რა ვნახოთ

უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ვანში მრავალი საინტერესო ადგილის მონახულება შეიძლება. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აქ ნახავთ შუასაუკუნეების ეკლესიებსა და ციხე-სიმაგრეებს, გოგირდის გეიზერებს, კარსტულ მღვიმესა და მშვენიერ ხედებს. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას უდიდესი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ვანის ნაქალაქარი იპყრობს. ეს მასშტაბური არქეოლოგიური ძეგლი საკულტო და საზოგადოებრივი ნაგებობებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ნაქალაქარიდან კარგად მოჩანს ქუთაისი, რიონის დაბლობი, კავკასიონის მთები და ძალიან ლამაზი სანახაობა გვეშლება თვალწინ.

ბუნება

ბზვანის მღვიმე

დიხაშხოს გოგირდის გეიზერები

კულტურული ძეგლები

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

შუამთის წმ. გიორგის ეკლესია

მელოურის ეკლესია

მელოურის ციხე

თამარის ციხე

გორმაღალის ციხე

კურორტები

სულორი

ამაღლება

წყარო: georgiantravelguide

ვანს გაუმარჯოს!
ვანელებს სალამი!