მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. რაიონის სამხრეთ ნაწილი ოდიშის დაბლობზეა განლაგებული, ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილები კი – ეგრისის გედის მთისწინეთსა და მის სამხრეთ კალთებზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარტვილი. მარტვილს ჩრდილოეთით ლენტეხის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – ხონი და ცაგერი, სამხრეთით – სენაკი და აბაშა, დასავლეთით კი – ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე, ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს. მარტვილში მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილი კოლხეთის ბარის ვაკესა და მთისწინეთს უჭირავს, ხოლო ჩრდილეთ ნახევარი მთაგორიანია. რაიონის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით ასხის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა“ და დვირის მთებში მრავლად გვხვდება სამკურნალო მინერალური წყლები. მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ნოტიო – სუბტროპიკული ჰავაა, თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხულითა და რბილი ზამთრით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 12°C-ია, მთიან ზონაში კი ჰაერის ტემპერატურა უფრო ნაკლებია.
წყარო: georgiantravelguide.com
მარტვილს გაუმარჯოს!
მარტვილელებს სალამი!