✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე”
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
პენისის ტუმბოები
პროსტატის მასაჟორები
სექსუალური აღგზნებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები კაცებისათვის
აბები სექსუალური აღგზნებისათვის კაცებისათვის
ფერომონები კაცებისათვის ქალების მოსაზიდად
განხილულ თავებში ძირითადი აქცენტი უმთავრესად მიმართულია ქალის შეგრძნებებზე სქესობრივი კავშირის დროს. ეს თავი კი ეძღვნება მამაკაცისათვის აქტუალურ საკითხს – მისი ორგაზმის მართვას.
ეს თავი, რა თქმა უნდა, ქალებისთვისაც დიდ ინტერესს წარმოადგენს, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც სურთ უკეთ შეიცნონ პარტნიორის მისწრაფება და გრძნობები.
იმის ცოდნა, რომ პარტნიორი აკეთებს მისი სიამოვნებისათვის ყველაფერს, იძლევა მეტი გულდაჯერებულობის გრძნობას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან სქესობრივი აქტით დაკმაყოფილების შეგრძნება უნდა იყოს ორმხრივი. ნორმალური სქესობრივი უნარის მქონე მამაკაცი ამ გრძნობას განიცდის წინააღმდეგობის გარეშე.
სქესობრივ ურთიერთობებში ბუნებამ მამაკაცი სამი ნაკლით გააჩინა: ის სწრაფად აღიგზნება, სწრაფად კმაყოფილდება და ასევე სწრაფად კარგავს სქესობრივი ურთიერთობის სურვილს.
იდეალური შემთხვევა იქნებოდა, ასეთი მონაცემები ქალსაც რომ ჰქონოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ ორივე პარტნიორისათვის ამგვარი მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.
მაგალითად, დაკმაყოფილების, ანუ ორგაზმის შემდეგ მამაკაცს ასოს ერექცია უქვეითდება ნელ-ნელა და მას შეუძლია გარკვეულ ხანს კვლავ განაგრძოს სქესობრივი აქტი, რათა მისმა ჩამორჩენილმა პარტნიორმაც მიიღოს კმაყოფილება. სამწუხაროა, რომ მამაკაცი ორგაზმის შემდეგ იღლება, რაც გამოიხატება იმით, რომ არ სურს აქტის გაგრძელება. ეს დამოკიდებულება ბუნებრივია და კონტროლს არ ექვემდებარება. მამაკაცს სურს, ამ მომენტში სიმშვიდე არ დაურღვიონ. ამგვარი ბუნებრივი სირთულე მოითხოვს ხელოვნურ გამოსწორებას. გამოსწორების საშუალებას წარმოადგენს მამაკაცის თვითკონტროლი.
განვიხილოთ თვითკონტროლის რამდენიმე სახე:
მრავალი მამაკაცი თავს არიდებს პრელუდიის მნიშვნელოვან მომენტს და იმედი აქვს, რომ მისი პარტნიორიც სრულიად იზიარებს სქესობრივ მისწრაფებას. ასეთი მამაკაცები საკუთარ თავს კონტროლს არ უწევენ.
მამაკაცთა მეორე ნაწილი პრელუდიას წარმართავს მოზომილად, საკუთარი შეხედულების მიხედვით და თავს არიდებს სქესობრივი აქტისათვის პარტნიორის მომზადებას. ასეთი ტიპის კაცები იგნორირებას უწევენ თვითკონტროლს.
მამაკაცების სხვა ჯგუფი, ჩვეულებრივ წარმართავენ პრელუადიას, რის შემდეგაც იწყებენ სქესობრივ აქტს, რომელიც სწრაფად, ქალის ორგაზმის მიღწევამდე სრულდება. ასეთი მამაკაცები თვითკონტროლს ნაწილობრივ ფლობენ.
მამაკაცთა ერთი ჯგუფი ორგაზმის დაწყებას აყოვნებს, მანამ სანამ ქალი მიიღებდეს სქესობრივ კმაყოფილებას, ანუ ორგაზმს მიაღწევდეს. ასეთ ჯგუფს სრული თვითკონტროლი აქვს. ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც საკუთარი ორგაზმის შემდეგაც აგრძელებენ სქესობრივ აქტს და პარტნიორის დაკმაყოფილებას ცდილობენ.
