სფაგნუმი ტორფის, ანუ თეთრი ხავსია. მას ნიადაგის კონდიციონერს უწოდებენ, რომელიც ზრდის ნიადაგის შესაძლებლობას, შეინახოს წყალი. სფაგნუმი საჭიროა იქ, სადაც ნიადაგი ქვიშიანია და მცენარეებს წყალი სჭირდებათ. ძლიერი, კოკისპირული წვიმების დროს მათ შეუძლიათ 25სმ-ით „გაიმეოროს“ და შეისრუტოს წყლის დიდი რაოდენობა. გვალვისას კი – გამოყოფენ და ანოტივებენ ნიადაგს.
გერმანიისა და ლიტვის შემდეგ, საქართველო მესამე ქვეყანაა, სადაც ეს უნიკალური მცენარე ხარობს. აქ შეგიძლიათ ნახოთ სფაგნუმის მიერ შექმნილი საოცარი „ბალიშები“.
შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით, 770 ჰექტარზე გადაჭიმული, მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობი მდებარეობს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ტორფის ხავსები – სფაგნუმის სახეობები, ე.წ. "იმერული ისლი", თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა, ტორფის ისლი, წყლის სამყურა და მრგვალფოთოლა დროზერა ჰქმნიან.
გერმანიისა და ლიტვის სფაგნუმებისგან განსხვავებით, ქობულეთის სფაგნუმი ძალიან სწრაფად იზრდება. დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა. რომ თუ სფაგნუმი მთელ მსოფლიოში 6 სმ იზრდება, აქ ოთხი თვის (აპრილი-ივლისი) განმავლობაში 13-15 სმ ით გაიზარდა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიზე ვიზიტორთა მიღებას და მათ მოგზაურობას დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციის შენობაშივე შეიძლება, სადაც არის ვიზიტორთა ცენტრი. ამას გარდა, სამი ორადგილიანი სასტუმრო ნომერიცაა იმ შემთხვევისთვის, თუ დარჩენას გადაწყვეტთ.
ტური სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს საგანმანათლებლო ბილიკს, თეთრ ხავსს, სადაც ნახავთ სფაგნუმსა და მწერიჭამია დროზერას და ბოლოს – ყვითელ დუმფარებს. ოღონდ, უნდა გაგიმართლოთ, რადგან ნაწვიმარზე ყვითელი დუმფარები წყალში იმალებიან და მათი დანახვა ძალიან რთულია. ტური საათნახევრიანია და ჯგუფზე 10 ლარის ღირებულების.
სფაგნუმისკენ მიმავალ ბილიკზე აუცილებლად ფეხშიშველს მოგიწევთ სიარული, ან რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელებით. ეს იმიტომ, რომ ჭაობში უნდა იაროთ, რომელშიც მუხლებამდე მაინც ჩაეფლობით. გზადაგზა, ეკლები შეგხვდებათ და წვივებს დაგიკაწრავთ, მაგრამ ნუ შეშინდებით! სამაგიროდ, თეთრი ხავსის რბილ, ნოტიო და გრილ „ბალიშებზე“ სიარული ძალიან სასიამოვნოა.
რადგანაც, სფაგნუმი თავისი მნიშვნელობით უნიკალურია, დაცულ ტერიტორიაზეც განსაკუთრებით უფრთხილდებიან მას. ამიტომ, ფეხზე სპეციალურ თხილამურებს ჩაგაცვამენ და ასე შესძლებთ თეთრ ხავსზე გადაადგილებას.
გარდა იმისა, რომ ჭაობში სიარულით ნამდვილად გაერთობით, ეს თქვენი გულსისძარღვთა სისტემისთვისაც სასარგებლოა.
ასე რომ, არ დაიზაროთ, მანძილი თბილისიდან ქობულეთამდე 300 კმ-ია. დრო კი – 5-6 საათი. დამქანცველი მგაზვრობის შემდეგ, ნამდვილად განიტვირთებით ქობულეთის ნაკრძლაში სტუმრობით.
ქობულეთს გაუმარჯოს!
ქობულეთელებს სალამი!