სხვადასხვა აზრი სექსის შესახებ

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

სამწუხაროდ, მრავალი ქალი განიცდის ისეთი სიხშირის სქესობრივი აქტისადმი ზიზღს, რომელიც აუცილებელია ყველაზე ზომიერი მეუღლისთვისაც კი. ასეთ დროს მამაკაცს უჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ხოლო ქალს ქმრის დაკარგვის საშიშროება ელის.
მრავალი ქალი ვერ აცნობიერებს ამას იმ მომენტამდე, სანამ რეალური საშიშროება არ შეიქმნება. ამიტომ უკეთესი იქნება თუ ქმარი ეცდება ქალის ამ ჩვევისა და გამოვლინების გადალახვას. სწორედ მამაკაცია პასუხისმგებელი ამ ნაკლის გამოსწორებისათვის, რამდენადაც ცოლს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ ქმრის სქესობრივი ქცევა არ იწვევს ქალში ზიზღს და არ არის რაიმე სერიოზული შეუსაბამობა, მაშინ ხდება შემდეგი:

  • ქალი ვერ განიცდის ორგაზმს.
  • ქალი ვერ იღებს კმაყოფილებას სქესობრივი კავშირის დროს.
  • სქესობრივი აქტი ქალს აყენებს ტკივილს.
  • – ქმარმა მის თვალში დაკარგა მომხიბლველობა.
  • ქალი ეჭვიანობს ქმარზე.
  • – ქორწინების შემდეგ ქალმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა, რაც დაკავშირებული იყო სქესობრივ აქტთან.
  • – არის მიზეზები, რაც ქალის ქორწინებამდე ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.

თუ მამაკაცი ცოლის ერთგულია და უყვარს იგი, მაშინ არც ტკივილი იქნება და ამით გამოირიცხება სამი მიზეზი. უნდა ითქვას, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ერთგული ცოლები არიან, მაგრამ სქესობრივი კავშირის არავითარ სურვილს არ განიცდიან. ისინი სრულიად ფრიგიდულები არიან, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან მათი ქმრები.
ასეთ ქალებს სხვა გრძნობები აქვთ მამაკაცის მიმართ. მაგალითად, პატივისცემა, აღტაცება და სხვა ემოციები, გარდა სექსუალურისა. თუ ქალს კიდევ უყვარს ქმარი, მას რჩება ფრიგიდულობის ზოგადი მიზეზები. ისინი შეიძლება ასეთი იყოს, თუ ქმარმა იცის, რომ ცოლი ნორმალურად რეაგირებდა სასიყვარულო ურთიერთობებზე, ქალისათვის მომხიბლველი იყო და მის ალერსს ქალი გულგრილად ვერ ხვდებოდა, ნათელი ხდება, რომ ის ფრიგიდული არ ყოფილა. სხვანაირად შეიძლება ეჭვი შეგვეტანა მის ხელოვნურ თამაშში, რაც ნაკლებსარწმუნოა, რადგან ქალს არ შეუძლია ყალბი ვნებათაღელვის ხანგრძლივად წარმოსახვა. ისიც ნათელია, რომ რადგან ქალი კაცს გაჰყვა ცოლად, ის მისთვის ფიზიკურადაც მომხიბლველი იყო.

აქედან გამომდინარე, ფრიგიდულობის წარმომშობი მიზეზი შეიძლება იყოს ან წარუმატებელი სქესობრივი კავშირები ან ქორწინებამდე არსებული გართულებები, კერძოდ რა, ეს ქმარმა უნდა გამოიკვლიოს. ფსიქიატრის პირველი ნაბიჯი, რაც მიმართულია ამა თუ იმ ფობიის (ფობია – შიშის აკვიატებული მდგომარეობა) აღმოსაფხვრელად, უნდა გადაიდგას მისი წარმოშობის მიზეზების კვლევისაკენ. ფსიქიატრმა უნდა შეძლოს პაციენტის ნდობის მოპოვება და ამით მიზანსაც მიაღწევს. სქესობრივ ცხოვრებაში, როგორც სხვა ადამიანურ ურთიერთობებში, აუცილებელია, რომ თითოეული მამაკაცი იყოს კარგი ფსიქოლოგი, რათა განსაზღვროს ქალის სიცივის წარმომშობი მიზეზები. ქმარმა უნდა მოიპოვოს ცოლის ნდობა. ნდობის მოპოვება, რაც დაკავშირებულია სქესობრიც ცხოვრებასთან, ადვილი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ცანს. ეს ამოცანა საკმაოდ რთულია.