ბუნებრივია, რომ ამ ჯგუფებში მამაკაცთა სქესობრივი ქცევა მრავალფეროვანია. მაგალითად, არსებობენ მამაკაცები, რომლებთაც შეუძლიათ შეიკავონ ორგაზმი პრელუდიისა და სქესობრივი აქტის დროს, მაგრამ ქალის ორგაზმის დაწყებამდე ამ მდგომარეობას ვერ ინარჩუნებენ.
არიან მამაკაცები, რომელთაც პრელუდიის გარეშეც ყოფნით საკმარისი ძალა სქესობრივი აქტი ქალის სრულ დაკმაყოფილებამდე ჩაატარონ. მაგრამ ყველა ეს ვარიანტი აღწერილ ხუთ სხვადასხვა ვარიანტში შედის. უკიდურეს შემთხვევაში არსებობს ორი მომენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქალის სრულ დაკმაყოფილებას. ამ დროს უნდა იქნეს გამოყენებული ავტომატური კონტროლის მეთოდები. ისინი უზრუნველყოფენ სრულყოფილ სქესობრივ აქტს.
ნორმალური მამაკაცი, რომელიც რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, აკონტროლებს თავის ორგაზმს იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა ის გადამეტებით აღგზნებულია. ხანგრძლივი სქესობრივი აქტის საკითხი რთულია იმდენად, რამდენადაც ქალების ტემპერამენტი ძალზე სხვადასხვანაირია. ზოგი ქალი გვიან აღიგზნება და გვიან აღწევს ორგაზმს. არიან ისეთებიც, რომლებიც ძნელად აღიგზნებიან, მაგრამ სწრაფად ეწყებათ ორგაზმი. მესამენი სწრაფად აღიგზნებიან, მაგრამ ორგაზმი შედარებით გვიან ეწყებათ. ყოველივე ეს ქალის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული.
განვიხილოთ ოთხი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მამაკაცის ორგაზმის დაჩქარებაზე და გაგრძელებაზე. ესენია: გონებრივი, ვიზუალური (თვალთახედვა), შეხების და მოქმედების ფაქტორი. გარკვეულ როლს სმენა და ყნოსვაც თამაშობს. ამიტომ მათ ქვემოთ განვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ვერ გაიცნობიერებს ყოველივეს, მისი გონებრივი მოქმედება სქესობრივი აქტის სტიმულატორს წარმოადგენს. სურვილი ეს აზრის გამოხატულებაა. ყველა მამაკაცმა იცის, რომ ერექციის მიღწევა შესაძლებელია ინტიმური სიტუაციის წარმოსახვით. სქესობრივი აქტის დროს ტვინი რეაგირებს სიამოვნებაზე, რაც გამომდინარეობს პარტნიორის ალერსიდან ან ემოციებისა და შეგრძნებების შეფასებიდან. ამის გამო ტვინის მოქმედება მამაკაცმა არ უნდა წარმართოს საკუთარი აღგზნების მიხედვით, რადგან აზროვნების ასეთი კონცენტრაცია იწვევს ორგაზმის დაჩქარებას. ამის დასამტკიცებლად შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი სქესობრივი აქტის ფორმა, როგორიცაა უმოძრაო სქესობრივი ურთიერთობა. ამ დროს სასქესო ასოს საშოში შესვლის შემდეგ პარტნიორები უმოძრაოდ წვანან, იმყოფებიან გონებრივ ექსტაზში და ერთმანეთი არ მიჰყავთ ორგაზმამდე. აქ არსებობს სიყვარულისათვის ყველაზე სასურველი ფაქტორი: ორივე პარტნიორის სრულყოფილი დაკმაყოფილება ძალების უმცირესი ხარჯვით.
