ნაღველკენჭოვანი ნაწლავური გაუვალობა
დაავადებისათვის დამახასიათებელია: ავადმყოფთა ასაკი 60-70 წელი, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი ანამნეზში, ნაწლავური გაუვალობის სურათი. სპაზმის ლიკვიდაციის შემდეგ კენჭი განაგრძობს მოძრაობას. საბოლოოდ კი ახდენს ნაწლავის ობტურაციას ილეოცეკალური კუთხიდან 1 მ-ში – წვრილი ნაწლავის ყველაზე წვრილ ნაწილში.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ვლინდება ტკივილი, ღებინება, მუცელში ისინჯება ცომისებრი წარმონაქმნი, რომელიც მტკივნეულია პალპაციით. აღინიშნება სისხლის შერევა განავალში; პროგრესირებადი ილეოცეკალური ინვაგინაციის დროს რექტალური გამოკვლევით ზოგჯერ ისინჯება ინვაგინატის თავი. ასეთ შემთხვევაში დიაგნოზი დასტურდება ირიგოსკოპიით.
მკურნალობა
ოპერაციულია; ბავშვთა ასაკში, ტარდება დეზინვაგინაცია, მოზრდილებში – ინვაგინატის ამოკვეთა. პროგნოზი დამოკიდებულია ინვაგინაციის მიზეზზე. მაღალი ლეტალობა განპირობებულია ხანდაზმულ ავადმყოფებში თანმხლები პათოლოგიის სიმძიმით.
სიმსივნური ნაწლავური გაუვალობა
ხშირად წარმოიქმნება კოლინჯის მარცხენა ნახევარში ლოკალიზებული სიმსივნით. დამახასიათებელია ავადმყოფთა ხანდაზმული ასაკი, შეკრულობა, სრული ნაწლავური გაუვალობის განვითარებით.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ფიზიკალური გამოკვლევით აღინიშნება მუცლის შებერვა, საწყის სტადიებზე – მისი ასიმეტრია; დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა
თუკი კონსერვატიული თერაპია არაეფექტიურია, ნაჩვენებია ოპერაცია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ახდენენ ხელოვნური უკანა გასავლის ფორმირებას, ან ატარებენ გარტმანის ტიპის ობსტრუქციულ რეზექციას.
ინვაგინაცია
ინვაგინაცია განპირობებულია ნაწლავის ერთი სეგმენტის ჩანერგვით მეორეში. განასხვავებენ ანტეგრადულ და რეტროგრადულ ინვაგინაციას.
ბავშვთა ასაკში ინვაგინაციის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა გენეზის ფაღართი, მოზრდილებში – ნაწლავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც აღიზიანებენ რა ნაწლავს, აძლიერებენ მის პერისტალტიკას და იწვევენ ინვაგინაციას
მკურნალობა
უმრავლეს შემთხვევაში ოპერაციულია.
შეხორცებადი ნაწლავური გაუვალობა
გვხვდება შემთხვევათა 30%-ში. შეხორცებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა გაჭყლეტა და ობტურაციული გაუვალობა, გარდა ამისა, მასიური ნაწიბურებმა შესაძლოა გაჭყლიტონ ნაწლავის ჯორჯალი ნაწლავის კედელთან ერთად და გამოიწვიონ სტრანგულაციური გაუვალობა. შეხორცებები ხელს უწყობენ ასევე გადახლართვის განვითარებას.
სიმპტომები, მიმდინარეობა
შეხორცებადი გაუვალობა ხშირად ატარებს მორეციდივე ხასიათს: ჩვეულებრივ საკვების ჭარბი რაოდენობის მიღების შემდეგ აღინიშნება ტკივილის გაძლიერება, რაც განპირობებულია ნაწლავის კედლის გაჭიმვით, ნაწლავისშეკუმშვის უნარის დაქვეითებითა და ნაწლავური შიგთავსის პასაჟის დეკომპენსაციით.
კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ ნაწლავური შიგთავსის ასპირაციით, პერისტალტიკა შესაძლოა აღდგეს და გაუვალობა ლიკვიდირდება. მუცლის ღრუზე ჩატარებული ყოველი განმეორებითი ოპერაცია, მათ შორის გაუვალობის გამო, იწვევს შეხორცებადი პროცესის გაზრდას.
მკურნალობა
თუკი შეხორცებადი გაუვალობა ატარებს ობტურაციულ ხასიათს, შესაძლებელია კონსერვატიული თერაპიის ჩატარება. არაეფექტურობის ან სტრანგულაციის მოვლენების დროს ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
ნაწლავთა გაუვალობის სახეები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩺 ნაღველკენჭოვანი ნაწლავური გაუვალობა – სპაზმის ლიკვიდაციის შემდეგ კენჭი განაგრძობს მოძრაობას, საბოლოოდ კი ახდენს ნაწლავის ობტურაციას წვრილი ნაწლავის ყველაზე წვრილ ნაწილში
🔎 დაავადების დროს ვლინდება:
📎 ტკივილი;
📎 ღებინება;
📎 სისხლის შერევა განავალში
📎 მუცელში ისინჯება ცომისებრი წარმონაქმნი, რომელიც მტკივნეულია პალპაციით;
🩺 სიმსივნური ნაწლავური გაუვალობა – ხშირად წარმოიქმნება კოლინჯის მარცხენა ნახევარში ლოკალიზებული სიმსივნით
🎈 ფიზიკალური გამოკვლევით აღინიშნება მუცლის შებერვა, საწყის სტადიებზე – მისი ასიმეტრია
💊 თუკი კონსერვატიული თერაპია არაეფექტიურია, ნაჩვენებია ოპერაცია
📏 ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ახდენენ ხელოვნური უკანა გასავლის ფორმირებას, ან ატარებენ გარტმანის ტიპის ობსტრუქციულ რეზექციას
👉 შეიტყვეთ მეტი ნაწლავთა გაუვალობის სახეებზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#გაუვალობა #შეკრულობა #გაუვალობისსახეები #ნაღველკენჭოვანინაწლავურიგაუვალობა #სიმსივნურინაწლავურიგაუვალობა #ინვაგინაცია #შეხორცებადინაწლავურიგაუვალობა #გაუვალობისსიმპტომები #გაუვალობისნიშნები #მუცლისტკივილი #ღებინება #სისხლიანიგანავალი #ნაღველკენჭოვანიდაავადება #გასტროენტერიტი #მენჯისოპერაცია #მუცლისღრუსოპერაცია #ჰიპოთირეოზი #სისტემურიინფექციები #ნაწლავისობსტრუქცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.