ნაწლავთა გაუვალობა (intestinal obstruction) – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების სრული შეუძლებლობით, ნაწლავის ამა თუ იმ უბანზე განვითარებული წინააღმდეგობის გამო.
განასხვავებენ დინამიკურ და მექანიკურ გაუვალობას. დინამიკური გაუვალობა შესაძლებელია იყოს სპასტიკური (იშვიათად) და პარალიზური.
პარალიზური გაუვალობა განპირობებულია ტოქსიკური, ნეირორეფლექტორული, ნეიროტოქსიკური ზემოქმედებებით, შრატში ელექტროლიტების შემცველობის ცვლილებებით ან სისხლმიმოქცევის დაქვეითებით ნაწლავის კედელში. ინფექციურ-ტოქსიკური მიზეზებია: პერიტონიტი, პნევმონია, ურემია, აციდოზი, შაქრიანი დიაბეტი, პორფირინული დაავადება და მორფით მოწამლვა.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა შესაძლოა გამოიწვიონ რეფლექტორულმა ფაქტორებმა: ოპერაციის შემდგომი სტრესი, ნაღვლის ან თირკმლის კოლიკა, პანკრეატიტი, საკვერცხის გადაგრეხა, მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეუმის ორგანოების ტრავმა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
ნეიროგენული მიზეზებია: ზურგის ტვინის ტაბესი, სირინგომიელია, სარტყლისებრი ლიქენი, ზურგის ტვინის ტრავმა.
ნაწლავის მიოგენური პარეზი შედეგია ავიტამინოზის, ჰიპოპროტეინემიიის, ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის, პორტული ჰიპერტენზიის დროს ნაწლავის კედელში სისხლმიმოქცევის მოშლის, ასევე გულის უკმარისობის, ჯორჯლის სისხლძარღვთა თრომბოზისა და ემბოლიის.
გაურკვეველი გენეზის განსაკუთრებული ფორმა აზიანებს კოლინჯს და მას ეწოდება ფსევდოობსტრუქცია.
სიმპტომები, მიმდინარეობა
აღინიშნება მუდმივი ყრუ ტკივილი მუცელში, პერიოდული შეტევებით, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა; ენა მშრალია, ნადებიანი, მუცელი შედარებით რბილია, პალპაციით ვლინდება მუცლის კედლის მტკივნეულობა, პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომების გარეშე.
სუსტად გამოხატული შჩოტკინის სიმპტომი განპირობებულია ნაწლავის მარყუჟების მკვეთრი გაბერვით (ფსევდოპერიტონიზმი).
აუსკულტაციით – ნაწლავის ხმიანობის სრული არარსებობა, კარგად ტარდება გულის ტონები და სუნთქვის ხმები. რენტგენოლოგიური გამოკვლევით – პნევმატოზი და მრავლობითი წვრილი და მსხვილი ნაწლავური დონეები.
დამახასიათებელია ოლიგურია, სისხლში – ლეიკოციტოზი. ნაწლავთა მოქმედების სტიმულაციისას ეფექტი არ აღინიშნება.
მკურნალობა
ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა ყოველთვის არის მეორადი დაავადება. აუცილებელია საწყისი მიზეზის ლიკვიდაცია – ინფექციის კერის ამოკვეთა (აპენდექტომია, პერფორირებული წყლულის გაკერვა და სხვ.).
რეფლექტორული და ტოქსიკური გაუვალობის დროს თავდაპირველად ხდება გაღიზიანების წყაროების ლიკვიდაცია კონსერვატიული გზით, ანუ მედიკამენტოზური ბლოკადა.
შედეგში – ნაწლავების მოქმედების სტიმულაცია; აუცილებელია კუჭის ზონდის შეყვანა კუჭის, ან ნაწლავის შიგთავსის ასპირაციისათვის.
თუკი აღწერილი ღონისძიებები ეფექტს არ იძლევა, ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია – ლაპარატომია მთლიანი წვრილი ნაწლავის ნაზოგასტრალური ინტუბაცია და მოშლილი ნივთიერებათა ცვლის შემდგომი კორექცია.
პროგნოზი
დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.
ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა
შეიძლება იყოს ობტურაციული და სტრანგულაციური. ობტურაციული გაუვალობის დროს ადგილი აქვს ნაწლავის სანათურის გაჭყლეტას, ნაწლავის ჯორჯლისა და მისი სისხლძარღვების კომპრესიის გარეშე, რაც შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნემ, განავლოვანმა კენჭებმა და სხვ..