ავტორი დარწმუნებულია გონებრივი სიამოვნების ძალაში, არ გამორიცხავს ორგაზმს, რაც ბუნების მიერ არის დაწესებული კაცობრიობის არსებობის გაგრძელებისათვის.
თუ სქესობრივი აქტი შუქზე მიმდინარეობს ვიზუალური შთაბეჭდილება უეჭველეად მასტიმულირებელ ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ სიბნელეში, რომელშიც სქესობრივი კავშირის უმრავლესობა მიმდინარეობს, ეს ფაქტორი კარგავს თავის მნიშვნელობას.
შეხება გარკვეულად წარმოშობს ვნებას. ქალის ხელს პენისზე მოფერებით შეუძლია გამოიწვიოს მამაკაცის ორგაზმი. მამაკაცის ხელს ქალის სხეულზე მოძრაობისას, ასევე სასქესო ორგანოების ურთიერთკონტაქტს შეუძლიათ ორგაზმის სტიმულირება. ამას უნდა დაემატოს კოცნაც. მითუმეტეს, თუ ქალს ცხელი ტუჩები და კოცნისას აქტიური ენა აქვს. ასევე აჩქარებს ორგაზმს სასქესო ასოს რიტმული მოძრაობა საშოში.
მამაკაცისათვის იმის შეცნობა, რომ მისმა პარტნიორმა მიიღო სრული სქესობრივი კმაყოფილება, სიამაყის გრძნობას და სულიერ სიმშვიდეს იწვევს, რაც ცოლ-ქმრული ბედნიერებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა პირადი ინტერესების დათმობა სქესობრივი აქტის დროს.
განვიხილოთ გონებრივ მოქმედებაზე კონტროლის საკითხი. თუ მამაკაცი ყურადღებას ამახვილებს პარტნიორის სქესობრივი აქტისადმი მოქმედებაზე და დროდადრო აფასებს მის ხარისხს, ის მალე შეამჩნევს, რომ მისი ყურადღება მიქცეულია მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და სიამოვნებაზე, რომელსაც იღებს ამ სიახლოვისაგან. ეს ხდება იმიტომ, რომ ორივე შეგრძნებაზე ერთდროულად კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ თუ მამაკაცი სიამოვნებას მიიღებს ალერსზე ცოლის რეაქციით და გაიზიარებს, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სიამოვნება, მაშინ მიხვდება, რომ მისი საკუთარი აღგზნება უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორისა. ამ მდგომარეობის სწრაფად მიღწევა შეუძლებელია, რადგან შიშველი ქალის მამაკაცის მკლავებში ყოფნის შეგრძნება აუცილებლად იწვევს საწყის აღგზნებას. სწორედ ამ დროს მამაკაცმა საკუთარი ყურადღება უნდა გადართოს პარტნიორის სქესობრივი აქტისათვის მომზადებაზე და მაშინ ეს აღგზნება დაემორჩილება მას.
ვიზუალური შეგრძნების კონტროლი მარტივია. იმ დროსაც კი, როცა სქესობრივი აქტი მიმდინარეობს სინათლეში და მამაკაცი ტკბება შიშველი ქალის ცქერით, მან მზერა სხვა საგნებზე უნდა გადაიტანოს.
შეხება თავისი მნიშვნელობით მეორე ფაქტორია, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს ან შეანელოს ორგაზმი. ალერსში გამოხატული შეხება უფრო აგრესიული და სწრაფია. ჭეშმარიტი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცი, რომელიც სასიყვარულო ალერსის მომენტში ბევრს მოძრაობს, გადამეტებით აღიგზნება. მაშინ, როცა მისი პარტნიორი მხოლოდ ახლა იწყებს აღგზნებას. ამიტომ მამაკაცი პრელუდიის დროს უნდა იყოს საკმაოდ მოდუნებული. უფრო მეტიც, მან უნდა შეაჩეროს ქალის მიერ სასქესო ასოს ალერსი, როგორც კი იგრძნობს სპაზმებს, ან ქავილს, რაც წინ უძღვის ორგაზმს. თუკი მამაკაცი მთლიანად გადართავს საკუთარ ყურადღებას პარტნიორის აღგზნებაზე, მაშინ ქალს შეუძლია სასქესო ასოს ხანგრძლივად ალერსი მამაკაცის ორგაზმის გამოწვევის რისკის გარეშე.
