ამ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება და როგორც ქალაქში, ისე მის შემოგარენში უძველესი ეკლესიები, ციხესიმაგრეები და ბუნების ძეგლები შეგხვდება.
ყვარელში აუცილებლად სანახავი ადგილებია:
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ანტიკურ ხანაში ამ მხარის რელიგიური ცენტრი იყო. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაშია IV საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ტაძართაგან.
ყვარლის ციხე – ეს საფორტიფიკაციო ნაგებობა XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა როგორც შიდა ომების დროს, ისე გარეშე მტრების შემოსევებისას.
დოლოჭოპის ბაზილიკა – ძეგლი, რომელიც V-VIII საუკუნეებში არსებობდა და ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ისტორიისთვის უნიკალური მნიშვნელობისაა. ის საქართველოში არსებულ ბაზილიკის ტიპის ტაძართაგან უდიდესი და უძველესია.
ფულის მუზეუმი – აქ წარმოდგენილია საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძვ. წ. VI საუკუნიდან დღემდე.
ყვარლის ტბა, რომელიც მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, მთებითა და ტყეებით არის გარშემორტყმული. ტბის ნაპირზე კი თანამედროვე სასტუმროა აშენებული.
კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი – ყვარლის ეს ღირსშესანიშნაობა 1962 წელს, სპეციალურად, ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა. მიწისქვეშა გვირაბების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია და დღეს აქ „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის საცავია.
ყვარელში მრავლადაა სასტუმროები და ღვინის მარნები, სადაც შეგიძლია, ქართულ ღვინოსთან ერთად, ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძებიც დააგემოვნო.
წყარო: georgia.travel
ყვარელს გაუმარჯოს!
ყვარლელებს სალამი!