ქობულეთი–შავიზღვისპირეთის მარგალიტი

შავიზღვისპირეთის მარგალიტი ქობულეთი უნიკალური საკურორტო ადგილის თავისი კლიმატით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იოდიზირებული ზღვის ჰაერით და ცა დაწვდენილი  ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპარისის კორომებითდა სხვადასხვა ჯიშის პალმებით.

ქობულეთის „ქვეყანა“ პირობითი სახელდებაა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს იმ მიკრორეგიონისა, რომელიც კინტრიშ–ჩოლოქის ორმდინარეთის ტერიტორიას შეიცავს  თავისი მთითა და ბარით, იგი გეოგრაფიულად ჩაკეტილი უბანია რომელსაც სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აჭარა–იმერეთის მთები შემოსაზღვრავს, დასავლეთიდან შავი ზღვა , ხოლო ჩრდილოეთიდან–ჩოლოქისა და ნატანების მდინარეთა წყალგამყოფი ბორცვების მწკრივი აჭარისწყალ სათავეებთან. ვიდრე ნატანების მისადგომამდე (ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, "საქართველოს ისტორიის საკითხები" მერვე, გვ.10. თბ., 1989წ).

ქობულეთი თავდაპირველად მესხეთში, ოძრხის სამთავროში შედიოდა, შემდეგ გურიის სამთავროში, 1878 წლიდან 1917 წლამდე ქობულეთის რაიონი ბათუმის ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. 1924 წლიდან იგი გამოიყო ქობულეთის მაზრის სახელწოდებით. 1963–1964  წლებში ნ. ხრუშჩოკის ანარქისტური მმართველობის დროს ქობულეთის რაიონი შეუერთეს ბათუმის რაიონს და იგი იწოდებოდა ჩაქვის რაიონად. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ნ. ხრუშჩოვის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, 1964 წელს ქობულეთის რაიონმა სტატუსი და სახელი აღიდგინა. როგორც აღვნიშნეთ ქალაქის სტატუსი 1944 წელს მიიღო.

ქობულეთი თავდაპირველად ყველა მხრიდან გარშემორტყმული იყო ჭაობით. მიუხედავად ამისა, საუკეტესო ჰავა და პლაჟი იზიდავდა დამსვენებლებს.

ქობულეთს ამ მხრივ ყურადღება გასული საუკუნის დასაწყისში მიექცია.

„1913 წლის 15 ივლისს ბათუმში გამართულ, ბათუმის ექიმთა საზოგადოების ოქმში ვკითხულობთ: ქობულეთის ზღვისპირის ზოლი თავისი ბუნებრივი თვისებებით, ზღვის წყალს იდეალური სისუფთავით, ძლიერი ტალღების დროსაც კი, ქვიშიანი ძალიან განიერი პლაჟით წარმოადგენს საუკეთესო ადგილს ზღვაში ბანაობისათვის, მზისა და ქვიშის აბაზანის მისაღებად. აღნიშნულ სხდომაზე  მოსკოვიდან ჩამოსულმა ექიმმა პროფესორმა ა. კისელმა, რომელიც კარგად იცნობდა საზღვარგარეთის საუკეთესო კურორტებს, აღნიშნა: „სახელგანთქმულ პლიაჟს ოსტელდელში, რომლის კეთილმოწყობისთვის დახარჯული მილიონები, არ შეუძლია გაეჯიბროს ქობულეთს, ამიტომაც საჭიროა  ქობულეთის პლაჟის დაცვა, ამ ნამდვილად ბუნების იშვიათი ძეგლისა“ (ნ.შერემეტევსკაია, "ქობულეთი, ზღვისპირა კურორტები", გვ.33, თბ., 1914წ).