საინტერესოა, რომ ქალების უმრავლესობა იშვიათად ახერხებს სასქესო ასოს ხელით ალერსით ორგაზმის გამოწვევას. ხოლო ხანგრძლივი ცდით ქალი იღლება, ეს მამაკაცში შეშფოთებას იწვევს. ქალებს არა აქვთ ხელით სასქესო ასოს ალერსის ინტუიციური ცოდნა და ზოგჯერ მათი ცდა უშედეგოდ მთავრდება. თუმცა ნებისმიერი გამოუცდელი ქმარიც კი აჩვენებს ცოლს აღგზნების გზას. ამიტომ არის, მამაკაცთა აღგზნების მთავარ საშუალებას სასქესო ასოს ტუჩებითა და ენით ალერსი წარმოადგენს.
ქალმა უნდა გამოამჟღავნოს ქმართან საკუთარი სექსუალური მისწრაფებები და ამის საუკეთესო საშუალებაა ასოს ხელით დელიკატური ალერსი. ალერსი უნდა იყოს ნაზი, რადგან სასქესო ასოს დაბოლოება ისეთივე მგრძნობიარე ნერვებით არის სავსე, როგორც კლიტორი. სავნებოს უხეშ შეხებას მოაქვს ქალის აღგზნების მგრძნობელობის დაკარგვა.
თუ ქალი ვნებიანი ტუჩებით ეფერება მამაკაცს, მას შეუძლია გადატრიალება მოახდინოს პარტნიორის ემოციებში. ასეთ შემთხვევაში მამაკაცმა არ უნდა მიაქციოს ყურადღება ამგვარ ზემოქმედებას. იგი უნდა მიიღოს პარტნიორის ვნებების უგონო გამომჟღავნებად და ყურადღება დაუთმოს კოცნის საკუთარ ტექნიკას. ამ წესით მამაკაცი არა მარტო გააძლიერებს ქალის აღგზნების დონეს, არამედ შეამცირებს საკუთარ ვნებათაღელვასაც.
სექსის უძლიერეს იარაღს წარმოადგენს მამაკაცის ხელები. სწორედ ისინი წარმართავენ პრელუდიის უმეტეს ნაწილს და ჩვეულებრივ, მათი დახმარებით, შეიძლება ქალის ორგაზმის გაგრძელება. ალერსიანი შეხების ხელოვნების მფლობელი მამაკაცი წარმოადგენს ქალისათვის უფრო მისაღებ პარტნიორს, ვიდრე კარგად განვითარებული სასქესო ასოს მქონე მამაკაცი.
თუმცა ქალის სხეულის ხელით ალერსით მამაკაცი პენისის ერექციას აღწევს, ორგაზმი ამ დროს არ ხდება. გამონაკლისს წარმოადგენენ ის მამაკაცები, რომლებიც ორგაზმს მოზარდ ასაკში არასწორად წარმართავდნენ. საერთოდ ქალის სხეულის შეხებისას, განსაკუთრებით მკერდის, თეძოების და სასქესო ორგანოების არეში, თუნდაც ისინი ტანსაცმლით იყოს დაფარული და თან თუ ქალიც ახალისებს აღნიშნულ მოქმედებას, მამაკაცს შეიძლება დაეწყოს ორგაზმი.
