რა ვნახოთ ტყიბულში

ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ამწვანებული გარემო, ტყეები, ვრცელი ხედები, ჩანჩქერები და მღვიმეები უამრავ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მუხურას ჩანჩქერი, ცუცხვათის მღვიმე და წყალწითელას ხეობა. ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს ტყიბულის წყალსაცავიც. საოცარი ხედებით გამოირჩევა ნაქერალას ქედზე, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარე სალოცავი – ცხრაჯვარი. ცუცხვათის მღვიმე, გარდა იმისა, რომ ბუნების უმშვენიერეს ძეგლს წარმოადგენს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლიცაა. აქ ნაპოვნია პალეოპითის, ბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების არქეოლოგიური მასალები. თუკი ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავია კურორტები: საწირე, კურსები და ცხრაჯვარი. ტყიბული მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ მდებარეობს მხატვრული ღირებულებით გამორჩეული გელათის მონასტერი, სადაც საქართველოს უდიდესი მეფე – დავით აღმაშენებელია დაკრძალული. აღსანიშნავია აგრეთვე: მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, საწირის ციხე, კისორეთის წმ. გიორგის ეკლესია, კურსების ზენობნის ეკლესია, ჯონიას წმ. გიორგის ეკლესია, ძმუისის ეკლესია და სხვა. ტყიბულში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 6 საგამოფენო დარბაზს მოიცავს, სადაც დაცულია კულტურული და ისტორიული არტეფაქტები.

წყარო: georgiantravelguide.com

ტყიბულს გაუმარჯოს!
ტყიბულელებს სალამი!