✧დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
ლიბიდოს მოსამატებელი საშუალებები ,,ამაზონზე”
სქესობრივი შეკავება
სქესობრივი შეკავება (სინონიმები – სქესობრივი აბსტინენცია, სქესობრივი დეპრივაცია), სქესობრივი აქტივობის იძულებითი ან შეგნებული დაქვეითებაა ინდივიდუალურ (კონსტიტუციურ – ასაკობრივი) მოთხოვნილებასთან შედარებით.
განასხვავებენ სქესობრივი შეკავების ორ სახეს.
პირველის შემთხვევაში უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ ხდება სქესობრივი აქტივობის გაქრობა (რეფრაქტერული პერიოდი). ჩვეულებრივ დადებითად აღიქმება, როგორც დასვენება ინტენსიური ფსიქო-ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მკვეთრი ემოციური ელფერით.
გამონაკლისს წარმოადგენს ასთენიზირებული პირები, რომლებიც გამოირჩევიან ვეგეტატიური ლაბილობით (ხშირად დიენცეფალური პათოლოგიისას). მათთვის სქესობრივი აქტის შემდეგ დაკმაყოფილების გრძნობის ნაცვლად შესაძლოა ფსიქოლოგიური დისკომფორტიც კი აღინიშნებოდეს ნაადრევი ეაკულაციის, პარტნიორის მხრიდან ორგაზმის არარსებობისას, მისი გულგრილი დამოკიდებულების გამო.
სქესობრივი შეკავების მეორე სახე – იძულებითი სქესობრივი აბსტინენციაა, როდესაც რეფრაქტერული პერიოდის შემდეგ ხდება სქესობრივი მოთხოვნილების აღმოცენება, თუმცა თუმცა სქესობრივი დაკმაყოფილებას ხელს უშლის გარე ფაქტორები. ამის გამო ვითარდება ნევროზული (გაღიზიანებადობა, ხშირად ნევროტიზაციის ნიშნებით) და შეგუბებითი შემაწუხებელი შეგრძნება მცირე მენჯის მიდამოში, რაც მასტურბაციის პროვოცირებას ახდენს) მოვლენები.
მოზარდები
სქესობრივი შეკავება მოზარდებში და რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ახალგაზრდებში ჰიპერსექსუალობის დროს ითვლება სოციალურ ნორმად და ამ ასაკში არ ახდენს მვნე ზეგავლენას ჯანმრთელობასა და სექსუალურ ფუნქციაზე. ამ დროს ერთვება თვითრეგულაციის მექანიზმები – ეროტიული სიზმრები, პოლუციები, მასტურბაციაა, რაც მომატებულ სქესობრივ აღგზნებას აქვეითებს. ეფექტურია ყურადღების გადატანა სქესობრივი ურთიერთობის სფეროდან შემოქმედებით საქმიანობაზე.
მეუღლეები
მეუღლეებში ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად ყალიბდება სქესობრივი ცხოვრების გარკვეული რითმი, რის გამოც ასეთ დროს იძულებითი სქესობრივი შეკავება ამ რითმის დარღვევას იწვევს. იმ მამაკაცებს, რომელთაც ძალუძთ ყურადღების გადატანა სხვა სფეროზე, შედარებით იოლად გადააქვთ ეს პერიოდი, თუმცა შეიძლება აღინიშნოს ნაადრევი ეაკულაცია, სქესობრივი ცხოვრების აღდგენისას სექსუალური სიძნელეები. ასეთ დროს დიდი როლი აკისრია მეუღლის სწორ დამოკიდებულებას.
სქესობრივი შეკავების შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სქესობრივი კონსტიტუციურ ფაქტორებზე, პიროვნულ თვისებებზე, ტემპერამენტზე, და სხვა. ძლიერად გამოხატული სქესობრივი ლტოლვის არსებობისას სქესობრივმა შეკავებამ შესაძლოა მავნე ზეგავლენა მოახდინოს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, შრომისუნარიანობაზე. თუმცა ამ დროსაც ერთვება თვითრეგულაციის მექანიზმები და სქესობრივი კონტაქტების შეუძლებლობისას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული მექანიზმების უკუკავშირით მოქმედების შედეგად ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა.
თვითრეგულაციის ერთერთი ფორმაა მასტურბაცია, რომელიც ხანგრძლივი სქესობრივი შეკავებისას ზოგჯერ თავიდან გვაცილებს სქესობრივ სისუსტეს.
ასაკის მატებასთან ერთად სქესობრივი ფუნქციის განმახორციელებელ სისტემაში გარდაქმნები სქესობრივი შეკავებისას უფრო სწრაფად მიმდინარეობს და უფრო მკვეთრადაა გამოხატული.
ამიტომაც ხანგრძლივი სქესობრივი შეკავების შემდეგ სქესობრივი ურთიერთობის მცდელობა შესაძლოა დამთავრდეს არა მხოლოდ წარუმატებლობით, არამედ სქესობრივი უძლურებაც კი გამოიწვიოს.
ასაკობრივი სქესობრივი ინვოლუცია დროს სქესობრივი ფუნქციის ჩაქრობა შედარებით იოლად გადაიტანება, თუმცა თან ახლავს შემაწუხებელი შეგრძნებები, რამდენადაც სქესობრივი ლტოლვის ასაკობრივი დაქვეითება განაპირობებს ინტერესების გადართვას პირად ურთიერთობებსა და სულიერ ფასეულობებზე. >>> სქესობრივი დარღვევები
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“