გადავიდეთ უშუალოდ სქესობრივ აქტზე, რომელსაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მამაკაცის ორგაზმისათვის.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სქესობრივი აქტისათვის მზადმყოფ ქალს ორგაზმის დასაწყებად 3 წუთი სჭირდება, ხოლო მისი ხანგრძლივობა 4 წუთს შეადგენს, მაშინ ჩვენ მივიღებთ სქესობრივი აქტივობის საერთო 7 წუთს.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მამაკაცს სასქესო ასოს შეუჩერებელი და რიტმული მოძრაობიდან 2-3 წუთის შემდეგ ეწყება ორგაზმი. შეიძლება თუ არა სქესობრივი აქტის გაგრძელება 7 წუთამდე? შეიძლება. თუმცა სქესობრივი აქტის გაგრძელება დამოკიდებულია მამაკაცის მიერ სქესობრივი დაკმაყოფილების გარკვეული დროით შეჩერებაზე. ვიცით, რომ გადიდებული სიჩქარით პენისის რიტმულ მოძრაობას შეუძლია ორგაზმის დაჩქარება. ამიტომ შესაძლებელია სქესობრივი აქტის გაგრძელება სასქესო ასოს მოძრაობის შემცირებით, ზოგჯერ კი ამ მოძრაობის საერთოდ შეჩერებით. მაგრამ ამ მოქმედების გონებრივი წარმოსახვა, იმის შეგნება, რომ იგი ქალს ფლობს, მაინც იწვევს ორგაზმს, მითუმეტეს ორგაზმის პროცესი იმდენად მიმზიდველია, რომ სასქესო ასოს რიტმული მოძრაობის შეჩერებაც დიდ ნებისყოფას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ არც არის სასურველი, რადგან იგი იწვევს ქალის აღგზნების დაქვეითებას. ამის შედეგად ქალი ან საერთოდ ვერ აღწევს ორგაზმს, ან აღწევს საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ და ისიც პარტნიორის მიერ პენისის რიტმული მოძრაობის განახლებით.
ამიტომ სქესობრივი აქტის ქალის სრულ დაკმაყოფილებამდე გაგრძელების პრობლემა გადაწყდეს სამი გზით:
1. მამაკაცმა უნდა აღაგზნოს კლიტორი ხელით ორგაზმის დაწყებამდე, რის შემდეგაც სასქესო ასოს შეიყვანს საშოში და დაიწყებს მის რიტმულ მოძრაობას ქალის ორგაზმამდე.
2. მამაკაცმა სასქესო ასოს მოძრაობის რიტმის შენელებისას უნდა განაგრძოს აღგზნება იმგვარად, რომ ქალის სქესობრივი ექსტაზი არ განელდეს. ამავე დროს მამაკაცმა ყურადღება არ უნდა გაამახვილოს სქესობრივ აქტზე.
3. მამაკაცმა საკუთარი ორგაზმის შემდეგ უნდა აიძულოს თავი სქესობრივი აქტის გასაგრძელებლად, რათა არ შეანელოს სასქესო ასოს მოძრაობის რიტმი, რაც საკმაოდ რთულია.
თვითკონტროლის ფორმების შესახებ ამ თავში უკვე იყო ლაპარაკი. ავტომატური კონტროლი ვუწოდეთ ისეთ გონივრულ მოქმედებას, რომელიც მამაკაცს გამომუშავებული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის გადამეტებით წარიმართება ორივე პარტნიორისათვის.
სქესობრივ ურთიერთობაში დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში აუცილებელია იმავე ქალთან მისი განმეორება, ხოლო სიხშირე დამოკიდებულია პარტნიორთა სურვილზე. ასეთ დროს მამაკაცს თავისი შესაძლებლობის მიმართ რწმენა უმტკიცდება.
ყველა ცოლიანმა მამაკაცმა იცის, რომ დროის რაღაც განსაზღვრულ მონაკვეთში სქესობრივი მისწრაფება დროებით ქრება. ისეთი მიზეზები, როგორიცაა დაღლილობა, დაძაბულობა და ა. შ. აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ ასეთ შემთხვევაში დროდადრო ცოლების მიმართ მისწრაფება არ აქვთ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი აღგზნება შეუძლებელი იყოს. ქალის მიერ მამაკაცი შეიძლება აღიგზნოს მისი დაღლილობის, ნერვიულობის, თუ სიმშვიდისაგან დამოუკიდებლად. ასეთ დროს კოცნა და სხეულით კონტაქტი შეიძლება ნაკლებეფექტური იყოს, მაგრამ მამაკაცის სასქესო ასოს ალერსის შემთხვევაში მას ერექცია აუცილებლად ეწყება და როგორც კი ასო მკვრივი ხდება, მაშინ სქესობრივი აქტის სურვილიც აუცილებლად წარმოიშობა. ეს მოვლენა გვაძლევს უფლებას დავამტკიცოთ, რომ მამაკაცებს არა აქვთ მიზეზი ქალის სასიყვარულო მოწოდების უარყოფისა და სურვილების ჩახშობისა. მამაკაცებში განწყობილების უქონლობა არ ნიშნავს იმას, რომ სქესობრივი აქტი მისი ჯანმრთელობისათვის მავნე ან არასასიამოვნო იქნება.
