ისტორიული ძეგლები ძველი სენაკის ტერიტორიაზეა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში. განსაკუთრებით საინტერესოა კარსტული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, IV-XVI საუკუნეების შხეფის ციხე, XIX საუკუნის თეკლათის დედათა მონასტერი;
ეგრისობა
თუ სენაკში ნოემბრის პირველ რიცხვებში ჩახვალ, არ გამოტოვო ფესტივალი „ეგრისობა“, რომელიც ქალაქიდან 17 კილომეტრში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება.
აქ IV-VIII საუკუნეების ეგრისის სამეფოში „იმოგზაურებ“, თეატრალიზებული წარმოდგენებით გაეცნობი ისტორიას, გასინჯავ მეგრულ კერძებს, მოუსმენ მეგრულ სიმღერებს და ნახავ ცხენოსანთა შეჯიბრებას ეროვნულ სახეობებში – ისინდში, ცხენბურთსა და მარულაში, რომლებიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია.
წყარო: georgia.travel
სენაკს გაუმარჯოს!
სენაკელებს სალამი!