ონი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ მრავლადაა შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები და ტაძრები.
განსაკუთრებით საინტერესოა XI საუკუნის მრავალძალის, გონის მთავარანგელოზის, შრომისუბნის „მცხეთის ჯვრის“ ეკლესიები და სხიერის სამონასტრო კომპლექსი.
უიშვიათესი ძეგლია სოფელ კვაშხიეთში მდებარე ციკლოპური ნაციხარი. მისი მსგავსი დასავლეთ საქართველოში არ მოიპოვება. ონის შუა საუკუნეების გალავანიც ნახე.
ონში ებრაელების ერთ-ერთი დიდი დასახლება იყო და, ალბათ, 1895 წელს აგებული სინაგოგა დაგაინტერესებს.
ონის ცხოვრების შესახებ დაწვრილებით ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოგითხრობს. აქ დაცულია არტეფაქტები – ქვის ხანიდან გვიან ფეოდალურ პერიოდამდე.
მუზეუმში ნახავ: ბრინჯაოს ხანის ცხვრის ქანდაკებას, ქამრის ბალთებს, ქალის სამკაულებს, საბრძოლო და შრომის იარაღებს და სხვა.
წყარო: georgia.travel
ონს გაუმარჯოს!
ონელებს სალამი!