✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ვიბრატორები
ფერომონები ქალების მოსაზიდად
ფერომონები მამაკაცების მოსაზიდად
ერთხელ, ერთმა ნორჩმა, მაგრამ გამბედავმა გოგონამ გადაწყვიტა გაეგო, თუ რა არის სიყვარული. წავიდა ჯადოქართან, რომელიც ცხოვრობდა მწვანე გორაკზე ღრუბელს იქით. ჯადოქარმა გაიგო რა გოგონას თხოვნა, გაიცინა და უთხრა: ამის გამო მოხვედი ჩემთან? ამისათვის როგორც წესი, უფლისწულებთან მიდიან, რომლებიც საკმაოდ არიან ირგვლივ, ისინი ყველაფერს გასწავლიან.
უფლისწულებთან უკვე ვიყავი, – მოწყენილად მიუგო გოგონამ, – და ეხლა მინდა დავრწმუნდე – სწორად თუ გავიგე, – რა არის სიყვარული.
მაშ, კარგი – უპასუხა ჯადოქარმა, – შევეცადოთ გავერკვიოთ!
შესაძლოა – იგულისხმა გოგონამ, – სიყვარული – არის ის, რასაც მე ვგრძნობ, როდესაც მე რაღაც შეუკავებლად მიზიდავს უფლისწულისკენ, თითქოს მაგაზე უკეთესი არავინ და არასოდეს არ იქნება ჩემს გვერდით?
ეს არის – შეყვარება – უპასუხა ჯადოქარმა თბილი ღიმილით.
შესაძლოა – აგრძელებდა გოგონა, – სიყვარული – არის ის, როდესაც მე ვგრძნობ დიდ ლტოლვას და სურვილს უფლისწულთან ჩახუტებაზე?
ეს არის მგზნებარე სურვილი – უპასუხა ჯადოქარმა.
შეიძლება სიყვარული არის ის, როდესაც მე ვიწყენ მის გამო?
ეს არის ერთგულება (სიყვარული) – უპასუხა ჯადოქარმა, მილულა თვალები, და თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა.
მაშინ რით განსხვავდება სიყვარული შეყვარებისაგან? – შეეკითხა გოგონამ.
შეყვარება -ეს არის უფლისწულისკენ ლტოლვა, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ შენს წარმოსახვაში. სიყვარულის დროს კი შეყვარებულის სახე – რეალურია. – უპასუხა ჯადოქარმა.
რას ნიშნავს „სახე რეალურია, – შეცბა გოგონა.
ჩემო კარგო, შენ გიყვარს „რეალური“ უფლისწული ყველა თავისი ნაკლით! – ამბობდა ჯადოქარი. ამიტომ სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ უფლისწული კარგად გაიცანი, ყველა მისი ჩვევა, ნაკლი და უპირატესობა. ჩვენ გვიყვარს, როდესაც გაგებით ვღებულობთ ნამდვილ ადამიანს!
რით განსხვავდება ლტოლვა სიყვარულისაგან?
სიყვარული წყნარია და ერთგვაროვანი, ზომიერი.
და ამით რა, სიყვარული გამორიცხავს შეყვარებას, მგზნებარე სურვილს და ერთგულებას?
ასეც ხდება, და ამიტომ სიყვარული ძალიან ძნელია გაარჩიო ყველა ამ მოსაზრებებში.
მგონი, მე დავიბენი – მოწყენილად უპასუხა გოგონამ.
ამ დროს კი გორაკთან ჩამოიარა ჯადოქრის ახალგაზრდა მოსწავლემ.
დროულად! – შესძახა ჯადოქარმა – ეხლა ეს ჩვენ ყველაფერს მოგვიყვება და ხატოვნად გვაჩვენებს!
გვაჩვენებს? – შეეკითხა დაბნეულმა გოგონამ.
ჯადოქარმა წყნარად დაუძახა მოწაფეს, ყურში ჩასჩურჩულა, და მოსწყდა იქაურობას. მოსწავლე წყნარად მიუახლოვდა გოგონას და დაიწყო:
სიყვარული ეს არის გაგება და მიღება(приятие) ! – ეს არის სიღრმისეული ერთობის სუფთა, დახვეწილი განცდა. ყოველგვარი ალქიმიური ნარევების გარეშე, სიყვარული აბსოლუტურად იდენტურია, როგორც უფლისწულთან ურთიერთობებში, ასევე მეგობრების -მეგობრობაზე. სიყვარული რომანტიკული ხდება, როდესაც ხდება შეყვარების, მგზნებარე სურვილის, და ერთგულების შეზავება, რომელიც უმატებს სიყვარულს მწვავე შეგრძნებებს! – მეგობრობას შეიძლება თან ახლდეს ერთგულება, მაგრამ ალქიმიური ნარევი მგზნებარე სურვილისა აფუჭებს ამ კომპონენტების ნაკრებს და მეგობრობა თავდება. სიყვარული მჟღავნდება მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ ადამიანის შინაგან ტერიტორიაში ისე, რომ არ შეგვეშინდეს იმ სახეების, რომლებსაც იქ ვნახავთ ან დავინახავთ.
