სქესობრივი შეუსაბამობა

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები
სექსუალური აღგზნებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები ქალებისათვის
სექსუალური აღგზნებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები კაცებისათვის
სექსუალური აქტივობის მოსამატებელი საკვები დანამატები ქალებისათვის
სექსუალური აქტივობის მოსამატებელი საკვები დანამატები კაცებისათვის
ფერომონები ქალებისათვის მამაკაცების მოსაზიდად
ფერომონები კაცებისათვის ქალიეს მოსაზიდად

ქვემოთ მოყვანილია ერთ-ერთი წერილი, რომელიც აღნიშნული წიგნის ავტორმა მიიღო (რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”):
“ბატონო, ოცი წელია დაქორწინებული ვარ. გამოვედი ახალგაზრდული ასაკიდან, მაგრამ მწამს, რომ ადამიანისათვის სწავლა არასოდეს არ არის გვიან.
სამწუხაროდ შეუძლებელია შეაფასო მომავალი ცოლის სქესობრივი მონაცემები, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებთ ინტელექტისა და გარეგნობის შეფასებისას.
არადა მათ ცოლ-ქმრულ ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.
მრავალი წლის განმავლობაში ჩემსა და ცოლს შორის სქესობრივი ჰარმონიის უქონლობაზე თვალის დახუჭვას ვცდილობდი.
ვფიქრობდი, რომ ცოლი შეეგუებოდა სქესობრივი ცხოვრების აუცილებლობის შესახებ აზრს. ამ ფილოსოფიას მალე მოეღო ბოლო. ცოლი პასიურია და ერთმანეთს არ შევესაბამებით.
ვერ ასრულებს თავის სქესობრივ მოვალეობებს. ადრეულ პერიოდში ამის მოთხოვნა მისთვის მიუღებელი იყო. მენსტრუაციის წინ, ზოგჯერ, სქესობრივი კავშირისას მას ეწყება ორგაზმი, და ამას ორივესათვის კმაყოფილება მოაქვს, თუმცა ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.
ბოლოს და ბოლოს
მივხვდი, რომ ამაში დამნაშავე მე არა ვარ, რადგან სხვა ქალებთან დროებითი კავშირის დროს ვრწმუნდებოდი, რომ მათ შესანიშნავად ვაკმაყოფილებდი.
მე ასეთი კავშირების მომხრე არა ვარ, რადგან ეს გავლენას ახდენს ჩემს ოჯახურ ცხოვრებაზე.
როცა მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება მქონდა შეავამჩნიე, რომ ქალის მიერ სასქესო ასოს ტუჩებით ალერსი სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ქალებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს მიუღებელია ჩემს ცოლთან ურთიერთობაში და სქესობრივი კავშირი ტრადიციული მეთოდით ხდება.
მე დავრწმუნდი, რომ მასთან დიდი სიყვარულის გამო ვრჩები. იგი კარგი დედაა, კარგი დიასახლისია, მაგრამ საყვარელი ცოლის როლში უვარგისია.
მე ვიცი, ამქვეყნად არიან მამაკაცები, რომლებიც ისევე ცხოვრობენ, როგორც მე. ბევრს ვმოგზაურობ და სასტუმროებში ხშირად განმიხილავს ეს საკითხი მამაკაცთა წრეში.
ჩვენ არც ისე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გვაქვს, თუმცა შეგვიძლია სიამოვნება სხვაგან მივიღოთ და გართობა ოჯახს გარეთ ვეძებოთ. მეძავებსაც კი აქვთ რაღაც მომხიბლველი თვისებები, რომელთა ათვისება ჩვენს ცოლებსაც გამოადგებოდათ ოჯახური კერის განსამტკიცებლად.
ამჟამად ცოლის მიმართ მე ერთად გატარებული წლების მხოლოდ მოვალეობის გრძნობა მაქვს. მადლობელი ვარ აზრიანი წიგნისათვის. მჯერა, რომ ბევრი სხვაც მონახავდა მასში საკუთარი თავისათვის სასარგებლოს”.

ეს სუბიექტური მდგომარეობით გამოწვეული ტრაგიკული წერილია და ალბათ, ამჟამად შეუძლებელია რაიმეს გამოსწორება, მაგრამ უეჭველია, შესაძლებელი იყო ქორწინების დასაწყისში ურთიერთობის შეცვლა.  წერილის შინაარსიდან ნათელია, რომ ავტორი განათლებული, მაღალი მორალური პრინციპების მქონე პიროვნებაა, პატივს სცემს თავის ცოლს და ოჯახის შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია.
მხოლოდ გულუბრყვილო და გონებაშეზღუდულ ადამიანებს შეუძლიათ დაგმონ იგი შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამო. ამას გააკეთებდა თითქმის ყველა მამაკაცი მისგვარ სიტუაციაში. რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რომ ის ცდუნებას უნდა შებრძოლებოდა, რადგან დაუკმაყოფილებლობის გამო იძულებული იყო ეძებნა საკუთარი სიამოვნება. სქესობრივი შიმშილი თამაშობს გადამწყვეტ როლს და ეს მუდმივი ძალა არ უნდა ჩავახშოთ, თუმცა კონტროლის ქვეშ კი უნდა იყოს. თუ იგი კონტროლს აღარ ემორჩილება, მისი შედეგი ძალადობა და სიკვდილი ხდება.
აქედან გამომდინარე, სქესობრივი ფაქტორი ოჯახურ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია, ასევე მეუღლეთა სულიერი სიახლოვე. ამ წერილი ავტორი ამბობს: “მე დავრწმუნდი, რომ მასთან დიდი სიყვარულის გამო ვრჩები”. სქესობრივ ცხოვრებაში წარუმატებლობამაც კი ვერ დაატოვებინა მას ერთგული ცოლი.
ამგვარად, სქესობრივი დაკმაყოფილების ფაქტორი ცოლ-ქმრული ბედნიერების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