ხშირად ხდება, ქმარი ცდილობს დაარწმუნოს ცოლი იმაში, რომ სქესობრივი დაკმაყოფილების ფორმები სრულიად ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მისი ცდები წარუმატებლად მთავრდება. ამ დროს მამაკაცის მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომა გაბრაზებაა. მამაკაცს მიაჩნია, რომ ცოლმა მას როგორც ქმარს, აუცილებლად უნდა გაუგოს და დაუჯეროს. მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთი ქალი არ ენდობა ცარიელ სიტყვებს, მათ საეჭვოდ მიიჩნევს და სექსუალურ საკითხებში ქმრის კომპეტენტურობასა და ცოდნაში დარწმუნებას საჭიროებს. თორემ ისეთი აზრი შეექმნება, რომ ქმარს იგი მიაჩნია მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების იარაღად. ამ აზრის უგულვებელყოფაში დიდ როლს ასრულებს სქესობრივი აქტის პროცესში პარტნიორის ქცევის ბუნებრიობა. ამგვარი ქცევა ქალს არწმუნებს ქმრის ალერსის ნორმალურ ხასიათსა და ჩვეულებრივობაში. საუბედუროდ, როცა ქალი სქესობრივ ურთიერთობაში თავს გარიყულად გრძნობს, მამაკაცთა უმრავლესობა ცდილობს სქესობრივი კავშირის საიდუმლოებები განიხილოს ლოგინში, იქ სადაც ამ თემებზე საუბარს უნდა ვერიდებოდეთ. ქმრები ცდილობენ ძალით, ჩხუბით და შეუპოვრობით გადალახონ სუფთა ფსიქოლოგიური წინააღმდეგობანი. ასეთი უაზრო ქცევა აძლიერებს ქალის უარყოფით დამოკიდებულებას იმისადმი, რასაც ისედაც არასასიამოვნოდ თვლის. მას ეწყება იმ მომენტის მიმართ შიში, როცა უნდა დაწვეს ქმართან. ის იგონებს თავის ტკივილს, დაღლილობას, საქმეს და სხვა მიზეზებს, რათა როგორმე შორს გადაიტანოს არასასურველი სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს წვება “ტანჯვის სარეცელზე”, ქმარი ღებულობს სქესობრივ კმაყოფილებას, ხოლო ცოლს სქესობრივი აქტის მიმართ ზიზღი უძლიერდება.

რა თქმა უნდა, მდგომარეობას ერთი ღამის მცდელობა ვერ გამოასწორებს. ქმარი მზად უნდა იყოს ხანგრძლივი დროისა და დიდი ნებისყოფის ხარჯვისათვის, რათა გადალახოს ცოლის ფსიქოლოგიური ბარიერი. თუ კაცი ამას ვერ მოახერხებს, ამის შემდეგ უნდა მიმართოს სათანადი სპეციალისტს ან შეარჩიოს პარტნიორი ქალი, მაგრამ სანამ ხელს აიღებს ბარიერის გადალახვაზე, მამაკაცმა უნდა სცადოს პრობლემის გადაჭრა. თუ ქმარმა იცის, რომ ქორწინებამდე ალერსი მომავალ ცოლში აპათიას არ იწვევდა, ეს საიმედო მომენტია, რადგან მამაკაცთა ყურადღება უნდა მიექციოს ქორწინებისშემდგომი ურთიერთობის ყველა ნიუანსს, რათა გამოარკვიოს სქესობრივი კავშირით გამოწვეული უსიამოვნების მიზეზები. ამის გარეშე მამაკაცი მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. მდგომარეობის გამოსწორების ლოგიკური ცდაა ცოლთან გულახდილი საუბარი იმის შესახებ, სქესობრივი კავშირის თუ რომელი ფაზა იწვევს მასში უარყოფით განცდებს. ქმარი ამ დროს არასასიამოვნო სიტყვების მოსასმენადაც უნდა იყოს მზად, თორემ ცოლი შეუშინდება მის განაწყენებას და გულახდილად ვერ აუხსნის ყველაფერს. მაგალითად, ქმარმა შეიძლება გაიგოს, რომ მას პირიდან სუნი ამოსდის, ან სხეულზეც ცუდი სუნი ასდის, ან აქვს გამაღიზიანებელი თვისებები, ცოლს ტოვებს სქესობრივად დაუკმაყოფილებელს, გაურბის წინასასიყვარულო თამაშს. ასეთი ნაკლი მამაკაცს შეიძლება უამრავი აღმოაჩნდეს. ყოველივე ამის გულახდილად თქმა საჭიროა, რადგან მათი აღმოფხვრა ძნელი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ცოლი ეტყვის, რომ სქესობრივი აქტი მისთვის არასასიამოვნოა, მაშინ კაცისათვის სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მიზეზის გაგების შემდეგ მამაკაცმა მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს მის გასაქრობად. თუ ცოლი მშობლების სქესობრივი ურთიერთობის წარსულით არის ტრამვირებული, მაშინ მან უნდა იხმაროს დიდი ტაქტი და უხეშად არ უნდა მოახვიოს თავზე მეუღლეს სიახლოვის სურვილი. ნელ-ნელა უნდა ჩააგონოს ის აზრები, რაც სქესობრივი ურთიერთობის გზას გაუკვალავს. შესაძლოა, საძინებელ ოთახში სქესობრივი აქტის ჩატარებამდე თავის არიდებაც, რათა უსიამოვნო მოგონებებმა არ შეიპყროს მეუღლე. უნდა აღინიშნოს, რომ სუსტი და საშუალო ტემპერამენტის მქონე ქალები იშვიათად პასუხობენ სქესობრივი ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვებს. მათ შეუძლიათ დაიწუნონ ქმრის პიჯაკი, ქცევა და სხვა, მაგრამ განუსაზღვრელი მორცხვობა არ აძლევთ საშუალებას გულგახსნით ისაუბრონ იმაზე, რაც მიაჩნიათ უდიდეს სირცხვილად.

