რა ვნახოთ ქარელში

უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქარელის რაიონი მდიდარია როგორც მნიშვნელოვანი ძეგლებით, ასევე ულამაზესი ბუნებით. ხეებში ჩაფლული ულამაზესი ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავია ლაშქრობისა და პიკნიკისთვის, გაზაფხულის სიწვანეში, აჭრელებულ შემოდგომაზე თუ ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად. განსაკუთრებული პოპულარობით ბატეთის ტბა სარგებლობს, რომელიც მდინარე ძამის ხეობაში მდებარეობს. ძამის ხეობა, გარდა ბუნების მშვენიერებისა, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული ძეგლებითაც გვანებივრებს, ამიტომაც ის მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ქარელში შეხვდებით უძველეს ნამოსახლარებს, ისტორიულ ციხე-სიმაგრეებსა და სხვადასხვა პერიოდის ეკლესია-მონასტრებს. მაღალმხატვრული ფრესკებით ცნობილი ყინწვისის მონასტერი, მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი, ძამის ციხე, სამწევრისის ტაძარი, სამწევრისის ციხე, სოლოღაშენის ეკლესია, ეს მცირედია იმ ღირსშესანიშნაობათაგან, რის მონახულებასაც ქარელში მოგზაურობისას შეძლებთ. რაიონში ასევე არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც 1300-ზე მეტი ექსპონატია დაცული. აქ წარმოდგენილია ურბნისის, ბებნისის, ტახტიძირის, დირბისა და დვანის არქეოლოგიური მასალები, რომელთადან უძველესი ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება.

წყარო: georgiantravelguide.com

ქარელს გჰაუმარჯოს!

ქარელელებს სალამი!