სტრანგულაციური გაუვალობის დროს, გარდა ნაწლავის სანათურების გაჭყლეტისა, ადგილი აქვს ჯორჯალის სისხლძარღვების კომპრესიას, რაც განაპირობებს სისხლმიმოქცევის დარღვევას, შემდეგში კი ნაწლავის კედლის ნეკროზსა და პერიტონიტის განვითარებას.
სტრანგულაციური გაუვალობის დროს გამოხატულია ტკივილის სინდრომი, რომელსაც აქვს მუდმივი ხასიათი პერიოდული შეტევებით. სტრანგულაციის ტიპიური მაგალითია – ნაწლავის გაჭყლეტა თიაქრის ჩაჭედვის დროს.
შერეული ხასიათის ნაწლავთა გაუვალობა წარმოიქმნება ნაწლავის ინვაგინაციის დროს.
შეხორცებადი ნაწლავური გაუვალობა
შეიძლება იყოს როგორც ობტურაციული, ასევე სტრანგულაციური. განასხვავებენ მაღალ და დაბალ ნაწლავურ გაუვალობას.
სიმპტომები, მიმდინარეობა
მაღალი გაუვალობის დროს კლინიკურ სურათში პრევალირებს ღებინება, შეჩერებული შიგთავსით; დაავადების პირველ საათებში შესაძლებელია თავისთავადი დეფეკაცია, გაზების გამოდენა.
მასიური ღებინება იწვევს მნიშვნელოვან წყალ-ელექტროლიტურ დარღვევებს, რაც ზოგჯერ შესაძლოა გახდეს ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი.
დაბალი გაუვალობის დროს პირველი სიმპტომია დეფეკაციისა და გაზების გამოდევნების არარსებობა.
ბოყინი და ღებინება შეგუბებითი შიგთავსით ვლინდება მხოლოდ დაავადების მე-3-4 დღეზე.
გაუვალობის დროს ნაწლავის კედლის ნეკროზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს, როგორც უშუალოდ სისხლმიმოქცევის დარღვევით სტრანგულაციის დროს, ასევე ნაწლავის კედელში სისხლმიმოქცევის დაქვეითებით სანათურის შიგა წნევის მომატების შედეგად.
ნაწლავის სანათურში წნევის მომატებისას 60 სმ. წყ. სვ – ზე ზევით მთლიანად წყდება სისხლმიმოქცევა ლორწქვეშა სისხლძარღვოვან წნულებში და ვითარდება ნაწლავის ნეკროზი.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის მონეცემებით, ასევე ობიექტური გამოკვლევისა და რენტგენოლოგიური მონაცემების მიხედვით.
რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა
დაავადების დაწყებიდან 6 საათის შემდეგ ვლინდება ნაწლავური გაუვალობის რენტგენოლოგიური ნიშნები. წვრილი ნაწლავის პნევმატოზი წარმოადგენს საწყისს სიმპტომს; ნორმაში აირი შესაძლოა იყოს მხოლოდ კოლინჯში.
შემდგომში ნაწლავში ვლინდება სითხის დონეები (,,კლოიბერის ფიალები”).
როდესაც სითხეთა დონეები ლოკალიზებულია მხოლოდ მარცხენა ნეკნქვეშა არეში, ლაპარაკობენ მაღალ გაუვალობაზე.
საჭიროა განვასხვავოთ წვრილი და მსხვილნაწლავური დონეები. წვრილნაწლავური დონეების დროს ვერტიკალური ზომები პლევალირებს ჰორიზონტალურზე, ჩანს ლორწოვანი ნახევარმთვარისებური ნაოჭები; მსხვილ ნაწლავებში ჰორიზონტალური დონეების ზომები პრევალირებს ვერტიკალურზე, აღინიშნება გაუსტრაცია.
ნაწლავური გაუვალობის დროს რეტგენოკონტრასტული გამოკვლევები ბარიუმის შეყვანით არამიზანშეწონილია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ნაწლავის შევიწროებული სეგმენტის სრულ ობსტრუქციას.