მამაკაცი უმეტესად ქალზე უფრო ინფორმირებულია სქესობრივი ცხოვრების საკითხებში, თუნდაც შემთხვევით გაგონილით. აქედან გამომდინარე ქალს მიაჩნია, რომ ქმარი უფრო გამოცდილია და მისგან ელოდება პირველ მითითებებს, რაც ეწინააღმდეგება მის იდეალებს და ცხოვრებისეულ ნორმებს. თუკი ქალი აღმოაჩენს, რომ ურთიერთობის ზოგიერთი ელემენტი მის ემოციებს ეწინააღმდეგება, მაშინ იჯერებს, რომ დამნაშავე თვითონაა და არა ამ ურთიერთობის სისტემა, მაშინ იგი ბოლომდე ენდობა ქმარს და ამ სისტემის აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარება. თუ ქალს ქმარი ყველა სხვა ურთიერთობაში კარგად ეწყობა, მაშინ მისი სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის არავითარი მიზეზი არ არსებობს. და თუ მამაკაცი ამას ვერ ახერხებს, მაშასადამე, რაღაც წესრიგში არ არის, მითუმეტეს თუ ის სწორად იქცევა და ცოლსაც უყვარს იგი. ასეთ დროს ათიდან ცხრა შემთხვევაში დამნაშავე ქმარია, თუმცა ამას ვერ გრძნობს სანამ არ ეტყვიან. მართალია, სქესობრივი სურვილები წლების გასვლასთან ერთად კლებულობს, ინტერვალებიც მატულობს, მაგრამ მეუღლეებს ერთმანეთი მაინც იზიდავთ, რა თქმა უნდა თუკი ისინი ეწეოდნენ სწორ, ერთმანეთის დამაკმაყოფილებელ სქესობრივ ცხოვრებას. თუ სქესობრივ მისწრაფებებში მათ შორის ცვლილებები წარმოიშობა, ე. ი. ადრეც არსებობდა რაღაც ბზარი. თუ მეუღლეები ერთად ცხოვრებით იღლებიან და ვეღარ იტანენ ერთმანეთს, მაშინ ვერაფერს გააწყობ და ნორმალური სქესობრივი კავშირიც გამორიცხულია, რადგან მასზე აზრის გამახვილება უკვე შეუძლებელი ხდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობა ხშირად გამოწვეულია ყალბი მორცხვობით. კარგი იქნებოდა საძინებელ ოთახში უხილავი ლოზუნგის გაკვრა: “რაც უნდა კეთდებოდეს ლოგინში, ყველაფერი გამართლებული და სწორია”. თუ მამაკაცი და ქალი შეითვისებენ ამ ლოზუნგს და განახორციელებენ მას, მაშინ მათ შორის არსებული სქესობრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ადამიანის სხეულში არაფერია რაიმე სათაკილო, სათაკილოა მხოლოდ ჩვენი აზრები. მამაკაცის სასქესო ასო წარმოადგენს ისეთივე ორგანოს, როგორც მისი ხელები და ფეხები, ხოლო ქალის მკერდი ისეთივე სათაკილოდ შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მისი საჯდომი. მოსიყვარულე წყვილებისათვის არცერთი ორგანო არ არის უხამსი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აღგზნებისა და აღტაცების გრძნობას