კოლიტი colitis

კოლიტი colitis – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.

იშემიური კოლიტი

მსხვილი ნაწლავის სეგმენტური დაზიანება, განპირობებული სისხლით მომარაგების დარღვევით. ხშირად ზიანდება ელენთის სიმრუდის მიდამო, იშვიათად განივი კოლინჯი, დასწვრივი და სიგმოიდური ნაწლავი.

proq

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ხანდაზმულებში ჯორჯლის ქვედა არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანება; ხელშემწყობი ფაქტორია აორტიდან ამ არტერიის გამოსვლის ანატომიური თავისებურება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

განგრენოზული (ნეკროზული) ფორმა წარმოიქმნება ჯორჯლის ქვედა არტერიის სრული დაცობისას; ვლინდება უმწვავესი ტკივილებით მუცლის მარცხენა ნახევარში, ნაწლავური გაუვალობის ნიშნებით, რექტალური სისხლდენით და შემდეგ კი პერიტონიტით. გარდამავალი ეპიზოდური ფორმაა ,,ნაწლავის ხანგამოშვებითი სიკოჭლე”, რომელიც აღინიშნება ამ არტერიის ნაწილობრივი დაცობისას;
ვლინდება ტკივილით მუცლის მარცხენა ნახევარში ან ეპიგასტრიუმში, რომელიც წარმოიქმნება ჭამის შემდეგ, დიარეით, მუცლის შებერვით, ზოგჯერ ღებინებით. თანდათანობით ვითარდება სიგამხდრე.
მუცლის პალპაციით ვლინდება მსხვილი ნაწლავის დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობა, ზოგჯერ მუცლის წინა კედლის დამცავი დაჭიმულობა.
დიაგნოზი დასტურდება ირიგო – , რექტორომანო – და კოლოსკოპიით. ირიგოსკოპიის დროს დაზიანებულ მიდამოში ვლინდება ,,ფსევდოსიმსივნის” სურათი ავსების დეფექტით.
ენდოსკოპური გამოკვლევით: დაზიანებული უბნის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ლორწქვეშა სისხლჩაქცევები, ქრონიკულ შემთხვევებში – ლორწოვანი გარსის ანთებითი ინფილტრაცია, დაწყლულება და წყლულების დანაწიბურების შედეგად – ნაწლავის დაზიანებული უბნის სტრიქტურები.
სელექტური ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა დადასტურდეს ჯორჯლის არტერიის გამავლობის დარღვევა.

ქრონიკული ფორმა

მიმდინარეობა პროგრესირებადია, პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში არაკეთილსაიმედოა. გართულებები: მწვავე ნაწლავური პროფუზული სისხლდენა, ნაწლავის უბნის ნეკროზი პერიტონიტის განვითარებით, დაზიანებული სეგმენტის თანდათანობითი შევიწროება ნაწლავის კედელში ანთებით – ნაწიბუროვანი პროცესების შედეგად.

მკურნალობა

იშემიური კოლიტის განგრენოზული ფორმით დაავადებულები საჭიროებენ სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას ქირურგიულ სტაციონარში. განგრენოზული და სტრუქტურული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ინიშნება სპაზოლიზური და ქოლინოლიზური სამკურნალო საშუალებები.

მწვავე კოლიტი

მწვავე კოლიტი ჩვეულებრივ შესაძლოა იყოს გავრცელებული, ხშირად შერწყმულია წვრილი ნაწლავის (მწვავე ენტეროკოლიტი), ზოგჯერ კი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან (გასტროენტეროკოლიტი).

