სქესობრივ აქტის ხანგრძლივობა

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები
სექსუალური აღგზნებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები ქალებისათვის
სექსუალური აღგზნებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები კაცებისათვის
სექსუალური აქტივობის მოსამატებელი საკვები დანამატები ქალებისათვის
სექსუალური აქტივობის მოსამატებელი საკვები დანამატები კაცებისათვის
ფერომონები ქალებისათვის მამაკაცების მოსაზიდად
ფერომონები კაცებისათვის ქალიეს მოსაზიდად

სქესობრივ აქტის ხანგძლივობა ნორმის პირობებში

სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა – ყოველი მამაკაცისათვის უაღრესად ინდივიდუალური მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს ამ პროცესის ხანგრძლივობის ნორმა, რომელიც დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, პირველ რიგში კი ადამიანის ასაკზე.

მეცნიერები და ექიმები დღემდე ვერ მივიდნენ ერთი აზრამდე თუ რა უნდა იგულისხმებოდეს ინტიმური პროცესის ნორმალური ხანგრძლივობის ცნებაში. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი მამაკაცის ორგანიზმში ინტიმური სიახლოვე სხვადასხვა სახით ვლინდება. მეტიც, იგივე ითქმის ინდივიდუალურ მამაკაცზეც გარკვეული ვითარებების მიხედვით. მიუხედავად სირთულეებისა მეცნიერებმა შეძლეს, განსაზღვრული ნორმის დადგენა. საფუძვლად აიღეს ფრიქციული ეტაპი (ინტიმური სიახლოვის პერიოდი), როცა ხდება პენისის საშოში შეღწევა და პენისით მოძრაობები (ფრიქცია) ეაკულაციის დაწყებამდე. მხედველობაში მიღებულ იქნა ფრიქციების რაოდენობა და მათ შორის ინტერვალები.

შედეგად დადგინდა, რომ სქესობრივი აქტის ნორმალური მიმდინარეობა მამაკაცებში შეადგენს 5-10 წუთს. ექიმ-უროლოგები ამ მაჩვენებელს არ ეთანხმებიან და ვარაუდობენ, რომ ჯანმრთელი მამაკაცის სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა გრძელდება 2-6 წუთს.

თუ ეაკულაცია დგება, სქესობრივი აქტის დაწყებიდან, 0.5-2 წუთის ინტერვალს შორის, ასეთი სახის სპერმის გადმონთხევას ეწოდება დაჩქარებული, თუ 30 წამზე ნაკლებ დროში ვითარდება – აბსოლუტურად დაჩქარებული. მხედველობაშია მისაღები, რომ ნორმის პირობებში მამაკაცის ორგაზმი უნდა შეესაბამებოდეს ეაკულაციას.

შესაბამისად, როცა ინტიმური სიახლოვის ფაზა გრძელდება 2 წუთზე მეტ ხანს, სამედიცინო თვალსაზრისით ეს ითვლება ნორმად.

სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის განმაპირობებელი ფაქტორები

სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:

მამაკაცების სქესობრივი აქტების სიხშირე. თუ ახალგაზრდა კაცი, სექსით იშვიათად არის დაკავებული, მასში იზრდება აგზნებადობა, ამიტომ შეინიშნება ადრეული სპერმის ეაკულაცია. რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში, ინტიმური სიახლოვის ხანგრძლივობა დროთა განმავლობაში ნორმალიზდება;

მამაკაცის ასაკი. ზოგიერთი სპეციალისტების აზრით, სიყმაწვილის პერიოდში სქესობრივი აქტი გამოუცდელობის გამო, შეიძლება ხანგრძლივი იყოს, შემდეგ ეს მაჩვენებელი კლებულობს (22-26 წლისათვის), შემდეგ კი ისევე იზრდება, რადგან მატულობს მამაკაცის აღგზნებისათვის საჭირო დრო;

დროის მოცემულ მომენტში მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძლიერი გადაღლილობის ან რომელიმე დაავადების გამწვავების გამო, სქესობრივი აქტი შეიძლება გახანგრძლივდეს, პარალელურად ძალების გამოფიტვის და არასაკმარისი აღგზნების გამო შეიძლება საჭირო მუხტი ვერ შენარჩუნდეს. ზოგიერთმა ანთებითმა პროცესმა, შესაძლებელია  სპერმის არასაკმარისი ამონთხევა გამოიწვიოს.

მამაკაცის დამოკიდებულება კონკრეტული ქალის მიმართ. ძალიან ძლიერი სექსუალური ვნების პირობებში, მამაკაცი ძალიან ადრე აღწევს სიამოვნების პიკს. ამ შემთხვევაში ქალმა სწორად უნდა შეაფასოს აღნიშნული კაზუსი, რადგან ამის მიზეზი თვითონ არის.

გარემოს პირობები: მუსიკა, განათება, კომფორტის დონე, დროის სიმცირე და მამაკაცის ხასიათის მდგომარეობა მოცემულ მომენტში.

მოკლე და ხანგრძლივი სქესობრივი აქტები

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მამაკაცებში სქესობრივი აქტის საშუალო ხანგრძლივობა არის 2-6 წუთი, მაშინ რამდენად არასასურველია აღნიშნული ნორმიდან გადახრა?

რაც არ უნდა საოცრად მოგვეჩვენოს, ძალზე ხანმოკლე ინტიმური სიახლოვე ევოლუციის თვალსაზრისით სავსებით ნორმალური მოვლენაა. მთავარია მამაკაცმა მოასწორს სქესობრივი აქტი. ბუნების მიმართ გათვალისწინებული იყო, რომ სქესობრივი აქტი არ უნდა ყოფილიყო ძალზე ხანგრძლივი, რადგან ინტიმური სიახლოვის ძირითადი მიზანი გამრავლებაა.
ხანმოკლე სქესობრივი აქტი, წარმოადგენს ნორმალურ მოვლენას თუ მხედველობაში არ მივიღებთ ქალის და მამაკაცის სიამოვნების განცდებს. ამიტომ, შესაძლებელია ფრიქციის მდგომარეობის გაუმჯობესება სხვადასხვა უსაფრთხო მეთოდების გამოყენებით.
ექიმების აზრით, ინტიმური სიახლოვის გაგრძელება 10-15 წუთზე მეტხანს, შეიძლება უარყოფითად აისახოს ამ პროცესში მონაწილე ადამიანების ურთიერთობის ხარისხზე.
პირველ რიგში ძალზე ხანგრძლივი სქესობრივი აქტი, მამაკაცისთვის და ქალისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამქანცველია. მეორე მხრივ, ხანგრძლივი  ფრიქციის გამო, შეიძლება აღმოცენდეს ანთებით დაავადებები ან არსებული გამწვავდეს, რაც გამოწვეული იქნება სასქესო ორგანოების ხანგრძლივი და ენერგიული ხახუნით.
ამრიგად, ქალის და მამაკაცის ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობისათვის, მეტად სასიამოვნოა საშუალო ხანგრძლივობის სქესობრივი აქტები.  წყარო: http://kamatab.ru/kblog/normalnaya-prodolzhitelnost-polovogo-akta/


webსქესობრივ აქტის ხანგრძლივობა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“