ჰემატოსპერმია (სისხლი სპერმაში)

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

ჰემატოსპერმია (სისხლი სპერმაში)

ჰემატოსპერმია – სპერმაში სისხლის არსებობა. იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში სპერმის გამოყოფა ხდება საშოში, ეს დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხშირად გარეგნულად შეუმჩნეველია. სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცს ჰემატოსპერმია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს. დაავადების ფარული მიმდინარეობის შემთხვევების ფონზე, ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

რა იწვევს ჰემატოსპერმიას?

40 წლამდე მამაკაცებში ჰემატოსპერმიის გამომწვევი მიზეზები, როგორც წესი, კეთილთვისებიანია, ხოლო შემდგომ ასაკში და განსაკუთრებით სიბერეში, ჰემატოსპერმია ხშირად დაკავშირებულია ავთვისებიან დაავადებებთან.
ყველაზე ხშირად ჰემატოსპერმიას იწვევს, წინამდებარე ჯირკვალსა და სათესლე ბუშტუკებში მიმდინარე ანთებითი პროცესები. როგორც წესი, ჰემატოსპერმიის ნიშნები ანთების გადატანიდან 1 – 2 თვის შემდეგ ქრება. თუ პრობლემა გაგრძელდა 2 თვეზე მეტ ხანს, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება და სპეციალისტის კონსულტაცია.
როგორც უკვე აღვნიშნე, მეტწილად გამომწვევი მიზეზები, წინამდებარე ჯირკვალსა და სათესლე ბუშტუკების პრობლემებს უკავშირდება. წინამდებარე ჯირკვალთან დაკავშირებულ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • პროსტატის კიბო;
  • ურეთრის პროსტატის ნაწილში ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • პროსტატის კენჭები;
  • ურეთრის კისტოზური წარმონაქმნები;
  • პროსტატის ბიოფსიისა და ტურ-ის ჩატარების შემდგომი პერიოდი;
  • ბრაქითერაპიის ჩატარების შემდგომი მდგომარეობა.

ჰემატოსპერმიის მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია სათესლე ბუშტუკებთან, მიეკუთვნება:

  • სათესლე ბუშტუკების შეძენილი და თანდაყოლილი კისტოზური წარმონაქმნები;
  • სათესლე ბუშტუკების ამილოიდოზი.

გარდა ზემოთ მოყვანილისა, ჰემატოსპერმიის გამომწვევ მიზეზთა შორის განასხვავებენ ქვემოთ განხილულ სხვა ჯგუფებს.

მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია ურეთრასთან:

ჰემატოსპერმიის გამომწვევი სხვა დაავადებები:

  • ტუბერკულოზი;
  • შიდსი;
  • ციტომეგალოვირუსი;
  • სქესობრივი კონტაქტით გადამდები დაავადებები;
  • შისტოსომოზი;
  • ექინოკოკოზი.

სისტემური დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემატოსპერმიის განვითარებაზე:

  • არტერიალური ჰიპერტენზია;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ლიმფომა;
  • ამილოიდოზი;
  • ვილლებრანდის დაავადება.

დიაგნოსტიკა:

სრული და კვალიფიციური დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სპერმაში სისხლის აღმოჩენისთანავე მიმართოთ ექიმ-უროლოგს, რათა დროულად შედგეს აუცილებელი გამოკვლევების ნუსხა და შეგროვდეს მაქსიმალური ინფორმაცია ჰემატოსპერმიის მიზეზების გამოსავლენად.

ყველაზე ხშირად აუცილებელ კვლევებში მოიაზრებენ:

  • შარდის საერთო ანალიზს და შარდის დათესვას მიკროფლორაზე;
  • სპერმოგრამას და სპერმის დათესვას;
  • პროსტატის ტრანსრექტალურ ულტრაბგერით კვლევას;
  • პსა-ს (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი) 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში;
  • კოაგულოგრამას – 2 თვეზე მეტ ხანს ჰემატოსპერმიის არსებობის შემთხვევაში;
  • ცისტოურეთროსკოპიას – ურეთრისა და შარდის ბუშტის ენდოსკოპიური კვლევას.

მკურნალობა:

არსებობს ჰემატოსპერმიის მკურნალობის მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები. მკურნალობის გზის შერჩევისას, უდიდეს როლს თამაშობს პაციენტის ასაკი, ასევე ჰემატოსპერმიის სიხშირე და მასთან დართული ჰემატურია (სისხლიანი შარდი).
ჰემატოსპერმიის მკურნალობის საბოლოო შერჩევა შესაძლოა მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზების კვალიფიციური და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება მედიკამენტოზური თუ ქირურგიული მეთოდის არჩევის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ ჰემატოსპერმია განიკურნა და პაციენტი არ განიცდის ტკივილს და დისკომფორტს, დაკვირვება აღარაა აუცილებელი.
ქრონიკულ (2 თვეზე მეტი ხნის გარძელების) ან განმეორებითი ჰემატოსპერმიის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა გაიაროს დამატებითი კვლევები პირველ ეტაპზე ჩატარებული გამოკვლვებისა და ჩივილების გათვალისწინებით.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე. წყარო : http: // urologi. ge/. https: // www. facebook. com/ urologi. ge/


webჰემატოსპერმია
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!