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მწვავე კოლიტის გამომწვევებია: შიგელები (ბაქტერიული დიზენტერია), სალმონელები, იშვიათად სხვა პათოგენური ბაქტერიული ფლორა, ვირუსები და სხვ. მისი მიზეზი შესაძლოა გახდეს კვებითი არაბაქტერიული მოწამვლები, კვების რეჟიმის დარღვევები.
შედარებით მცირე როლი განეკუთვნება ზოგ
ად ინფექციებს, კვებით ალერგიებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს.
მსხვილ ნაწლავში ანთებითი პროცესები წარმოიქმნება ნაწლავის ლორწოვან გარსზე დამაზიანებელი ფაქტორების ადგილობრივი მოქმედებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დამახასიათებელია მწვავე სპასტიკური ხასიათის ტკივილი მუცელში, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე. განავალი თხიერია, სისხლის შენარევით.
შედარებით მძიმე შემთხვევებში განავალი წყლიანია, შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს, ზოგჯერ სისხლს; დეფეკაციის სიხშირე დღეში 15 – 20 – ია, შესაძლოა თან მტკივნეული ტენეზმები;
მატულობს სხეულის ტემპერატურა (38 გრადუსამდე და მეტი);
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მკვეთრადაა გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, ენა მშრალია, დაფარულია რუხი ფერის ან ჭუჭყიანი მორუხო ფერის ნადებით, მუცელი შებერილია, ხოლო ძლიერი ფაღარათის დროს დაკიდულია.
პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა მსხვილი ნაწლავის გაყოლებაზე, სხვადასხვა ნაწილებში – ყურყური. რექტორომანოსკოპიით ვლინდება მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების ლორწოვანის ჰიპერემია და შეშუპება, ნაწლავის კედლებზე ჩანს დიდი რაოდენობით ლორწო, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში – ჩირქი;
შესაძლოა იყოს ეროზიები, დაწყლულებები და სისხლჩაქცევები.
სისხლის გამოკვლევით ვლინდება ზომიერი ლეიკოციტოზი, ედსი მომატებულია. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ავადმყოფი სწრაფად გამოჯანმრთელდება. მძიმე შემთხვევებში დაავადება ღებულ
ობს გახანგრძლივებულ ხასიათს.

გართულებები

ღვიძლის აბსცესები, პიელიტი, პერიტონიტი, სეფსისი. მკურნალობა. მწვავე კოლიტით დაავადებულები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას (დაავადების ინფექციური ბუნების შემთხვევაში – ინფექციურ საავადმყოფოში).
ინიშნება ანტიბაქტერიული ან ანტიპარაზიტული თერაპია, ტოქსიკური კოლიტების დროს – მარილოვანი საფაღარათოები.
პირველ დღეს ინიშნება დიდი რაოდენობით სითხეები, შემდეგ დიეტა. შიგნით მისაღებად ინიშნება შემომგარსველი და შემკვრელი ნივთიერებები, საჭმლის მონელებელი ფერმენტები, ქოლინოლიზური საშუალებები.
მწვავე არაინფეცქიური კოლიტით დაავდებულები ექვემდებარებიან საექიმო მეთვალყურეობას 6 თვის განმავლობაში. პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც მწვავე ენტერიტის დროს.

ქრონიკული კოლიტი

ქრონიკული კოლიტი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ – ერთ ყველაზე ხშირ დაავადებას. ხშირად შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ანთებით დაზიანებასთან.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ინფექციური წარმოშობის კოლიტები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაწლავური ინფეცქიის გამომწვევთან, პირველ რიგში შიგელებთან და სალმონელებთან; სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევები, ადამიანის ნაწლავის პირობით – პათოგენური და საპროფიტული ფლორა.
პროტოზოული კოლიტები განპირობებულია ამებიაზის, ბალანტიდაზის, ლამბლიოზის და სხვ. გამომწვევებით. ჰელმინთები ხელს უწყობენ ნაწლავში ანთებით პროცესს, რომლებიც გამოწვეულია სხვა მიზეზით.
თერაპიულ პრაქტიკაში განსაკუთრებით გავრცელებულია არაინფექციური წარმოშობის კოლიტები. ალიმენტური კოლიტები წარმოიქმნება კვების რეჟიმისა და რაციონალური დიეტის ხანგრძივი და უხეში დარღვევით.
თანმხლები კოლიტები, რომლებიც თან სდევს აქილიურ გასტრიტებს, პანკრეატიტებს, ვითარდება მსხვილი ნაწლავის სისტემატური გაღიზიანების, ასევე დისბაქტერიოზის შედეგად.