იწვევენ, აძლიერებენ პარტნიორთა სქესობრივ მისწრაფებებს. პარტნიორებს უნდა ახსოვდეთ, რომ თითოეულ მათგანს შესაძლოა ჰქონდეს სქესობრივ ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება, რაც წარმოიშობა ადრეულ ასაკში მიღებული შთაბეჭდილებებით ან გაგონილის წარმოსახვით. ამიტომ, როცა რაიმე სქესობრივ სურვილებს ვახორციელებთ, შესაძლოა იგი არანორმალურად და მიუღებლად მოგვეჩვენოს. ეს აფერხებს ჩვენი სურვილების ახდენას. ასეთ შემთხვევაში პარტნიორებს მხოლოდ ჩვეულებრივი სქესობრივი კავშირი ექნებათ და ალერსში რაიმე ახალი ინიციატივის გამოჩენა შეაშინებთ, ვაითუ პარტნიორი ვერ გამიგებს და მეტიც, დაგმობს ჩემს საქციელსო. შეუძლია თუ არა ქალს ასეთი ინიციატივის გამოჩენა? ეს საჭიროცაა, თუ კი მამაკაცს თვითონ ვერ გადაუწყვეტია. ასეთ შემთხვევაში ქალის ინიციატივა დაემთხვევა მამაკაცის იდუმალ ზრახვებს და ეს სასიკეთოა. ხოლო თუკი ასეთ ინიციატივას მამაკაცი აიღებს, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში ქალი მიიღებს მას, როგორც ყველა მამაკაცის ჩვეულებრივ ტენდენციას და არა როგორც ქმრის განსაკუთრებული თვისებების გამოვლენას.
რაც შეეხება განმეორებით ქორწინებებს, არსებობს საშიშროება, რომ პარტნიორები სქესობრივი კავშირით გულგატეხილნი დარჩნენ, რადგან შესაძლოა ერთი მათგანი აღმოჩნდეს უფრო ვნებიანი, ხოლო მეორე უფრო პასიური. ასეთ დროს აუცილებელია ქალის სქესობრივი უნარის განვითარება. ვნებიანი ქალი განმეორებითი ქორწინებისას შესაძლოა წააწყდეს სერიოზულ პრობლემას თუ მეორე ქმარი არ პასუხობს მის სქესობრივ მოთხოვნილებებს. მამაკაცის მდგომარეობა ამ დროს უფრო იოლია, რადგან მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის ქალთან დაიკმაყოფილოს სურვილი და მხოლოდ მიღებული სიამოვნების დონე შეაწუხებს. ამ მიმოხილვას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ უმჯობესია არც ქალს და არც კაცს საერთოდ არ ჰქონდეთ სქესობრივი კავშირის გამოცდილება. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ მაშინ თითოეული მათგანი ერთმანეთის ალერსით უფრო დატკბება, რადგან არ ეცოდინებათ, რომ უფრო მომხიბლველი პარტნიორებიც არსებობენ. ასეთი დასკვნა ძირშივე მცდარია, რადგან მამაკაცის სქესობრივი გაუნათლებლობა არ მისცემს საშუალებას მას სწორად მოეპყროს ცოლს, თუ ქალის ემოციური დონე ძალიან მაღალია. ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ პარტნიორთა სქესობრივი შეუსაბამობა.