თუ მამაკაცი მხარს დაუჭერს ცოლის სასიყვარულო მოწოდებას, შეამჩნევს, რომ მისი სქესობრივი უნარიც გაზრდილია და ეს სავსებით გასაგებია. სქესობრივი აქტისადმი სურვილის უქონლობა მამაკაცის გონებრივ ხასიათს ცვლის. ქრება წინასწარი ტკბობის გრძნობა, მასთან ერთად მცირდება გონებრივი წარმოსახვის საშუალებაც. ამრიგად აქტისათვის იმპულსს წარმოადგენს არა გონებრივი წარმოსახვა, არამედ ალერსზე სუფთა ფიზიკური რეაქცია, ხოლო ასეთ შემთხვევაში აღგზნება ნელ-ნელა იზრდება.
ამ დროს მამაკაცის ხელი ეფერება ქალის სხეულს, მაგრამ ეს ალერსი უფრო მექანიკურია და ადამიანის ტვინი ნაკლებ რეაგირებას ახდენს ამაზე. კოცნაც კი კარგავს თავის გემოს და ერექციაც ნელა ვითარდება. უნდა ითქვას, რომ მამაკაცის ამ შეგრძნებებს ქალი ვერ აღიქვამს და თუ იგი მოხერხებულად მოქმედებს ქალის აღგზნება გაიზრდება. როცა ქალი მზად იქნება სასქესო ასოს საშოში მისაღებად, მამაკაცი აღმოაჩენს, რომ მისი აქტიური მოქმედების ხანგრძლივობა იზრდება და სასქესო ასოს რიტმული მოძრაობა ხანგრძლივად შეუძლია შეინარჩუნოს. მამაკაცმა ორგაზმის დაწყება შეიძლება ადვილად გადაიტანოს ქალის სრულ სქესობრივ დაკმაყოფილებამდე. ამ შემთხვევაში თვითკონტროლის დაცვის შესაძლებლობა უფრო ადვილია, ვიდრე ძლიერი აღგზნების დროს. ამ დროს თითქოს მამაკაცი მოქმედებს ავტომატურად, ხოლო კონტროლი ხდება თავისთავად. ყოველივე ამას ხელს უწყობს პოზა “მამაკაცი ქვემოდან”, რადგან ამ პოზაში მცირდება სასქესო ასოს მოძრაობა.
ნებისმიერმა მამაკაცმა იცის, რომ თუ შეხება ძლიერია, ორგაზმის მიღწევა სასქესო ასოს საშოში შეუყვანლადაც კი შეიძლება, მისი საშოს არეში უბრალო მოქმედებით, ქალის მუცელზე ან კიდევ ძუძუებს შორის ხახუნით. ხშირად მამაკაცი ქალის ხელში მყოფ სასქესო ასოს რიტმულ მოძრაობას იწყებს და ამით აღწევს ორგაზმს. ყველა აღწერილ შემთხვევაში მამაკაცი აქტიურ როლს თამაშობს. პოზაში “მამაკაცი ქვემოდან” ქმარი წევს პასიურად, უყურებს პარტნიორის სქესობრივ ექსტაზში მოძრაობის რიტმს და ტკბება ამით. თუ ამას იგი მიჰყავს ძლიერ აღგზნებამდე, შეუძლია ყურადღება გადაიტანოს სხვა საგნებზე. როცა ქალი სრულყოფილ სქესობრივ კმაყოფილებას მიაღწევს, მამაკცს შეუძლია პოზის შეუცვლელად საშოშისასქესო ასო ღრმად შეიყვანოს და რიტმული მაღლა ბიძგით გააგრძელოს აქტი. ეს იმდენად სასიამოვნოა მძაფრი ვნებების მქონე ქალებისათვის, რომ ისისნი ამ ტკბობისაგან აღწევენ ორგაზმს. სამწუხაროდ ზოგიერთი მამაკაცი თავს არიდებს ასეთ პოზას, რაც დასანანია, რადგან ქალის შეგრძნებები ამ დროს უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცისა.
