ქედა აჭარაში მდებარე მუნიციპალიტეტია. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრები კვალი უძველესი დროიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ნამოსახლარები და სამაროვნები მიუთითებს. ქედის ტერიტორიაზე განვითარებული დასახლება ყოფილა შუასაუკუნეებშიც, ამის დასტურია მრავალი ციხე-სიმაგრე თუ ულამაზესი თაღოვანი ხიდები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დაბა ქედაში ქალაქის ტიპის დასახლება ყოფილა, სადაც ვაჭრები სახლობდნენ. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ადმინისტრაციული, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები და მუზეუმი. ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით, რაიონში წარმოებული ღვინოები „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მევენახეობა, მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა. რაიონში განვითარებულია ასევე საკალმახე მეურნეობა. ქედა მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით, როგორიცაა: სპილენძისა და ოქროს საბადოები და სამკურნალო მინერალური წყლები. რაიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც ულამაზესი ბუნება და კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. მწვანეში ჩაფლული ხეობები, ჩანჩქერები თუ ციხე-კოშკები უამრავ მნახველს იზიდავს და გულგრილს არავის ტოვებს.
წყარო: georgiantravelguide.com
ქედას გაუმარჯოს!
ქედელებს სალამი!