ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები

ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია

  1. ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები
  2. ფსიქოლოგიური იმპოტენციის დაძლევის გზები
  3. ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის მკურნალობის მეთოდები
  4. ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის მედიკამენტური მკურნალობა

სამწუხაროდ, ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია, თანამედროვე მსოფლიოში წარმოადგენს მზარდ მოვლენას და ხშირია ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებში. აღნიშნული სახის იმპოტენციის თავისებურება, არის ყოველგვარი სხვა სახის ფიზიკური ნაკლის არარსებობა. თუმცა მიზეზის დადგენის შემდეგ გამოჯანმრთელება სწრაფად მიმდინარეობს.

ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები

თუ ორგანული (ფიზიკური) იმპოტენციის მიზეზების დადგენა ჩვეულებრივ ადვილია, ფსიქოგენური იმპოტენციის დიაგნოსტიკა რთულია. სქესობრივი გატაცების დაქვეითებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორები: მამაკაცის საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, წარსულში წარუმატებელი შემთხვევები და სხვა. ფსიქოლოგები და სექსოლოგები გამოყოფენ შემდეგ ყველაზე მეტად გავრცელებულ ფსიქოლოგიური ტიპის მამაკაცის იმპოტენციის მიზეზებს:

  1. ძლიერი სტრესი ან ხანგრძლივი დეპრესია, რომელიც ადამიანის ორგანოების, მათ შორის რეპროდუქციული სისტემების, მოქმედების გაუარესებას იწვევს;
  2. წარუმატებლობა პირველი სქესობრივი აქტის ან შემდგომი ინტიმური ურთიერთობების დროს;
  3. სამსახურში ძლიერი გადატვირთვა: როგორც ფიზიკური ისე ინტელექტუალური სახის;
  4. ინტიმური სიახლოვის პროცესში ვენერიული და მსგავსი დაავადებებით ინფიცირების შიში;
  5. პარტნიორის დაორსულების შიში;
  6. სქესობრივი აქტისათვის ნორმალური პირობების არარსებობა;
  7. ინტიმურ ურთიერთობების, როგორც რაღაც ბინძური, სამარცხვინო და უხამსი მოვლენად მიჩნევა (როგორც წესი, ასეთი განწყობა იქმნება ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში);
  8. პარტიორის არასწორი ქცევები, მათ შორის მამაკაცის მიმართ გამოთქმული სქესობრივი უუნარობის შესახებ პრეტენზიები;
  9. ცოლ-ქმარს შორის გაუცხოვება, განხეთქილებები სხვადასხვა საკითხების მიმართ, რაც აქვეითებს ინტიმური ცხოვრების ხარისხს და აქრობს სიახლოვის სურვილს.

როგორც წესი, პოტენციასთან დაკავშირებული ფსიქოგენური პრობლემები მამაკაცებში თავს იჩენს ახალგაზრდა ასაკში (35 წლამდე). ასევე ხშირად აქვთ ანალოგიური პრობლემები, უფრო დიდი ასაკის მქონე მამაკაცებს (45-50 წელი), ამ შემთხვევაში კი მიზეზი ფსიქოგენურთან ერთად ფიზიკურ ფაქტორებია.

ფსიქოლოგიური იმპოტენციის დაძლევის გზები

თუ ახალგაზრდა მამაკაცს განუვითარდა ფსიქოლოგიური იმპოტენცია, მისი დახმარება შეუძლია მხოლოდ ექიმს. კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია პრობლემის ზუსტი მიზეზის დადგენა, იმპოტენციის დაძლევისათვის საჭირო რჩევების მიცემა, პრეპარატების ზუსტად შერჩევა, რომლის გაცემა მხოლოდ რეცეპტით ხდება.