სპირტიანი სასმელები სქესობრივ ცხოვრებასა და მის ნირზე მუდმივ ზემოქმედებას ვერ ახდენენ. ზოგჯერ ისინი აძლიერებნ განცდებს, განსაკუთრებით ქალებში, ხოლო ზოგჯერ აქვეითებენ, რაც დამოკიდებულია სმის რაოდენობაზე და პარტნიორთა განწყობილებაზე. მამაკაცი, რომელმაც ზომიერად მიიღო სასმელი, ხელსაყრელ პირობებში აღმოაჩენს, რომ შეუძლია ჩაატაროს ხარისხიანი სქესობრივი აქტი. უმრავლეს შემთხვევაში ალკოჰოლი ასუსტებს სასქესო ასოს ერექციას, ზოგჯერ ამცირებს მის სიმკვრივეს. ყოველივე ეს საკმაოდ ახანგრძლივებს ორგაზმის დადგომას. თუმცა უნდა ითქვას, რომ მრავალი ქალი სასქესო ასოს ასეთ მდგომარეობას ამჯობინებს. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას ზოგიერთ შემთხვევაში დროებითი დროებითი იმპოტენცია მოაქვს. არაერთ მამაკაცს შეუმჩნევია, რომ ალკოჰოლის გამო ვერ შეუსრულებია ქორწინების პირველ ღამეს თავისი მოვალეობა.
სქესობრივი უნარის გასაძლიერებლად ალკოჰოლის სისტემატიური გამოყენება საშიში და მავნებელია.
საშუალო უნარის მამაკაცისათვის ძნელია ორგაზმის გახანგრძლივება, რადგან იგი სქესობრივ კავშირს ამყარებსა მხოლოდ მაშინ, როცა განიცდის ამის დიდ სურვილს. ეს სურვილი შეიძლება მას გაუჩნდეს მუშაობისას ან დილით. გადის მოლოდინის მრავალი საათი, რაც აძლიერებს სქესობრივ წარმოსახვას. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ორგაზმი იწყება სასიყვარულო უვერტურიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამაში დიდ როლს ასრულებს ცოლ-ქმრის მიერ დაცული სქესობრივი აქტის სიჩქარე.
მაღალხარისხოვანი სქესობრივი ურთიერთობის მიღწევისათვის აუცილებელია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. სქესობრივი აქტი ამ დროს მიმდინარეობს დაუძაბავად, მშვიდად და სიამოვნება მოაქვს. თვითკონტროლის უნარს ავითარებს მამაკაცის მიერ წყვეტილი სქესობრივი კავშირის პრაქტიკა, ესე იგი სასქესო ასოს საშოდან უშუალოდ ორგაზმის წინ გამოღება დაორსულებისაგან ქალის დასაცავად.
მედიკოსთა აზრით ეს საშუალება პარტნიორთა ჯანმრთელობისა და ფსიქიკისათვის მავნებელია. მამაკაცთა უმრავლესობა სქესობრივ კავშირს წყვეტს ქალის ორგაზმამდე და ტოვებს მას აღგზნებულ მდგომარეობაში, რითაც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. წყვეტილი კავშირის გამეორება და მისი მუდმივი პრაქტიკა ქალის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზულად ვნებს. სხვა მხრივ, თუ მამაკაცი იყენებს ქალის დაკმაყოფილების შემდეგ წყვეტილ კავშირს, ეს ქალისათვის მავნებელი არ არის.