ტოქსიკური კოლიტები

ტოქსიკური კოლიტები წარმოიქმნება ტყვიით, ფოსფორით, ვერცხლისწყლით, დარიშხანით ხანგრძლივი ეგზოგენური ინტოქსიმკაციის შედეგად. წამლისმიერი კოლიტები უკავშირდება ხანგრძლივად ეგზოგენურ ინტოქსიკაციას, საფაღარათოების, ასევე ანტობიოტიკებისა და ზოგიერთი სხვა წამლის ხანგრძლოვად და უკონტორლოდ მიღებას.

ალერგიული კოლიტები

ალერგიული კოლიტები აღინიშნება საკვებისმიერი ალერგიის, ზოგიერთი სამკურნალო და ქიმიური ნივთიერების გადაუტანლობის დროს.
მსხვილი ნაწლავის კედლის ხანგრძლივი მექანიკური გაღიზიანების შედეგად განვითარებული კოლიტები წარმოიქმნება ქრონიკული კოპროსტაზის, ოყნების, რექტალური სანთლების ბოროტად გამოყენებისას და ა. შ. ხშირად ქრონიკულ კოლიტებს აქვთ რამდენიმე ეტიოლოგიური ფაქტორი, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხშირად ადგილი აქვს მთლიანი მსხვილი ნაწლავის ტოტალურ დაზიანებას (პანკოლიტი). ძირითადი სიმპტომებია: დეფეკაციის მოშლა (ქრონიკული ფაღარათი ან შეკრულობა), ტკივილი მუცლის სხვადასხვა მიდამოში, ზოგჯერ მტკივნეული ტენეზმები, მეტეორიზმი, დისპეფსური დარღვევები.
უმრავლეს შემთხვევაში, განსაკუთრებით მარჯვენამხრივი კოლიტის დროს, სჭარბობს ფაღარათი, დეფეკაცია დღეში 10 – 15 – ჯერ და მეტია, შეიძლება მონაცვლეობდეს შეკრულობასთან. დამახასიათებელია ნაწლავის არასაკმარისი გათავისუფლების სიმპტომი: დეფეკაციის შემდეგ ავადმყოფს აქვს არასრულად გათავისუფლების გრძნობა.
პროცესის გამწვავებისას ვლინდება ცრუ სურვილები დეფეკაციაზე, რასაც თან ახლავს გაზებისა და ცალკეული განავლოვანი მასების გამოყოფა, რომელიც დაფარულია ლორწოთი ან სისხლით, ან პერიოდულად ლორწოს აპკების გამოყოფა. სპასტიკური კოლიტის დროს, განავლოვან მასებს აქვთ ფრაგმენტული ხასიათი. ტკივილი კოლიტის დროს ყრუ ხასიათისაა, ლოკალიზებულია უპირატესად მუცლის გვერდით და ქვედა ნაწილებში, ძლიერდება საკვების მიღებისას და დეფეკაციის წინ.
ზოგჯერ ტკივილი ღებულობს სპასტიკურ ხასიათს, ჩაცხრება სითბოს გამოყენებით (სათბური, კომპრესი), ქოლინო – და სპაზმოლიტიკების მიღების შემდეგ; შეტევებს შესაძლოა თან ახლდეს გაზების გამოყოფა ან დეფეკაციის სურვილი.
ანთებითი პროცესის გავრცელებისას მსხვილი ნაწლავის სეროზულ გარსზე (პერიკოლიტი) ტკივილი, რომელსაც აქვს მუდმივი ხასიათი, ძლიერდება სიარულისას, შენჯღრევისას და მსუბუქდება მწოლიარე მდგომარეობის დროს. მყარი ტკივილი მთელს მუცელში ან უპირატესად ფერდქვეშა არეში, რომელიც არ უკავშირდება საკვების მიღებას, დეფეკაციის აქტს, ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, აღინიშნება თანმხლები განგლიონიტის დროს, განსაკუთრებით სოლარიტის დროს. მეტეორიზმი აიხსნება საკვების გადამუშავების დარღვევით წვრილ ნაწლავში და დისბაქტერიოზით.
ხშირია ანორექსია, გულისრევა, ბოყინი, მწარე გემო, მუცელში ყურყური და სხვ. შესაძლოა აღინიშნებოდეს სისუსტე, ზოგადი დაუძლურება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ასთენონერვული სინდრომი, სიგამხდრე, პოლიჰიპოვიტამინოზის არამკვეთრად და ანემიის გამოხატული სიმპტომები.
ზედაპირული პალპაციით ხშირად ვლინდება მუცლის კედლის მტკივნეული უბნები მსხვილი ნაწლავის გაყოლებაზე, ქრონიკული პერივისცერიტის დროს აღინიშნება მუცლის წინა კედლის რეზისტენტობა შესაბამის უბნებში.
ღრმა პალპაციით მსხვილი ნაწლავის დაზიანებული უბნები ჩვეულებრივ მტკივნეული და სპასტიკურად შეკუმშულია, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სპასტიკურად შეკუმშული და გაფართოებული უბნების მონაცვლეობას, რომლებიც ავსებულია მკვრივი ან თხიერი შემცველობით, ძლიერი ყურყური ან ტკაცანი ნაწლავის შესაბამის უბანში.
განავალი ხშირად ცუდსუნიანია: კოპროლოგიური გამოკვლევით აღინიშნება ლორწოსა და ლეიკოციტების დიდი რაოდენობა, ხშირად ვლინდება აგრეთვე დიდი რაოდენობით იოდოფილური ფლორა, გადაუმუშავებელი უჯრედისი და უჯრედშიგა სახამებელი, ასევე ერითროციტები.