მოიცადეთ! – შესძახა გოგონამ ამ ახალგაზრდა ყმაწვილს.- რა არის ეს შინაგანი ტერიტორია? რაზე საუბრობთ თქვენ?
ეხლავე განახებთ!
სამყარო ამ გოგონას თვალების წინ გაფერმკთალდა და ჩაიკარგა ნაცრისფერ ნილსში, საიდანაც თანდათანობიც დაიწყო გამოჩენა დიდი სასახლის ლანდებმა. ეხლა მასთან გვერდით იდგა ჯადოქარი.
სად ვართ ჩვენ? – შეეკითხა გოგონა.
ჩვენ ვართ ჩემი მოწაფის შინაგან ტერიტორიაზე – უპასუხა ჯადოქარმა.
რას ნიშნავს ეს?
ეხლა კი ეს ნიშნავს, რომ მე ცოცხალ მაგალითზე გაჩვენებ შენ, თუ რა არის სიყვარული.
ასე უცებ? ეს არის ჩემი მოწაფის შინაგანი არტეფაქტების მუზეუმი. ერთგვარად – ეს თვითონ არის.
გოგონა მიუახლოვდა მუზეუმს, დაინახა, რომ მისი კედლები იყო ვიტრინებით სავსე, რომელშიდაც მოჩანდა სხვადასხვა სახეები, რომელიც გამოხატავდა მოსწავლეს გაბრწყინებულად.
ამ ვიტრინებზე ჩემმა მოსწავლემ ჩამოკიდა ექსპონატების რეკლამა, რომლებიც ვითომცდა ინახება მუზეუმში. როგორც წესი, ვიტრინაზე სარეკლამოდ გამოიდება ყველაფერი ლამაზი და საუკეთესო. ის, რომ მუზეუმის ზოგ ნაწილში ჩვენ გველოდება ერთგვარი „საშიშროება“. ამაზე ვიტრინებზე არავინ არ უთითებს. ის რომ იქ არის „შიშის ოთახი“. ამაზე საერთოდ არავინმა იცის. თვის მის პატრონს ეშინია იქ შესვლა, – ამბობდა ჯადოქარი, – მაგრამ მე შემიძლია შენ იქაც შეგიყვანო, თუ გაქვს ამისი სურვილი!
თქვენ ხომ გინდოდათ ჩემთვის სიყვარული გეჩვენებინა?
წავიდეთ, – და ჯადოქარმა შეიყვანა გოგონა მუზეუმში.
პირველ ზედაპირულ ოთახში უკვე იყო განლაგებული სხვადასხვა ექსპონატები და სურათები, მაგრამ უცნაური ამბავი: აქაც ოთახის უმეტესი ნაწილი იყო- გასილული ვიტრინების კოლონები და სარეკლამო პროსპექტები, – რომლებშიც გამოიხატებოდა მოსწავლის სხვადასხვა სახე.
ეს- არის მუზეუმის სხვა ოთახების რეკლამა – ამასთან, ყოველ პროსპექტში ჩვენ გვაგრძნობინებენ, რომ ასე იოლად ამ ოთახებში არავინ შეგვიშვებს. აქ ჩვენ თან უნდა ვქონდეს ადგილობრივი ვალუტის სქელი „პაჩკა“, ანუ ნდობის კარგი კრედიტი. და თუ ეს კრედიტი ჩვენ გვაქვს……….
მაშინ რა? – იკითხა გოგონამ.
მაშინ ჩვენ წავალთ წინ! და ჯადოქარმა წაიყვანა გოგონა მუზეუმის შემდეგ საგამოფენო დარბაზში, სადაც ეკიდა ბევრი სურათი, რომელთა შესახებ არსად არ იყო ნახსენები. ზოგმა სურათმა გოგონა შეაშინა, ზოგმა გააკვირვა. სურათები, როგორც ახსნა ჯადოქარმა, ასახავდნენ სხვადასხვა სიტუაციებს წარმოსახვიდან და მოსწავლის „რეალური“ წარსულიდან.