ყველაზე სასურველი სიტუაციაა, თუ სქესობრივ კავშირში მონაწილეობს კარგად მომზადებული მამაკაცი, რომელსაც უნარი აქვს დააკმაყოფილოს ნებისმიერი ტემპერამენტის ქალი და ხელეწიფება შესაძლებლობის ფარგლებში განავითაროს მისი ტემპერამენტი. ასეთმა მამაკაცმა იცის, რომ მაღალი სექსუალური მომხიბლველობა, რაც დასაწყისში ასე იზიდავს ადამიანებს ერთმანეთისაკენ, არ არის მუდმივი, იგი ჩამორჩება პარტნიორთა შესაბამისობის გრძნობას. მან ასევე იცის, რომ როცა ფიზიკური სურვილი იწყებს ქრობას, ამ დროს უნდა არსებობდეს რაღაც მნიშვნელოვანი, რომელიც შეავსებს წარმოქმნილ სიცარიელეს. ეს არის სულიერი სიახლოვე, რომელიც უნდა იყოს სექსუალური სიახლოვის მუდმივი თანამგზავრი. ბუნებრივია, რომ ქალი თავის მხრივ, უნდა ცდილობდეს მამაკაცის სულიერი და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და უნდა ზრუნავდეს მისი სიამოვნებისათვის. ოჯახურ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა სქესობრივი ცხოვრება მოუხერხებელია, ან შეუძლებელია, მაგალითად, მენსტრუაციის დროს და ა. შ. ცოლს უნდა ესმოდეს, რომ ეს ინტერვალები ქმრისათვის ძნელი ასატანია და ზოგჯერ ქალის ნაზი ხელებითა და ტუჩებით მოფერებამ შეიძლება ქმარს სრული სიმშვიდე მოუტანოს და ვნებები დაუცხროს. მრავალი მამაკაცი იძულებულია ასეთი პერიოდების დროს თავი შეიკავოს და თავისი განცდები დაფაროს. ქალს შეუძლია ქმრის დაკმაყოფილების ინიციატივა ხელში აიღოს. ეს ქმარში გამოიწვევს ღრმა მადლიერების გრძნობას. მზრუნველი და აზრიანი ცოლი ყოველგვარი ყალბი მორცხვობისაგან დამოუკიდებლად ეძებს და პოულობს ქმრის დაკმაყოფილების სხვადასხვა საშუალებებს. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ქალს მამაკაცის სასქესო ასოზე ალერსით გამოწვეული აღგზნების დაცხრომისათვის ყოველთვის ეკისრება პასუხისმგებლობის ნაწილი. ქალი, რომელიც პასიურად წევს და აუცილებელი მოვალეობები ზედმეტ ტვირთად მიაჩნია, ისეთივე დამნაშავეა, როგორც მამაკაცი, რომელიც ვერ ახერხებს ქალის აღგზნებას, მაშინ ის ეძებს მას გარეთ, სხვა ქალთან. მამაკაცი, როგორც წესი, თავისი გრძნობების გამჟღავნებაში პირდაპირხაზოვანია. როცა ის ხელებით ეფერება მეუღლეს, მაშინვე ხდება ცოლისათვის გასაგები მისი სურვილები. ხოლო, რაც შეეხება ქალებს, ცოტა მათგანი თუ ეფერება ქმრის სასქესო ასოს თავისი სქესობრივი სურვილის ნიშნად, თუმცა თვითონ სიამოვნებით იღებენ მამაკაცის ალერსს. როცა ქალი ამ სახით ეალერსება ქმარს, ამით იქმნება სქესობრივი შეწყობისათვის დიდი საფუძველი, რადგან მჟღავნდება ცოლის ქმართან სიახლოვის სურვილი. ბევრი ახალდაქორწინებული ცდილობს თაფლობისთვის პირველ ღამეებში გამოსცადოს სქესობრივი სიტკბოების ყველა ვარიანტი. გასაგებია ქალის რეაქცია, როცა თაფლობისთვის მეორე ღამესვე ქმარი ცდილობს სქესობრივი კავშირის დამყარებას უკნიდან, რაც სრულიად ახალი რამაა ახალგაზრდა ცოლისათვის. ძნელია ამ დროს ქალის გამტყუნება, თუკი იფიქრებს, რომ მეუღლე ცდილობს გამოიყენოს თავისი გარყვნილი სურვილების დასაკმაყოფილებლად ან ცოლს თვლის ექსპერიმენტის იარაღად, მითუმეტეს, თუ ქალიშვილი სქესობრივ საკითხებში ცუდად ინფორმირებული იყო. არის შემთხვევებიც, როცა ახლადდაქორწინებული გოგონები ცრემლებს ღვრიან და ბრალს დებენ ქმრებს მათ მიმართ უპატივცემულობაში. რა თქმა უნდა გულუბრყვილობაა, მაგრამ მაინც არ აქვს გამართლება ქმრების სიჩქარეს, მალე გამოსცადონ სქესობრივი ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტი. კარგად ინფორმირებულ ქალს ესმის,
რომ პოზების შეცვლა ცოლ-ქმრულ ცხოვრებაშÎ ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს, მაგრამ ცუდად ინფორმირებული ქალიც უნდა მივიდეს ასეთ დასკვნამდე.

