✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
კეგელის ტრენაჟორი
კეგელი ქალებისათვის
კეგელი მამაკაცებისათვის
კეგელის ვარჯიშები – ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც შემოთავაზებული იყო 1950 წელს გინეკოლოგ არნოლდ კეგელის მიერ; კეგელის ვარჯიშები იმ ქალებისთვისაა, რომლებსაც აქვს მშობიარობის შემდეგ მოშარდვის კონტროლთან სირთულეები; კეგელის ვარჯიშები განკუთვნილია შორისის ერთ-ერთი კუნთის ტრენირებისთვის.
კეგელის ვარჯიშების შედეგად აღინიშნება უნებლიე მოშარვის შეწყვეტა და ამავე დროს სექსუალური ტონუსის მომატება.
კეგელის ვარჯიშები მენჯის კუნთების ვარჯიშთა კომპლექსს წარმოადგენს და შემუშავებულია მე-20 საუკუნის (1894-1981) გინეკოლოგის არნოლდ კეგელის მიერ.
მენჯის კუნთები ყოველდღიურ ცხოვრებაში არააქტიურია და დროთა განმავლობაში ან ნეგატიური ფაქტორების ზეგავლენით კარგავს ელასტიურობას და სუსტდება. მენჯისკუნთების ფუნქციაა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების შეკავება, შესაბამისად მისი ფუნქციის დაქვეითება იწვევს მრავალი დაავადების განვითარებას და ასევე სქესობრივი ცხოვრების გაუარესებას.
კეგელის ვარჯიშების შესრულება რეკომენდირებულია:
- ორსულობისათვის მომზადების მიზნით და მშობიარობის ტკივილების შემსუბუქებისათვის;
- კეგელის ვარჯიშების შესრულება ორსულებში ახდენს იმ კუნთების მოდუნებას, რომლების მშობიარობის პერიოდში ეწინააღმდეგება ბავშვის გამოსვლას;
- შარდისა და განავლის შეუკავებლობის პროფილაქტიკისათვის;
- მშობიარობის შემდეგ ქსოვილების აღდგენისათვის;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაშვების პროფილაქტიკისათვის;
- კეგელის ვარჯიშები ხელს უწყობს სქესობრივი ჯანმრთელობის ხანგრძლივ შენარჩუნებას, ახდენს სასქესო სფეროს ანთებითი პროცესების პროფილაქტიკას, ეწინააღმდეგება დაბერების პროცესს.
კეგელის ვარჯიშების ეფექტური შესრულებისათვის აუცილებელია განვსაზღვროთ სად იმყოფება აღნიშნული კუნთები:
პირველი მეთოდი – მოშარდვის დროს ფეხების განზე გაწევის შემდეგ უნდა ეცადოთ შარდის შეკავებას, ამ დროს მოქმედებაში მოდის სწორედ მენჯის ფუძის კუნთები.
მეორე მეთოდი – თუ პირველი მეთოდის დროს ვერ მოახერხეთ მენჯის ფუძის კუნთების აღმოჩენა გააკეთეთ შემდეგი: მოათავსეთ თითი საშოს ხვრელში და შეეცადეთ მოუჭიროთ მას. ჩვენთის საჭირო კუნთები სწორედ თითის ირგვლივ უნდა შეიკუმშოს, ამასთან არ უნდა მოვიდეს მოქმედებაში დუნდულების, მუცლის ან ზურგის კუნთები.
როგორც კი ისწავლით საჭირო კუნთების განსაზღვრას, გადადით უშუალოდ ვარჯიშებზე.
კეგელის ვარჯიშები – I ვარიანტი
მენჯის კუნთების შეკუმშვისათვის:
ვარჯიში პირველი
- 10 წამის განმავლობაში სწრაფად დაძაბეთ და მოადუნეთ კუნთები, შემდეგ შეისვენეთ 10 წამი, გაიმეორეთ სამჯერ.
- გაიმეორეთ იგივე, რაც პირველ შემთხვევაში მხოლოდ 5 წამი ვარჯიში და 5 წამი შესვენება, სულ 9-ჯერ.