ჩვენ უნდა ვიყოთ ძალზე ფრთხილად – ჩუმად წარმოთქვა ჯადოქარმა, – იმისათვის რომ არ დავაზიანოთ არასასურველი მოძრაობით ან ფრაზით რომელიმე სათუთი საგანი ამ ფსიქიკური სივრცისა.
სადღაც, ამ დიდი დარბაზის კუთხეში, გოგონამ დაინახა დაჭრილი ცხოველი, ის წყნარად იჯდა უზარმაზარ გალიაში წარწერით „ჩრდილი“.
როდესღაც ეს ცხოველი იყო ნამდვილი მონსტრი – ძალისმოყვარული საშინელი დრაკონი. ის იცავდა ამ დარბაზს, დრო და დრო გამოვარდებოდა ამ ოთახიდან ზედაპირზე, ანადგურებდა ყველა ვიტრინას, გლეჯდა სარეკლამო პროსპექტებს, კბენდა მუზეუმის დამთვალიერებლებს, აკვირვებდა რა ყველას თავისი ვერაგობით. ცოტა იყო, რომ ეს ცხოველი გაშმაგებით იცავდა პირადი სივრცის ტერიტორიას, დროდადრო ის აძლევდა თავს უფლებას, რომ დაუფლებოდა მისი ცნობიერების ზედაპირს; მუზეუმის კედლებზე დღემდე ამჩნევია მისი ფრჩხილების ნაკვალევი. მაგრამ წლებმა ჩემს მოსწავლეს ასწავლა, რომ უკვე აღარ უნდა ეშინოდეს და დაიწყო ამ ოთახში შესვლა, და დაიწყო ბრძოლა მონსტრთან საკუთარი ცნობიერების ტერიტორიის დასაცავად. ეს გრძელდებოდა დიდი ხანი. ბრძოლა არ იძლეობა შედეგს, ის მხოლოდ წვრთნიდა ცხოველს. ის ხდებოდა უფრო ძლიერი და საშიში. ყოველო მომდევნო ბრძოლის შემდეგ ის ვითომ წყნარდებოდა, მაგრამ ისევ იწყებდა და უფრო დიდი სისასტიკით ანადგურებდა ყველაფერს თავის გზაზე. აი მაშინ მოსწავლემ -ამ მუზეუმის პატრონმა გადაწყვიტა ემოქმედა სხვანაირად. ის შეეცადა მოეთვინიერებინა ცხოველი. და მას ეს გამოუვიდა. ხანდახან პატრონს გამოყავდა ის სასეირნოდ დაბმული, აშინებდა რა ყველას, ვინც იყო ახლოს. როდესაც ცხოველი მოთვინიერდა, მოსწავლემ შეძლო არა მარტო თავისუფლად გაესეირნა ამ ცხოველთან ამ ოთახში, არამედ შემოეშვა იქ სხვებიც, როგორც ეხლა.
ამ დროს ნორჩი ჯადოქარი გაჩნდა გალიასთან, ეფერებოდა ცხოველს.
ნუ გეშინია! ის შენ არ შეგეხება! – უთხრა გოგონას და სთხოვა მოახლოებოდა ცხოველს.
აი აქ – ჩემი შავი თანამგზავრი – ნახეთ, როგორი დიდი კბილები აქვს. სისხლი მასზე უკვე შეშრა, ის დიდხანს არ გამოსულა სანადიროდ. ამჟამად – ის აღარ არის ისეთი სისხლმწოვი, როგორც იყო ადრე, მის ზურგს უკან ჩანს ჯერ სულ პატარა, მაგრამ უკვე ოქროს ფრთები. ჩვენ ვიპოვეთ საერთო ენა, და მან გაიგო, რომ ჩემს გარეშე ის ვერ იცოცხლებს. და კიდევ მიხვდა, რომ კარგი პატრონის ქვეშ ნელნელა ხდება მისი გარდასახვა. როდესღაც ის გახდება სამართლიანი ძალისა და სიმამაცის ჯადოსნური ცხოველი, და მაშინ ის შეძლებს ასეირნოს იგი ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე. ზუსტად ამიტომ ის არ მოვკალი, ვიგლეჯდი რა მას და მის სულიერებას ჩემი სხეულიდან ჩემს ნაწილებთან ერთად.
გოგონამ დაათვალიერა ოთახი, და შეაჩერა მზერა შემდეგი ოთახის გასასვლელზე, საიდანაც გამოდიოდა ნათელი შუქი.