დიაგნოსტიკა

ირიგოსკოპიით ქრონიკული კოლიტის დროს განსაკუთრებული ცვლილებები არ ვლინდება; აღინიშნება ფუნქციონალური დარღვევები.
კოლიტის მძიმე ფორმის დროს ვლინდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის რელიეფის ცვლილებები ანთებითი შეშუპებისა და ინფილტრაციის ხარჯზე, რიგ შემთხვევებში ნაწლავის სანათურის ნაწიბუროვან – ანთებითი შევიწროებები.
რექტორომანისკოპიით, სიგმოიდოსკოპიითა და კოლოსკოპიით ხშრად ვლინდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის კატარული ანთება, იშვიათ შემთხვევებში – ჩირქოვანი, ფიბრინული ან ნერკროზულ – წყლულოვანი დაზიანებები.
კოლიტის გამწვავების დროს შესაძლებელია აღინიშნებოდეს ზომიერი ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით, ედისის მატება, სუბფებრილიტეტი.
ალერგიული კოლიტის გამწვავება, ტკივილთან ერთად, ხშირად მიმდინარეობს ცხელებით, ეოზინოფილიით, შარკო – ლეიდენის კრისტალების გაჩენით განავალში.
ჩირქოვანი, ფიბრინოზული და ნეკროზულ – წყლულოვანი კოლიტები მიმდინარეობს შედარებით მძიმე კლინიკური სურათით. კოლიტის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. სეგმენტური კოლიტები.

ქრონიკული ტიფლიტები

ქრონიკული ტიფლიტები თან ახლავს ქრონიკულ ენტერიტსა და აპენდიციტს; მიმდინარეობს მყარი ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ირადირებს საზარდულში, წელის არეში, მუცლის მარჯვენა ნახევრის შებერვითა და ყურყურით;

სიმპტომები, მიმდინარეობა

დამახასიათებელია დეფეკაცია უხვი ნახევრადთხიერი განავლით დღეში 3 – 5 – ჯერ. აღინიშნება ბრმა ნაწლავისა და ასაწვრივი კოლინჯის მიდამოს მტკივნეულობა, ზოგჯერ ისინი სპასტიკურად შეკუმშულია, ზოგჯერ მოდუნებული, მათი მოსინჯვისას აღინიშნება ძლიერი ყურყური.