ქალი, რომელიც ცდილობს, რომ სქესობრივი აქტი წარიმართოს აუცილებლად სიბნელეში ან საბნის ქვეშ, ზედმეტად მორცხვია. ეს ამჟღავნებს სქესობრივი ცხოვრების საკითხებში მის მოუმწიფებლობას და შეზღუდულობას, რაც ძალიან ცუდია, როგორც მისთვის, ასევე მისი პარტნიორისთვისაც, რადგან სქესობრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან ფაქტორს – მრავალფეროვნების შესაძლებლობას სპობს. შუქზე განხორციელებული სექსი მამაკაცზე ახდენს განსაკუთრებით აღმგზნებ ზემოქმედებას, რადგან იგი ტკბება ცოლის სხეულის სილამაზით. არსებობს ძველი ჭეშმარიტება, რომელიც ამტკიცებს, რომ იდეალური ცოლი უნდა იყოს დედოფალი სტუმრების მიღებისას, მარჯვე მზარეული და მომხიბლველი საწოლში. ეს სიმართლე მოკლებული არ უნდა იყოს. ზოგ მეძავს შეუძლია კაცის უფრო სრულყოფილი დაკმაყოფილება, ვიდრე სათნო და პატიოსან ქალს, რადგან ისინი ოსტატურად ფლობენ სექსის ტექნიკას, იციან მამაკაცის ფსიქოლოგია და არ აქვთ კონსერვატიული ცრურწმენები. მრავალ მამაკაცთან კავშირის შედეგად მათ კარგად ესმით მამაკაცის ბუნება და ყოველ მათგანთან შესაფერისად იქცევიან. ეს მამაკაცთა უმრავლესობას მოსწონს. სიყვარულში ხელფეხგახსნილი ქალი ინტელიგენტ ქმართან ისე მოიქცევა, როგორც ეკადრება ნამდვილ ქალს. ამით ის თვითონაც მეტად დატკბება და ამავე დროს მეტ სიამოვნებას მიანიჭებს ქმარსაც. საწოლში რაც უნდა გააკეთოს, ამაში არაფერია ზებუნებრივი და ისეთი, რაც მანამდე არ გაუკეთებიათ ამგვარივე სიტუაციაში მთელი მსოფლიოს ქალებს და იგი გამონაკლისი არ იქნება მათი რიცხვიდან. გასაგებია, ქალები, რომელთაც ორგაზმი არ განუცდიათ, რატომ არიან სქესობრივი ცხოვრების მიმართ გულგრილნი. პასიურობა მათთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ზოგი ქალი ამას ქალის სიცივეს მიაწერს, მაგრამ დამნაშავენი თავად მამაკაცები არიან, რადგან ვერ შეუგნიათ, რომ მათი ცოლები ფიზიკურ სიამოვნებას ვერ იღებენ და სქესობრივი აქტი სხეულების უხამს ხახუნად მიაჩნიათ.
ასეთი ქალი რომ კარგად ინფორმირებული იყოს, მაშინ სქესობრივი სიამოვნების არარსებობას ან გულგატეხილობას არ შეურიგდებოდა და სანამ ფსიქოლოგიური ბარიერები განმტკიცდებოდეს ქმარს დროზე მოელაპარაკებოდა. ამ დროს ქმრისაგან საჭიროა მოთმინება, ტაქტი და შეუპოვრობა. თუ საკუთარი ძალებით წინააღმდეგობას ვერ გადალახავს, ამის შემდეგ უნდა მიმართოს ფსიქიატრს, რომელმაც შესაძლოა ჰიპნოზით უმკურნალოს ქალს, ხოლო მამაკაცს გაესაუბროს. ამრიგად, როგორც ითქვა, ქალმა გარეგნულად უნდა გამოავლინოს თავისი სქესობრივი სურვილები. თუ ზემოთ ნათქვამმა ვერ დაარწმუნეს იგი, რომ ეს აუცილებელია უშუალოდ ქმრის სასქესო ასოს ალერსით, ან სხვა გზით, თუ არ შეუძლია გადალახოს მორცხვობა, მაშინ შესაძლებელია არა პირდაპირ, არამედ ირიბად სურვილის გამომჟღავნების საშუალებების გაცნობა, ასევე ქმრის საპასუხო რეაქციის გამოწვევა არაპირდაპირი გზით.

