ვანის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვანი. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ვანის ჩრდილოეთ საზღვარს გასდევს მდინარე რიონი, რომლის შენაკადებისც სამდინარო ქსელს ქმნიან რაიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. სამხრეთ ნაწილში კი მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი — წაბლარასწყალი მიედინება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო (2 851 მ). მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებები ქმნის ვანის სამხრეთ მთიან ნაწილს. რაიონის შუა ნაწილს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი მოიცავს, ჩრდილოეთი ნაწილი კი იმერეთის დაბლობს უჭირავს. ვანში გვხვდება მინერალური და თერმული წყლები. მუნიციპალიტეტში 1048 სახის მცენარეა. აქ გვხვდება ფოთლოვანი, წიწვოვანი და სუბალპური პარკული ტყეები, ასევე სუბალპური და ალპური მდელოები, რომლებსაც საძოვრებად იყენებენ.
ვანის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,1 °C, ივლისისა კი – 23,4 °C. თოვლის საფარი დაბლობზე საშუალოდ 10-12 სმ სისქისაა და მისი ხანგრძლივობა წელიწადში 2 კვირას არ აღემატება. მაღალ მთებში თოვლის სისქე 2 მ-ზე მეტია და წელიწადში 3-4 თვე დევს.
წყარო: georgiantravelguide
ვანს გაუმარჯოს!
ვანელებს სალამი!