პერიტიფლიტი

პერიტიფლიტის დროს ანთებითი პროცესის გამწვავების დროს შესაძლოა დაფიქსირდეს არამკაფიოდ გამოხატული შჩოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი, რამაც შესაძლოა მოახდინოს ქრონიკული აპენდიციტის სიმულირება. იზოლირებული ტრანსვერზიტი წარმოიქმნება შედარებით იშვიათად და ბევრ შემთხვევაში შერწყმულია კოლოპტოზთან.
განივი კოლინჯის დაზიანება და განსაკუთრებით მისი დისტალური ნაწილისა, ბევრ შემთხვევაში განპირობებულია მისი შიგთავსის გადანაცვლების გაძნელებით; ვლინდება ყრუ ტკივილით ეპიგასტრიუმის, ჭიპის ირგვლივ და მარცხენა ნეკნთაქვეშა არეში, რომელიც ძლიერდება ჭამის შემდეგ, მეტეორიზმით, კუჭის მოქმედების დარღვევით.
პალპაციით აღინიშნება მტკივნეული, ხშირად დაწეული და არათანაბრად სპაზმირებული განივი კოლინჯი. პროქტიტი და პროქტოსიგმოიდიტი წარმოადგენს ქრონიკული კოლიტის განსაკუთრებით ხშირ ფორმას. მათ წარმოშობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ბაქტერიული დიზენტერია, ქრონიკული შეკრულობა, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება საფაღართოებისა და ოყნების, სანთლების ბოროტად გამოყენებით;

გართულებები

ვლინდება ტკივილი მარცხენა ილიოცეკალურ არეში და უკანა ტანში, მტკივნეული ტენეზმები, მეტეორიზმი; ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დეფეკაციის შემდეგაც რამდენიმე ხნის მანძილზე, ასევე წარმოიქმნას გამწმენდი ოყნის გაკეთებისას. ხშირად შეკრულობებს თან ახლავს ტენეზმები, განავალი უხვი არ არის, ზოგჯერ ,,ცხვრის განავლისებურია”, შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს, ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლსა და ჩირქს.
პალპაციით აღინიშნება სიგმოიდური ნაწლავის მტკივნეულობა. უკანა ტანის დათვალიერება და სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა საშუალებას იძლევა შევაფასოთ მისი სფინქტერის მდგომარეობა, გამოვავლინოთ თანმხლები პათოლოგია.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს რექტორომანოსკოპიას. დიფერენციალური დიაგნოზი. პირველ რიგში საჭიროა გამოირიცხოს ინფექციური ან პარაზიტული წარმოშობის კოლიტები.
ქრონიკული კოლიტის განვითარება მწვავე პროქტოსიგმოიდიტის შემდეგ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ ინფექციურ კოლიტზე – დიზენტერულზე.
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით შიგელების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს.
ქრონიკული კოლიტების დიაგნოსტირებისათვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი გამომწვევის აღმოჩენას, ცისტების, ლარვების ან ჰელმინთთა კვერცხების გამოვლინებას განავალში.
ქრონიკული კოლიტების დროს საჭიროა დიფერენცირება მოვახდინოთ მსხვილი ნაწლავის დისკინეზიასთან, თუმცა ნაწლავის ხანგრძლივმა ფუნქციურმა გაღიზიანებამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული კოლიტის განვითარება.
ძირითადი მნიშვნელობა აქვს კლინიკური სიმპტომატიკის ანალიზს, აუცილებელ შემთხვევებში – რექტორომანოსკოპიასა და კოლონოსკოპას ლორწოვანი გარსის ბიოფსიით.