ირიბი საშუალებები უნდა გამოიყურებოდეს სრულიად ბუნებრივად, თითქოს შემთხვევით ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგავს ილუზიის შეგრძნებას. მისი არსი შემდეგშია: ცოლს უნდა ესმოდეს, რომ ყველა ნორმალური მამაკაცი აღიგზნება შიშველი ქალის სხეულის დანახვისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ახალ პარტნიორს ეკუთვნის. ამის მიზეზი მათი სქესობრივი ცნობისმოყვარეობა და მრავალფეროვნებისაკენ მისწრაფებაა. ამ აზრს ამტკიცებს სტრიპტიზებისა და ეროტიკული ცეკვების პოპულარობა.

მამაკაციც აღიგზნება ცოლთან ურთიერთობაში, თუ ქალი მარჯვედ იყენებს თავის შესაძლებლობებს. მაგალითად, მომგებიანად ნაჩვენები წინდებიანი ფეხი ნებისმიერი ქმრისათვის მიმზიდველია. ასევე მოკლე ქვედასაცვლის ჩაცმა ისევე აღვივებს ქმრის სურვილებს და სქესობრივ ინტერესს, როგორც ნახევრადშიშველი გოგონები რომელიმე მუსიკალური რევიუდან. ასევე დაუდევრად გახსნილი საკინძე, რაც წარმოაჩენს ქალის მკერდის სილამაზეს, სრულიად შიშველ ქალზე მეტად აღაგზნებს მამაკაცს. ამრიგად, სხეულის ვითომდა შემთხვევით ჩვენება უფრო მაცდუნებელია, ვიდრე სრული სიშიშვლე. საგულისხმოა, რომ სქესობრივი ცხოვრება მოიცავს მრავალ დიდსა და პატარა შემთხვევითობებს, ფაქტორებსა და თვისებებს. მაგალითად, სუნამოს გამოყენება, კარგად შერჩეული აზღუდი (ბუსჰალტერი), შემოჭერილი წინდა, ღამის პერანგი თუ ფეხსაცმელი, რაც ფეხს ალამაზებს, პომადა და სხვა, უფრო სასურველ ქალებად ხდიან მათ და ხშირი სქესობრივი აქტისადმი იზიდავენ ქმრებს. აუცილებელია სქესობრივი მომხიბლველობის დაცვა და გაფრთხილება. ეს ისევე აუცილებელია, როგორც ლამაზი ფიგურის შენარჩუნებისათვის ზრუნვა. სქესობრივი მიმზიდველობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მრავალფეროვნების პრაქტიკაში დანერგვა. მრავალფეროვნებაში მხოლოდ პოზების შეცვლა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება მოქმედების ცვლილებაც დროის, ადგილის და სხვა ფაქტორების მიხედვით, თუნდაც იმავე ბინაში და ოთახში.

ერთფეროვნება

ცოლ-ქმარი, რომელიც სქესობრივ აქტს იმეორებს ერთფეროვნად ერთიდაიგივე საწოლში, ერთი და იგივე დროს დროს, ერთი და იგივე პოზაში, ეს მათი სქესობრივი ურთიერთობისათვის მომაკვდინებელი პრაქტიკაა. ოჯახურ ცხოვრებას თან უნდა ახლდეს ის ჩვეულებებიც, რომელიც წყვილს ქორწინებამდეც ჰქონდა: ქალაქგარეთ გასეირნება, სადაც შეიძლება ბუნების წიაღში ცოლის ალერსი, სასტუმროს ნომერში ღამის გატარება, საღამო, სადაც შეიძლება ცეკვა და ფარულად ცოლის ალერსი და სხვა. ყოველივე ეს არღვევს ცოლ-ქმრული ცხოვრების მონოტონობას, ინარჩუნებს ურთიერთობაში რომანტიკულ განცდებს.