სქესობრივი ურთიერთობისას უარყოფითი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში აუცილებელია მისი განვითარების დასაწყისშივე გამოსწორებისათვის ზრუნვა, რადგან ადრე თუ გვიან სქესობრივი შეუსაბამობა მაინც იჩენს თავს. მით უმეტეს, მისი გამოსწორება ზოგჯერ ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 5-10-15 წლის შემდეგ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში ქმრის გონიერი და დელიკატური დამოკიდბულება ცოლის მიმართ გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგალითად, შეიმჩნევა, რომ ზოგიერთ ცოლს რცხვენია ქმრის წინ ტანსაცმლის გახდა და ყველაფერს აკეთებს, რათა თავი აარიდოს ამას. იმალება კარადის კარის უკან, დგება ქმრისაკენ ზურგით, როცა იცმევს. რა თქმა უნდა, ქალის ასეთი ქცევა ინსტიქტურია და გამოწვეულია მისი ბუნებრივი სიმორცხვით. ეს მისაღებია, მაგრამ სამწუხაროდ, მორცხვობას სქესობრივი აქტის დროს თავისი უარყოფითი თვისებებიც ახლავს. სიშიშვლე სქესობრივი აქტის დროს მათ ზღუდავთ და ეს ხშირად წარმოადგენს ორგაზმის უქონლობის მიზეზს.

ასეთ შემთხვევაში სასარგებლოა გულახდილი საუბარი, რომლის მომენტიც მოხერხებულად უნდა იქნეს შერჩეული. ლაპარაკი უნდა მოხდეს პირისპირ, ორივე მოსაუბრე უნდა იყოს კარგ ხასიათზე. ყველაზე კარგი დროა მაშინ, როცა მეუღლეები ყოველგვარ საქმეს მორჩებიან და გადაწყვეტენ საღამო სახლში გაატარონ. ქმარს შეუძლია საუბარი წარმართოს შემდეგნაირად: “ძვირფასო, მოდი ვისაუბროთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. მინდა, რომ გულახდილი იყო ჩემთან. ეს ძალიან საჭიროა. მინდოდა აზრი გამოგეთქვა ჩვენს ურთიერთობებზე. მიგაჩნია მასში რამე მიუღებლად?”
რა თქმა უნდა ქალი, რომელიც თავის თავსაც არ უტყდება და ბუნებით მორცხვია, გულახდილი ვერ იქნება. ხოლო ქმრის შეკითხვაზე, რცხვენია თუ არა მასთან გაშიშვლება, თუ ცოლი უპასუხებს, რომ იგი მიუჩვეველია მამაკაცების წინაშე შიშველ ყოფნას, ამ დროს ქმარმა უნდა უთხრას: “ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაიმე საიდუმლო ურთიერთობაში, მით უმეტეს, მე ვიცი შენი სხეულის ყველა ნაწილი, მე ხომ შენი ქმარი ვარ. მინდა, რომ ჩვენს ურთიერთობაზე სწორი შეხედულება გქონდეს. რასაც ჩვენ ლოგინში ვაკეთებთ, ბუნებრივია და ასეც უნდა ხდებოდეს ქმარსა და ცოლს შორის. რა თქმა უნდა, სისულელეა ის შეხედულება, რომ სქესობრივი ურთიერთობა სასირცხვილოა. თვით ორგაზმის არსებობა, ერექცია, კლიტორის მგრძნობელობა შექმნილია ბუნების მიერ სქესობრივი ურთიერთობისათვის და რატომ უნდა უარვყოთ ისინი? აქედან გამომდინარე, არ უნდა გრცხვენოდეს ჩემთან სქესობრივი ურთიერთობის  სურვილის გამომჟღავნება. მე არ მსურს, რომ თავს იკავებდე ჩემთან.  და საერთოდ, უნდა იცოდე, რომ მამაკაცებს უყვართ ვნებიანი ქალები, ისინი ანიჭებენ უფრო დიდ სიამოვნებას. და თუ ამას თავად ცოლი გააკეთებს, მაშინ კაცი თავს აარიდებს პირველ შემხვედრ ქალთან კონტაქტს. გარყვნილებად სულაც არ ჩაითვლება, თუ ბოლომდე გამოამჟღავნებ სქესობრივ სურვილებს. ჩვენი ბედნიერება ბევრადაა დამოკიდებული ამაზე”.
რატომ ფიქრობენ მამაკაცები, რომ ასეთი საუბარი ზედმეტია? იმიტომ, რომ მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ ქალების ბუნებაზე. რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”


webსქესობრივი შეუსაბამობა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“