ტკივილი სექსის დროს
✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სქესობრივი აქტის დროს ტკივილს იწვევს (ქალის ცხოვრების ქრონოლოგიურ რეჟიმში):
დეფლორაცია
მთავარი მიზეზი არის შიში, რომელიც აიძულებს ქალს შეკუმშოს კუნთები, განსაკუთრებით კი საშოს კუნთები. არის შემთხვევები, როცა საქალწულე აპკი სქელია და კარგად მარაგდება ნერვებითა და სისხლძარღვებით, შესაბამისად ტკივილი ძლიერია და სისხლდენაც უხვი ან პირიქით ელასტიურია და პირველი სექსის დროს არ იხევა, უბრალოდ იჭიმება და არ იწვევს დიდ ტკივილს. ხშირად ტკივილის სინდრომი დეფლორაციასთან დაკავშირებით ჩნდება შიშის გამო.
ვაგინიზმი
თუკი პირველი სქესობრივი სიახლოვე იყო წარუმატებელი, ეს შიში დაიბუდებს ქვეცნობიერში და გამოიწვევს ავტომატურად, საშოს კუნთების სპაზმს, ყოველი სქესობრივი აქტის წინ ანუ ვაგინიზმის დროს ტკივილი ვლინდება არა პენისის საშოში მოხვედრის გამო, არამედ შიშის გავლენით საკუთარი კუნთების შეკუმშვის გამო.
საქალწულე აპკის დაურღვევლობა
სექსუალური კონტაქტის სიმრავლის მიუხედავად ტკივილი გრძელდება. როგორც წესი, საქალწულე აპკი თავიდან ან არ იხევა ან იხევა ნაწილობრივ. იშიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საქალწულე აპკი, სრულად მხოლოდ მშობიარობის დროს იხევა. მანამ კი ყოველი სექსის დროს, არის გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ლუბრიკანტი კარგად აგვარებს ამ პრობლემას.
ანთება
თუკი წვა, ქავილი, სიმშრალის შეგრძნება და ტკივილი, ჩნდება უშუალოდ სექსის დროს ან სექსის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ქალს ანთებითი პროცესი ჰქონდეს. ამ დროს საჭიროა ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარება;
შეხორცებები
ნაწლავების ან საშვილოსნოს დანამატების ანთების ან გადატანილი ოპერაციის შედეგად განვითარებული პროცესია. ქალების დიდ ნაწილს აქვს შეხორცებები, მაგრამ არანაირად არ აწუხებს და მხოლოდ განსაკუთრებული პოზების დროს იგრძნობა ტკივილი; ტრავმები, ჩახევები, ნაკერები მშობიარობისა და ოპერაციების შემდეგ – ამ პროცესების შემდეგ ტკივილი სექსის დროს საკმაოდ ინტენსიურია.
ენდომეტრიოზი
ყავისფერი გამონადენი საშოდან და ტკივილი მენსტრუაციის დროს, ტკივილი სექსისა და დეფეკაციის დროს. ტკივილი სექსის დროს საკმაოდ მწვავეა და შეიგრძნობა ღრმად, რაც სექსს აუტანელს ხდის;
ვენური შეგუბება
არარეგულარულ სქესობრივი ცხოვრება, არასაკმარისი დაკმაყოფილება, თავშეკავება იწვევს სასქესო ორგანოებთან სისხლის მოდინებას და უკუდინება არის ცუდი. დასაწყისში ეს იძლევა დაღლილობის, სიმძიმის, მქაჩავი ტკივილის შეგრძნებას, არასაკმარის სიამოვნებას სექსის შემდეგ. დროთა განმავლობაში, შეშუპებული საშოს კედლები, სექსის დროს ხდება მტკივნეული. ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი საშვილოსნოს მიომის, ენდომეტრიოზის, მასტოპათიების, საკვერცხეების დისფუნქციის განვითარებისა;
მენჯის ღრუს ნევრალგია
მენჯის კედლების ტკივილი, ტკივილი სექსის დროს. ნევრალგია შესაძლოა დაიწყოს გადაცივების, ინფექციის არსებობის, სტრესის შემდეგ;
საშოს სეკრეტის უკმარისობა
შეიძლება განვითარდეს ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ბართოლინის ჯირკვლების მოცილების, ან ჰორმონალური დარღვევების შედეგად.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“