ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები 

სასქესო სფეროს ფორმირებული ან ფორმირებადი პირობით-რეფლექტორული სტერეოტიპები, რომლებიც განპირობებულია ნეიროდინამიკური დარღვევებით; ხასიათდებიან სექსუალური გამოვლინებების არამდგრადობით, გარემოზე პირდაპირი დამოკიდებულებით ან სქესობრივი გაუკუღმართებების (პერვერსიები) არსებობით.

ეტიოლოგია

დარღვევები შეიძლება იყოს მეორადი, განპირობებული ნევროზით, ფსიქოპათიით ან ფსიქოზით, და პირველად-სექსოლოგიური, რომელსაც მიეკუთვნება სქესობრივი გაუკუღმართებები.

პათოგენეზი

წარმოიქმნება მდგრადი პირობით-რეფლექტორული კომპლექსები; ნატურალური სექსუალური გამღიზიანებლები გარდაიქმნებიან პირობით მუხრუჭად. განსაკუთრებით ხშირია ,,წარუმატებლობის მოლოდინის ნევროზი”.
მამაკაცებში საბოლოო სიმპტომია მოსალოდნელი, და როგორც წესი, განუხრელად მატერიალიზირებადი შიში ნაადრევი ეაკულაციისა, ან პირიქით, ეაკულაციის არარსებობა, ერექციის სისუსტე. დროთა განმავლობაში  წარმოიქმნება ახალი სექსოპათოლოგიური სიმპტომები – ლიბიდოს შესუსტება და სხვ., ფორმირდება კიოტოფობია. ქალებში პირველადი სქესობრივი დარღვევაა ფრიგიდულობა და ვაგინიზმი.

კლინიკური სურათი

პროგნოზი განისაზღვრება ძირითადი დაავადების ხასიათით; ნევროზების დროს სრული აღდგენა უფრო ხშირია, ვიდრე ფსიქოპათიების დროს. მკურნალობა გარდა ეტიოლოგიური ფაქტორების აღკვეთისა და ძირითადი დაავადების პათოგენეტიკურ მექანიზმებზე ზემოქმედებისა, ითვალისწინებს სექსუალური რეაბილიტაციისაკენ მიმართულ ფსიქოთერაპიული ზემოქმედებების სისტემას.
პირველად-სექსოპათოლოგიური დარღვევების ფსიქიკური შემადგენელი: განპირობებულია გარემოებების არახელსაყრელი მიმდინარეობით (მაგალითად ინტიმური კავშირის დამყარება შეუფერებელ სიტუაციაში), სექსუალური ფსიქოტრავმატიზაცია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია – სენსიტიურობა, მომატებული შთაბეჭდილიანობა.

დიაგნოზი

 მეორადი სქესობრივი დარღვევების დიაგნოსტიკა ეყრდნობა სექსოპათოლოგიური სიმპტომების თანდართვას ძირითადი დაავადების  კლინიკურ სურათთან – ნევროზთან, ფსიქოპათიასთან, ფსიქოზთან და სხვ.

მკურნალობა

საწყის სტადიაში ტარდება რაციონალური ფსიქოთერაპია: მცდარი სექსუალური მოქმედებების მოხსნა და სტერეოტიპის წინასწარი გათამაშება, რომელიც უზრუნველყოფს სქესობრივი აქტის ჩატარებას.
ეს უკანასკნელი თავდაპირველად შესაძლოა იყოს არასრულფასოვანი, მაგრამ უნდა მოიცავდეს საკუთრივ ავადმყოფისათვის და მისი პარტნიორისათვის აუცილებელ ელემენტებს – ინტროიტუსი, ფრიქციები, ეაკულაცია, ორგაზმი.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოთერაპიის შერწყმა სიმპტომატურ საშუალებებთან.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!