ამ ოთახში მე ვინახავ კრისტალურ სფეროებს, – ამბობდა მოსწავლე – ისინი ძალზე ნაზი არიან, ამიტომ მე იქ არავის ვუშვებ. ისინი გასაოცრად ლამაზები არიან: მათში გადის ხმა და სინათლე, რომელიც ბადებს სფეროების ჰარმონიულ მუსიკასა და განცხრომის ფერად ღრუბლებს. ამ სფეროებში უკვე იწყება სიყვარულის არსის გამოხატვა, როგორც განცდისა. აი აქ მე ვიწყებ გათქვეფას. თავიდან მე არ შემეძლო ფეხის გადადგმაც ამ ოთახში, რადგან მას იცავს სინდისის მკავრი დარაჯი. ისინი ცხოველთან ერთგვარ გარიგებაში არიან, ზოგჯერ მე მეჩვენება, რომ ისინი „ერთი“ არიან. ყველაფერი ის, რაც მე გავაკეთე მუზეუმის წინა ოთახებში, დასტოვა ჩემში ნალექი. და ოთახის შესასვლელთან, სინდისის დარაჯმა დაიწყო ამ ნალექის გამოწვა დანაშაულის გრძნობისა და სირცხვილის საშინელი ცეცხლით. ეს იყო აუტანელი. მაგრამ სფეროები იმდენად ლამაზი არიან, რომ ვითმენდი. ერთხელ, როდესაც მე დავიწყე ფრთხილი ნაბიჯები ამ ოთახში, მე გადავწყვიტე მეჩვენებინა ის ჩემი მეგობრისთვის – ნორჩი ჯადოქრისთვის. შიში იყო ძალიან ძლიერი, ის გაიქცა, გატეხა რა ერთ-ერთი ჩემი ფერადი სფერო. ამიტომ ჯერ-ჯერობით მე არ ვუშვებ იქ ისეთებს, ვისაც აქვთ თავისი გზის „ნალექი“, რადგან მათი სირცხვილი იქვე იცვლება გაღიზიანებად, რომელთაც მართავს მათი ცხოველი წინა ოთახიდან.
სფეროების ოთახიდან არის გასასვლელი? – დაინტერესდა გოგონა.
დიახ, არის – ინდივიდუალურობის სივრცის ბოლო კარები – უპასუხა ნორჩმა ჯადოქარმა.
იმის იქეთ რა არის? – შეეკითხა გოგონა.
მის იქეთ, ანუ ინდივიდუალიზმის საზღვრებს იქეთ არის პარადოქსალური „ოთახი“, რომელშიდაც მივყავართ ამ ქვეყნიერების ყველა არსების უკანასკნელ კარებებს.
და იქ რა არის? რა არის იმ ოთახში?
ჩვენი სულის ფსიქიკური ბრილიანტი.
იმისათვის, რომ გავუგოთ და მივიღოთ სხვა, – დაიწყო ჯადოქარმა, – ჩვენ უნდა ვისწავლოთ, გავუგოთ და მივიღოთ ჩვენი საკუთარი თავი. სხვანაირად, ჩვენ ვიქნებით მიდრეკილნი შეყვარებაზე, მაგრამ არა სიყვარულზე, სხვანაირად ურთიერთობებში ჩვენ დავრჩებით როგორც ბავშვები, ლამაზი მელოდრამების დონეზე, მაგრამ მაინც არ ვიქნებით ღია და ვერ გავიხსნებით ნადვილი სიახლოვისთვის სიღმრისეულ დონეზე. სიყვარული ჩნდება იქ, სადაც ორი ადამიანი მიდიან შეხვედრაზე, და უღებენ ერთმანეთს კარებებს, რომლებსაც მივყავართ მათი არსების თვით გულში – სულის ბრილიანტთან. რაც უფრო მეტად იხსნება ადამიანი, მით უფრო შორს მივდივართ მის შინაგან ტერიტორიაში, მით უფრო თხელია ის წახნაგები, მით უფრო დახვეწილად უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რათა არ დავარღვიოთ რაიმე, და არ გავცეთ ეს ნდობა. სიყვარული ეს არის გზა საკუთარი თავის შეცნობისა სხვაში და სხვისა შენში. სიყვარული ეს არის ცხოვრების აღქმა, ერთიან განუყოფელ „ოთახში“ ჩვენი გონების ინდივიდუალური სივრცის ბოლო კარის შემდეგ.
მადლობთ, – უპასუხა გოგონამ, – ეხლა მე გავიგე. მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ. http://progressman.ru/2011/03/tale/
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“