ნინოწმინდა

მრავალეთნიკური ქალაქი ნინოწმინდა საქართველოს სამხრეთით, ხანჩალის ტბასთან, ზღვის დონიდან 1940 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

მუნიციპალიტეტის უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთისა და მდელო-ველის მცენარეულობით. ტბების ირგვლივ, დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა.

ნინოწმინდაში მთიანეთის სტეპის მკაცრი ჰავაა. ზამთარი ცივი და მცირეთოვლიანია, ზაფხული კი – ხანგრძლივი და გრილი. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა 10,6°C-ია, აგვისტოსი კი – 13,1°C.

წყარო: georgia.travel

ნინოწმინდას გაუმარჯოს!
ნინოწმინდელებს სალამი!