ზედმეტი გულახდილობა

დასასრულს, აღვნიშნავთ რა მოაქვს ზოგიერთ საკითხში ზედმეტ გულახდილობას. ლაპარაკია მეუღლეთა შორის ქორწინებამდელი კავშირების ერთმანეთისადმი გამჟღავნების საკითხზე. უფრო მეტიც, ცოლ-ქმრულ ღალატში გამოტყდომის შესახებ, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. განსაკუთრებით უაზრო და საზიანოა, თუ ცოლი უმჟღავნებს ქმარს ქორწინებამდელ სქესობრივ ურთიერთობებს. ნათქვამია: “როცა არ იცი არ გაწუხებსო”. ამიტომ ქალი ნებაყოფლობით არ უნდა გამოტყდეს ცოდვებში, საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ მამაკაცს შეუძლია აპატიოს ცოლს ქორწინებამდელი კავშირები, ცოლ-ქმრული ღალატიც, მაგრამ არც ერთს არ შეუძლია დაივიწყოს მუდმივი ჯავრი და წყენა, რაც ასეთ გულახდილობას მოსდევს. ეს კი იწვევს ეჭვებს, რაც ნელ-ნელა კლავს სიყვარულს. არც მამაკაცი უნდა გამოუტყდეს ცოლს ქორწინებამდელ კავშირებში, თუმცა ქალი კარგად ხედავს თავისი ახალგაზრდა მეუღლის გამოცდილებას, მაგრამ არასდროს ეკითხება საიდან აქვს იგი. მაგრამ თუ მაინც შეეკითხება ქალი ამის შესახებ, უმჯობესია ქმარმა თეორიულ მომზადებაზე გაამახვილოს ყურადღება. მამაკაცის მიერ ღალატში გამოტყდომას აუცილებლად მივყავართ ქალის სქესობრივ სიცივემდე, რაც გამოწვეულია მისი ეჭვიანობით, როცა ქმარი შინ არ არის. ამ დროს ქალი ძალიან იტანჯება და უბედურია. მამაკაცთა ფსიქოლოგია რამდენადმე განსხვავდება ქალთა ფსიქოლოგიისაგან. ცოლის წარსული სქესობრივი ცხოვრების ცოდნა ქმარში იწვევს მტანჯველ გრძნობებს.

იმ შემთხვევაში თუკი ქალი ქვრივია ან ხელმეორედ არის გათხოვილი, მან აუცილებლად უნდა დაარწმუნოს ქმარი, რომ იგი, როგორც მამაკაცი ძველ ქმარს ჯობს. თუ ფაქტიურად ეს ასე არ არის, ქალის ვალია მამაკაცის აზროვნება და მოქმედება ისე წარმართოს, როგორც თვით ქალს აინტერესებს და ქმრისაგან შექმნას სათანადო პარტნიორი, რა თქმა უნდა შესაძლებლობების პირველ ღამეს.
ამბობენ, რომ ჭკვიან ქალს შეუძლია ქალიშვილობაში დააჯეროს ქმარი თაფლობის პირველ ღამეს. თუ მამაკაცი პირველი სქესობრივი კავშირისას მაინც აღმოაჩენს საწინააღმდეგოს, მაშინ ქალმა მისი შეკითხვების სეტყვას უნდა უპასუხოს მშვიდად და გამოუტყდეს, რომ მოხდა მხოლოდ ერთხელ, დიდი ხნის წინათ. თუ მამაკაცი აღარ დაუსვამს შეკითხვებს, მაშინ ქალმა უნდა ჩათვალოს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ამ თემას მეორედ აღარ შეეხოს. ქალი ქმარს ღალატში არასდროს არ უნდა გამოუტყდეს, რაც უნდა შეგნებული ქმარი ჰყავდეს. მამაკაცი უცილობლად დაეჭვდება ცოლის ერთგულებაში.
ქალი, რომელიც გამოამჟღავნებს ქმრის ღალატს, დიდ სისულელეს ჩადის, მნიშვნელობა არა აქვს რამ აიძულა იგი. თქვენ იტყვით, რომ სიცრუეა, შეიძლება, მაგრამ ოჯახური კეთილდღეობისთვისაა ჩადენილი. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ბავშვები, რომელთა უმანკო სიცოცხლეც პასუხს არ უნდა აგებდეს მშობლების უაზრო მოქმედებებზე.
ბედნიერი და წარმატებული ქორწინება, თუ მას ხელს უწყობს ტყუილი, სჯობს განქორწინებას, რომელიც გამოწვეულია სრული გულახდილობით. მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანებს ან სულელებს სჯერათ, რომ გულახდილობას, რომელიც არყევს ქორწინების სიმტკიცეს, შეუძლია ცოდვათა შემსუბუქება და ოჯახურ ცხოვრებაში ჰარმონიის დამყარება.
 რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”


webსხვადასხვა აზრი სექსის შესახებ
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!