1923 წელს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატმა ქობულეთი სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადა. საკურორტო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო იყო მალარიის აღმოფხვრა. ამ მიზნით ჩატარდა კომპლექსური სამუშაოები. მდინარეთა  კალაპოტების მიმართულებით გაითხარა არხები, დაჭაობებული ადგილების ზედაპირი დამუშავდა ქიმიური ნივთიერებებით, რამაც ხელი შეუწყო მალარიის საბოლოო აღმოფხვრას. ყოველივე ამან სტიმული მისცა საკურორტო  მშენებლობის განვითარებას. აშენდა საკავშირო მნიშვნელობის  სანატორიუმები, დასასვენებლინსახლები, პანსიონატები. 90–იან წლებში. ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა საკურორტო დაწესებულებების ამორტიზაცია გამოიწვია. მათ მაგივრად აშენდა ევროპული დონის სასტუმროები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა დამსვენებლების რიცხვი და ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას.

მზის და სიცოცხლის ქალაქი

ქ.ქობულეთის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ზღვის კლიმატი, რომელიც ხასიათდება სირბილით, ჰაერის სისუფთავითა და თანაბარი, როგორც სადღეღამისო, ისე სეზონური ტემპერატურის ამპლიტუდით.

ექიმ პერედელსკის გადმოცემით „ქობულეთში ზღვაში ბანაობას გააჩნია უპირატესობა სხვა კურორტებთან შედარებით: ბათუმში მსხვილი ქვები სანაპიროზე ბანაობას არასასიამოვნოს ქმნის და ამასთანავე ქალაქში აუტანელი სიცხეა, ფოთში საშინელი სინესტეა, ტუაფსედან შავი ზღვის სანაპირო ერთნაირია და მოსაწყენი, ნოვოროსიისკში სჭარბობს ქარი და მტვერი, რაც იქ ყოფნას შეუძლებელს ქმნის…“ (ნ.შერემეტევსკაია, "ქობულეთი, ზღვისპირა კურორტი",გვ.10. თბ., 1941წ).

ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარე დაბლობი ამისთვის საკმაოდ დადებით როლს თამაშობს. იგი ქმნის გახსნილ ჰორიზონტს, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის ტემპერატურის გათანაბრებას და მისი სინოტივის დაქვეითებას. ჰაერში მშრალი ნაკადები ხელს უწყობენ ადგილის შედარებით სიმშრალეს.

ქობულეთის ჰავა მთების სიმაღლის მატებასთან ერთად ჯერ ზომირეში გადადის, შემდეგ გრილში, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 13,5–გრადუსიდან   – 14 გრადუსამდე. ზღვისპირა ზოლში 25-30 გრადუსამდე შესაბამისად მთის ნაწილში.

ყველაზე ცივი თვე ითვლება თებერვალი, ყველაზე ცხელ თვეებად ითვლება ივნისი, ივლისი, აგვისტო.

ქობულეთში გაბატონებულია ჰაერის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დინება. აქ ქარების მიმართულება განსაკუთრებული ხასიათი აქვს, რომელთა 47% ზღვიდან ხმელეთისკენ ქრის, 43%  ხმელეთიდან ზღვისკენ. ქარის ძალა ქობულეთში საშუალოდ წამეში უდრის 2,5-3 მეტს. ქროლა დღისით მეტია, ვიდრე ღამით. უქარო დღეები ქობულეთში ცოტაა, ყველაზე ნაკლები – მარტში.

დღისით დედამიწა თბება უფრო ძლიერ, ვიდრე ზღვა, რის გამოც მის ზემოთ ატმოსფერული წნევა კლებულობს და ამისთვის წარმოიშვება ზღვის ქარები. ღამით ხმელეთის ზედაპირი უფრო ცივია, ვიდრე ზღვის. ამის გამო ქარი იცვლის მიმართულებას და უბერავს ხმელეთიდან. ასეთ ქარებს ბრიზები ეწოდება. რაც უფრო შესამჩნევია ბრიზების სიძლიერე, მით უფრო ნაკლებად იგრძნობა ზაფხულის სიცივე და იონიზაციაც უფრო ძლიერია.

