ოზურგეთში უნდა მოინახულო ისტორიული მუზეუმი, რომელიც 1936 წელს გაიხსნა და დღეს აქ 6 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული – ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IX ათასწლეულიდან დღემდე;
გვერდს ვერ აუვლი ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრსაც, სადაც ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები ინახება.
დაათვალიერე ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობა – ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და ამით ოზურგეთელები და, ზოგადად, გურულები ძალიან ამაყობენ.
ოზურგეთის სოფლების – შემოქმედის, ჯუმათის, აჭისა და ლიხაურის ტაძრები, ლიხაურის ციხე, ასკანის ციხე, ვაშნარის ნაქალაქარი – ეს ისტორიული ძეგლები ნამდვილად მძაფრ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებს.
ოზურგეთს გაუმარჯოს!
ოზურგეთელებს სალამი!