- დაძაბეთ კუნთები და გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წამი, შემდეგ მოდუნდით 30 წამით. გაიმეორეთ ორჯერ და გადადით ისევ ვარჯიშის პირველ საფეხურზე.
ვარჯიში მეორე
- დაძაბეთ კუნთები და ასეთ მდგომარეობაში დააყოვნეთ 5 წამი, შემდეგ მოდუნდით, გაიმეორეთ 10 ჯერ.
- სწრაფად დაძაბეთ და მოადუნეთ კუნთები 10-ჯერ, გაიმეორეთ 3 – ჯერ. შემდეგ დაძაბეთ კუნთები და რაც შეიძლება დიდხანს გააჩერეთ შეკუმშულ მდგომარეობაში, მაქსიმუმ 120 წამის განამვლობაში. შეისვენეთ 2 წუთი და გაიმეორეთ ვარჯიში თავიდან.
ვარჯიში მესამე
- 30-ჯერ დაძაბეთ და მოადუნეთ კუნთები, შემდეგ გადადით მეორე საფეხურზე. შეკუმშვის რაოდენობამ უნდა მიაღწიოს 100-ს
- დაძაბეთ მაქსიმალურად ძლიერად კუნთები და შეჩერდით ასეთ მდგომარეობაში 20 წამის განმავლობაში, შემდეგ 30 წამი მოდუნდით. გაიმეორეთ 5 ჯერ.
ვარჯიში მეოთხე
უბრალოდ დაიწყეთ კუნთების დაძაბვა და მოდუნება თავიდან 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თანდათან გაზარდეთ დრო 20 წუთამდე. მოცემული ვარჯიში უნდა შეასრულოთ დღეში მინიმუმ სამჯერ.
შედეგების მისაღწევად მთავარია რეგულარული ვარჯიში, რაც უფრო ხშირად გააკეთებთ მით უკეთესი.
კეგელის ვარჯიშები – I I ვარიანტი
არამხოლოდ კუნთების შეკუმშვის, არამედ „გამოძევების“ ვარჯიშების შესრულება
ვარჯიში პირველი – დაძაბეთ კუნთები, ისევე , როგორც ეს გააკეთეთ შარდვის შეკავებისას და ნელა დათვალეთ სამამდე. მოდუნდით.
ვარჯიში მეორე – რაც შეიძლება სწრაფად დაძაბეთ და მოადუნეთ კუნთები
ვარჯიში მესამე – გაიჭინთეთ ისე როგორც კუჭის მოქმედებისას ან მშობიარობისას
კეგელის ვარჯიშების კეთება უნდა დაიწყოთ ათი ნელი დაძაბვით, ათი შეკუმშვით და 5 ჭინთვითი ვარჯიშით დღეში. დაამატეთ ყოველ კვირას ხუთ ხუთი, სანამ არ ახვალთ ოცდაათამდე, შემდეგ უნდა შეასრულოთ ყოველ დღე 150 ვარჯიში.
იმისათვის, რომ შეიგრძნოთ შორისის კუნთები და შეამოწმოთ მათი გაძლიერება, ვარჯიშის დროს საშოში უნდა მოათავსოთ ერთი ან ორი თითი, რომელზეც წაისვამთ ლუბრიკანტს.
ეფექტის გასაძლიერებლად, ვარჯიშების დროს, შესაძლებელია საშოში რაიმე საგნის მოთავსებაც.
კეგელის ვარჯიშების ეფექტურობის გასაძლიერებლად გამოიყენება კეგელის ტრენაჟორი, რომელიც აძლიერებს შორისის კუნთების წინააღმდეგობის უნარს, აძლიერებს დათვირთვას და კუნთები უფრო სწრაფად მოყავს ტონუსში.
დღეისათვის კეგელის ტრენაჟორის ბევრი ანალოგი არსებობს, რომლებიც სპეციალიზირებულ მაღაზიაში შეიძლება შეიძინოთ.
საიტის «კეგელის ტრენაჟორი» სარჩევი:
- ვუმბილდინგი
- იმბილდინგი
- ვუმბილდიგი/ იმბილდინგი
- იმბილდინგის ჩვენებები და უკუჩვენებები
- კეგელის ვარჯიშები
- კეგელის ტრენაჟორი
- სექსუალური ბიორითმები
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“