ქობულეთში საშუალო წლიური ბარომეტრიული წნევა უდრის 1014 მილიბარს, ძლიერი ამპლიტუდა 8 მილიბარს, ატმოსფერული წნევა მცირედ მერყეობს, რაც დამსვენებლებისთვის სასარგებლოა.

ქობულეთში ნალექების  საშუალო წლიური რაოდენობა უდრის 2300 მმ-ს. მეტი ნალექი მოდის შემოდგომა–ზამთარში, ნაკლები გაზაფხულზე.წვიმები აქ ტროპიკული ხასიათისაა. თოვლი იშვიათია, წვიმიანი დღეები ქობულეთში 171 დღეა. თოვლიანი დღეებისა კი 12-დან 17-მდე . საშუალო წლიური ღრუბლიანობა 65-66 დღეა. ყველაზე მეტი ღუბლიანობა მოდის ხამთრის პერიოდში. ქობულეთისთვის დამახასიათებელია მზის ინტენსიური რეაქცია. მსგავსი მზის რეაქცია სასარგებლოა ისეთი      ავადმყოფობისთვის, ვისთვისაც ძირითად თერაპიულ–სამკურნალო საშვალებად ითვლება ჰელიო–თერაპია, სხვა ზღვისპირა კლიმატის სამკურნალო ფაქტორებთან კომბინაციაში.

„ვრცელი10 კილომეტრზე მეთი სიგრძის ქვიშიანი–ხრეშიანი და შესაბამისი სამკურნალო კლიმატური მონაცემებით, პლაჟი ქმნის პირობებს, რათა ქობულეთში შევქმნად მასშტაბური საკურორტო კომბინატი, მრავალ დაავადებათა სამკურნალოდ. კურორტის მთელ სიგრძეზე გაშენებული ხშირი ფიჭვნარის ზოლი, მნისვნელოვნად ადიდებს კურორტის ღირებულებას. შესანიშნავი პლაჟი და მწვანე ზოლის ეს კომბინაცია ქმნის სასურველ პირობებს ავადმყოფების იმ ჯგუფის სამკურნალოდ, რომლებიც ვერ იტანენ მზის სხივების ხანგრძლივ მოქმედებას და უფრო საჭიროებენ აეროთერაპიას, არეკლივ და გაბნეულ მზიურ რადიაციასთან ერთად. ქობულეთში საბანაო სეზონი გრძელდება 7 თვეს, ხმელთაშუა ზღვიდან შემოსული თბილიდინებისა და მზის მნიშვნელოვანი რადიაციიის მეოხებით. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა აღწევს +17 გრადუს და მერყეობს საბანაო სეზონის განმავლობაში (მაისიდან ნოემბრამდე.)  +28 გრადუსამდე, რაც გაცილებით მაღალია სხვა ზღვის სანაპირო კურორტებთან შედარებით“ (თ.კომახიძე, ქობულეთი და ქობულეთელები, გვ.63, ბათუმი, 1999წ).

მრავალმა სამეცნიერო დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ  იძლევა მკურნალობის მაღალ შედეგებს. შემდეგ დაავადებებზე: გულსისხლძარღვთა სისტემის რაქიტი, ნერვოზი, სისხლნაკლებობა, სასუნთქი გზების დაავადება, ჯირკვლების და სახსრების, ტუბერკულოზისა და სხვა.

ქობულეთში ავადმყოფებს მოკლე დროში ემჩნევათ ჰემოგლობინის მომატება, მადის, ძილის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუნჯობესება. ქობულეთი საუკეთესო შედეგს იძლევა ნევრობიკების მკურნალობისათვის, რომლის გრანტია ლამაზი ლანდშაფტი. ზაფხულის თვისების სასიამოვნო სიცხე, მზის პირდაპირ და ანარეკლი რადიაცია, ჰაერის მასების ზომიერი ამპლიტუდის ზომიერება, მდიდარი დეკორატიული მცენარეები.

ქობულეთს გაუმარჯოს!
ქობულეთელებს სალამი!