მოჩვენებითი სექსუალური დარღვევები

ლალი დათეშიძე

ხასიათდება სექსოპათოლოგიური ჩივილებით; ამასთან ასაკობრივი და კონსტიტუციური ნორმებიდან ფაქტიური გადახრები არ ვლინდება.

ეტიოლოგია

მათი მიზეზია ინფორმაციის დეფიციტი, რომელიც ივსება არაკომპეტენტური წყაროებიდან მიღებული ცნობებით, არაიშვიათად – იატროგენია. წინასწარგანმწყობი ფაქტორია – მომატებული შთაგონება და აფორიაქებული, ეჭვიანი ხასიათი.

კლინიკური სურათი

კლინიკური ვარიანტები: 1. საკუთარი თავისადმი ზედმეტი მოთხოვნილების წაყენება; 2. საკუთარი თავისადმი სექსუალური ,,ნაკლის” წაყენება; 3. არაადეკვატური რეაქცია  სექსუალური გამოვლინებების ფიზიოლოგიურ რყევებზე; 4. ზოგადი და სექსუალური კულტურის უკმარისობით განპირობებული დისჰარმონიები, ან სექსუალური დეფექტის არსებობა ერთ – ერთ პარტნიორში. დროული კორექციის არარსებობა გარკვეულ საფრთხეს ქმნის ნევროზული მოვლენების განვითარებისათვის და შესაძლებელია მოჩვენებითი სექსუალური დარღვევები გადავიდეს ნამდვილში.

მკურნალობა

 ზოგადი და სექსუალური კულტურის ამაღლება, ინდივიდუალური საუბრები, პარტნიორში ნამდვილი სექსუალური დარღვევის კორექცია, რომელიც საკუთარ თავს ჯანმრთელად თვლის.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..