დიფერენციალურ დიაგნოზი

დროს დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ პანკრეატიტებთან, ანაციდურ გასტრიტებთან. მსხვილი ნაწლავის სიმსივნე შესაძლებელია მიმდინარეობდეს ქრონიკული კოლიტის ნიღბის ქვეშ, ამიტომ საეჭვო შემთხვევებში საჭიროა ყოველთვის ჩატარდეს ირიგოსკოპია, ხოლო არასაკმარისად ნათელი სურათის დროს – ენდოსკოპია ბიოფსიასთან ერთად.
ქრონიკული კოლიტის მიმდინარეობა ერთ შემთხვევაში ხანგრძლივი, ნაკლებსიმპტომურია, სხვა შემთხვევებში – თანდათანობით პროგრესირებადი, გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით, ნაწლავის კედელში ატროფიული ცვლილებების განვითარებით.
დროული მკურნალობის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გართულებები

წყლულის პერფორაცია მძიმე წყლულოვანი კოლიტის დროს, სისხლდენა ნაწლავიდან, ნაწლავის სანათურის შევიწროება, შეხორცებითი პროცესი. გამწვავების პერიოდში მკურნალობა ტარდება სტაციონარში;
ინფექციური და პარაზიტული კოლიტით დაავადებულებს მკურნალობენ საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში. ნაჩვენებია ხშირი, ულუფებად კვება (დღეში 4 – 6 – ჯერ), მექანიკურად დამზოგავი დიეტა;
ვიტამინები შიგნით მისაღებად ან პარენტერალურად.
ქრონიკული კოლიტების გამწვავების დროს ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ან სულფანილამიდები.
ფაღარათის დროს რეკომენდებულია შემკვრელი და შემომგარსველი საშუალებები, მცენარეების ნაყებენები, რომლებიც შეიცავენ მრთილავ ნივთიერებებს.
სპასტიკური კოლიტის დროს ინიშნება ქოლინო – და სპაზმოლიტიკები.
გამოხატული მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირი, პიტნა, გვირილა და სხვ. საშუალებები.
თუკი ფაღარათი გამოწვეულია კუჭის სეკრეტორული უკმარისობით – პანკრეატინი, ფესტალი და სხვ.

პროფილაქტიკა

აუცილებელია მწვავე კოლიტების პროფილაქტიკა და მათი დროული მკურნალობა, რეკონვალესცენტებზე მეთვალყურეობა, სრულფასოვანი დიეტა, პირის ღრუს დროული სანაცია, ფიზკულტურა და სპორტი და სხვ.


კოლიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⭕️ კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება
🔴 იშემიური კოლიტი – მსხვილი ნაწლავის სეგმენტური დაზიანება, რომელიც განპირობებულია სისხლით მომარაგების დარღვევით
🔎 განგრენოზული კოლიტის სიმპტომები მოიცავს:
✅ უმწვავესი ტკივილები მუცლის მარცხენა ნახევარში;
✅ ნაწლავური გაუვალობა;
რექტალური სისხლდენა;
✅ პერიტონიტი
🚑 იშემიური კოლიტის განგრენოზული ფორმით დაავადებულები საჭიროებენ სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას ქირურგიულ სტაციონარში
👉 შეიტყვეთ მეტი კოლიტის სხვადასხვა ფორმის შესახებ სტატიიდან –
#კოლიტი #ქრონიკულიკოლიტი #იშემიურიკოლიტი #განგრენოზულიკოლიტი #კოლიტისნიშნები #კოლიტისსიმპტომები #კოლიტისმკურნალობა #კოლიტისსახეობები #სპაზმურიკოლიტი #მწვავეკოლიტი #კოლიტისგამომწვევიმიზეზები #კოლიტისგართულებები #სისხლიანიგანავალი #თავბრუსხვევა #გულისწასვლა #მუცლისძლიერიტკივილი #გაუწყლოება #დეჰიდრატაცია #მუდმივიღებინება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.