წყვეტილი სქესობრივი ურთიერთობა, სქესობრივი სიამოვნების თვალთახედვიდან ძალიან უარყოფითი მოვლენაა. მამაკაცი განიცდის სერიოზულ ფიზიკურ და ნერვიულ დაძაბულობას ცდილობს რა ზუსტად განსაზღვროს თესლის გამოყოფა. ეს აუცილებლად ამცირებს სიამოვნებას და ამასთან ერთად ორგაზმის შემდეგ უჩნდება სულიერი დამცირებისა და სიცარიელის შეგრძნება. წყვეტილი სქესობრივი კავშირის დროს გაადვილებულია თვითკონტროლის შეთვისება, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტის გამიზნულად გახანგრძლივებისათვის.
რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ ერთ გავრცელებულ მოვლენაზე, რომელიც მამაკაცში დიდ შეშფოთებას იწვევს. ლაპარაკია ხანგრძლივად სქესობრივი კავშირის უქონლობის, ან არარეგულარული სქესობრივი ურთიერთობით გამოწვეულ იმპოტენციაზე. ეს მოვლენა გამოიხატება სქესობრივი სურვილის არსებობის მიუხედავად, სასქესო ასოს ერექციის უქონლობაში. ეს ხანდახან ახალ პარტნიორთან პირველი სქესობრივი კავშირისას ხდება, თუმცა შესაძლებელია ოჯახურ ცხოვრებაშიც ჰქონდეს ადგილი. ამ შემთხვევაში ქალის მიერ სასქესო ასოს მოფერებასაც კი არ მოაქვს სასურველი შედეგი და პენისი რბილი და მოდუნებული რჩება.
მრავალი მამაკაცი ასეთ სიტუაციაში სასოწარკვეთილებაში ვარდება. მამაკაცი თვლის, რომ იგი სიჭაბუკის დროინდელი ონანიზმის მსხვერპლია.
ასეთი შეხედულება უნიადაგოა, რადგან ონანიზმს ზოგჯერ მისდევს ოცდახუთი წლის ახალგაზრდაც და ორმოცდაათი წლის მამაკაციც, რომელთა სქესობრივი პოტენციაც საკმაოდ მაღალია. ასეთი მამაკაცის ფსიქიკაზე დომინირებას იწყებს მასში არასრულყოფილების გრძნობა, რაც აირეკლება მთელ მის ცხოვრებაზე.
ხშირად ასეთი სახის იმპოტენცია არ წარმოადგენს ორგანული ცვლილების შედეგს. ეს დამტკიცებულია სამედიცინო გამოკვლევით და მხოლოდ ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მამაკაცი ცდება, როცა თავს იტანჯავსმამაკაცურ თვისებათა დაკარგვის შიშით. შესაფერის ქალთან მუდმივი სქესობრივი კავშირი წარმოადგენს ანომალური მოვლენების წამალს. თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მამაკაცმა უნდა მიმართოს ჰიპნოზოთერაპიის სეანსისათვის ექიმ-ფსიქიატრს, რომელიც მას ჩააგონებს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი ადამიანია. რა თქმა უნდა, ასეთი მამაკაცი რამოდენიმე ხანი თავს უნდა იკავებდეს თვითკონტროლის გამომუშავებისაგან. მისთვის აუცილებელია სქესობრივი აქტის ბუნებრივად ჩატარება და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ უნდა იწყოს თვითკონტროლის ათვისება. ამ მიზნისათვის, ავტორის აზრით, რეკომენდებულია პოზა “მამაკაცი ქვემოდან”. დადებითი შედეგის მიღწევისა და განმტკიცების შემთხვევაში მამაკაცი იძენს ნებისმიერ პოზაში თვითკონტროლის განხორციელების რწმენას. დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ცოლის მოსიყვარულე თითოეული მამაკაცი მკაცრად უნდა ასრულებდეს ზემოთ აღწერილ წესებს, რათა ცოლ-ქმარს შორის ფიზიკური და სულიერი ჰარმონია დამყარდეს. რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“