წყალში ხსნადი საკონტრასტო ნივთიერებების მიღება გაუვალობის დროს ხელს უწყობს სითხის სეკვესტრაციას; საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა ხდება ნაზოინტენსტინური ზონდით, გამოკვლევის შემდეგ კი ტარდება ასპირაცია;
ეფექტურია ირიგოსკოპია.
კოლონოსკოპია მსხვილნაწლავური გაუვალობის დროს არასასურველია, ვინაიდან იგი იწვევს ჰაერის შეღწევას ნაწლავის მარყუჟში და შესაძლოა ხელი შეუწყოს მის პერფორაციას.
ნაწლავის მექანიკური გაუვალობის მკურნალობა
იწყებენ წინასწარი კონსერვატიული ღონისძიებებით, რომელიც ითვალისწინებს კუჭის შიგთავსის ასპირაციას, სიფონურ ოყნებს, სითხის შეყვანას.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ კრისტალოიდური ხსნარების შეყვანა გაუვალობის დროს ხელს უწყობს სითხის სეკვესტრაციას, ამიტომ აუცილებელია პლაზმის შემცვლელების, ცილოვანი პრეპარატების შეყვანა, შერწყმული კრისტალოიდურებთან.
კონსერვატული მკურნალობის ეფექტურობა განისაზღვრება კლინიკური და რენტგენოლოგიური მონაცემებით. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა.
ნაწლავთა გაუვალობის ოპერაციული მკურნალობის პრინციპები
- მექანიკური წინააღმდეგობის ლიკვიდაცია ან ავლითი გზის შექმნა ნაწლავის შიგთავსის გადასაადგილებლად. წვრილი ნაწლავის გაუვალობის დროს საჭიროა გაუვალობის მიზეზების მოხსნა ნაწლავთაშორისი ანასტომოზის დადებით. მსხვილნაწლავური გაუვალობის დროს აუცილებელია გაუვალობის მიზეზის ლიკვიდაცია; ერთმომენტიანი ნაწლავთაშორისი ანასტომოზების დადება იწვევს ნაკერების გაშლას და პერიტონისტს;
- ნაწლავის ნეკროზული და საეჭვო უბნების ამოკვეთა.
- ნაწლავის დილატაციური უბნის განტვირთვა, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის, ასევე კუნთოვანი გარსის ტონუსისა და პერისტალტიკის აღდგენას ნაწლავის კედელში. განტვირთვა შესაძლებელია ნაზოგასტრული გზით, ასევე გასტრო – ან ცეკოსტომული ინტუბაციით ოპერაციის დროს.
- ოპერაციის წინ აუცილებელია ანტიბიოტიკებით პრემედიკაცია;
- ოპერაციის შემდეგ საჭიროა დეზინოტოქსიკაციური თერაპიის ჩატარება, წყალ-ელექტროლიტური დარღვევების კორექცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ-ევაკუაციური ფუნქციის სტიმულაცია.
ნაწლავთა გაუვალობა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩺 ნაწლავთა გაუვალობა – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების სრული შეუძლებლობით, ნაწლავის ამა თუ იმ უბანზე განვითარებული წინააღმდეგობის გამო
🔎 განარჩევენ:
➡️ დინამიკური გაუვალობა – შესაძლებელია იყოს სპასტიკური (იშვიათად) და პარალიზური;
➡️ მექანიკური გაუვალობა;
📌 პარალიზური გაუვალობა განპირობებულია:
✅ ტოქსიკური ზემოქმედებით;
✅ ნეირორეფლექტორული ზემოქმედებით;
✅ ნეიროტოქსიკური ზემოქმედებებით;
✅ შრატში ელექტროლიტების შემცველობის ცვლილებებით;
✅ სისხლმიმოქცევის დაქვეითებით ნაწლავის კედელში
👉 გაიგეთ მეტი ნაწლავთა გაუვალობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#გაუვალობა #ყაბზობა #ნაწლავთაგაუვალობა #გაუვალობისტიპები #ნაწლავთაგაუვალობისსიმპტომები #ნაწლავთაგაუვალობისმკურნალობა #ყაბზობისგამომწვევიმიზეზები #დინამიკურიგაუვალობა #მექანიკურიგაუვალობა #პარალიზურიგაუვალობა #სპასტიკურიგაუვალობა #ნაწლავთაგაუვალობისმკურნალობა #ჯანსაღიდიეტა #ბევრიწყალი #მედიკამენტები #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.