუახევის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის, კოილჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზით-ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოებით.
წყარო: shuakhevi.gov.ge
შუახევს გაუმარჯოს!
შუახეველებს სალამი!