დასაწყისში ექიმმა შეიძლება პაციენტს შესთავაზოს ორგანიზმის სრული გამოკვლევები, რადგან ახალგაზრდა ადამიანებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ ფარულად მიმდინარე ენდოკრინული და სხვა დაავადებები. თუ ქრონიკული დაავადებები აღმოჩენილი არ არის, მაშინ ექიმი იწყებს ფსიქოგენური იმპოტენციის გამომწვევი ფაქტორების და მისი აღმოფხვრის საშუალებების ძიებას.

ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის პროცესში ექიმმა პაციენტს შეიძლება მისცეს შემდეგი სახის რეკომენდაციები:

  1. ანტიდეპრესანტების გამოყენება, დამამშვიდებელი და სხვა მსგავსი პრეპარატების მიცემა, დეპრესიის ან ნევროზის სიმპტომების საწინააღმდეგოდ. მსგავსი პრეპარატების დანიშვნა შეუძლია მხოლოდ ექიმს. ძლიერი დეპრესიის შემთხვევაში, რეკომედირებულია პაციენტმა მიმართოს არა ფსიქოლოგს, არამედ ფსიქიატრს, რომელსაც აქვს უფლება პაციენტს, მსგავსი სახის პრეპარატები გამოუწეროს.
  2. ფსიქოთერაპიის სეანსები, ამ დროს სპეციალისტს საშუალება ეძლევა გამოავლინოს ფარული პრობლემები, იპოვოს ფსიქოლოგიური იმპოტენციის ნამდვილი მიზეზები. ჩვეულებრივ, საჭირო ხდება რამდენიმე ასეთი სეანსის ჩატარება. სრული ანონიმურობის დაცვის მიზნით შესაძლებელია სკაიპის გამოყენება;
  3. ფსიქოთერაპიული მუშაობა, რომელიც მიმართულია ოჯახში ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ. ამ შემთხვევაში მონაწილეობს ორივე პარტნიორი: ქალიც და მამაკაციც. აღნიშნული მეთოდი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, რადგან ხშირ შემთხვევაში ინტიმური ურთიერთობებისას დამნაშავეა ორივე მხარე;
  4. ფიზიკური და სოციალური ფაქტორების მოგვარება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ოჯახურ გარემოზე;
  5. ფსიქოთერაპიის სპეციალური მეთოდები გამოყენება და ალტერნატიული მედიცინის მიღწევების გამოყენება: აუტოტრენინგი, პოტენციის ასამაღლებელი იოგას ვარჯიშები, მედიტაცია და ა.შ. მსგავსი ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია ფსიქიკური აღგზნების დონის მნიშვნელოვნად დაქვეითება;
  6. სპორტით და სხვა სახის ფიზიკური აქტივობები. ფიზიკური დატვირთვა საშუალებას იძლევა მოწესრიგდეს ნივთიერებათა ცვლა, იმატებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავება, ასევე ენდორფინების, რომელიც ამაღლებს განწყობას. გარდა ამისა, სპორტი აკაჟებს ორგანიზმს, ზრდის მის ამტანობას. ასეთი კომპლექსური მიდგომა აუმჯობესებს ინტიმური ცხოვრების ხარისხს;
  7. სამსახურეობრივი დატვირთვების დონის შემცირება. შესაძლებლობის ფარგლებში შვებულებაზე გასვლა, ხანგრძლივ მივლინებებზე უარის თქმა და ა.შ.

ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის მედიკამენტური მკურნალობა

 ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში, ფსიქოთერაპიული მეთოდების გარდა, გამოიყენება ერექციის ასამაღლებელი სპეციალური პრეპარატები.
ახალგაზრდა და შუა ხნის მამაკაცებმა, სასურველია აღნიშნული პრეპარატები მიიღოს დროის გარკვეულ მონაკვეთებში, ინტიმური სიახლოვის დაწყების წინ, ხოლო მომავალში შესაძლებელია მათზე საბოლოო უარის თქმა.
წყარო: http://kamatab.ru/kblog/psihogennaya-erektilnaya-disfunktsiya/


webფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page

♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“