სექსუალური კომპლექსები ქალებში

სექსუალური კომპლექსები ქალებში

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ვიბრატორები

სექსუალური კომპლექსები ხშირია როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. საწოლში ხშირად კომპლექსსებით განპირობებულად იქცევიან და ამას ვერც კი ხვდებიან, ეს ცუდი არაა თუ კი წყვილს პრობლემები არ ექმნება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს კომპლექსები სექსუალური ლტოლვის შეგრძნებას არღვევს, ორგაზმს უშლის ხელს და აფუჭებს წყვილის ურთიერთობას. სტერეოტიპები, რელიგია, აღზრდის თავისებურებები, სექსუალური ქცევის კულტურა და სხვა, აი ესენია იმ მიზეზების ნაწილი, რომლებიც სექსში კომპლექსები გაჩენას იწვევენ.
თუ ადამიანი ხვდება, რომ ექცევა რაღაც კომპლექსის ქვეშ, ის ცდილობს მის წინააღმდეგ გაბრძოლებას და ეს ხელს უშლის მას სიამოვნების მიღებაში. ზოგჯერ კი კომპლექსები ნამდვილ სიამოვნების წყაროდ იქცევიან.

ქალებში აღინიშნება შემდეგი კომპლექსები:

ამორძალის კომპლექსი

მამაკაცის ღირსებების უგულებელყოფა. ქალი ამ კომპლექსით მამაკაცს განიხილივას, როგორც შთამომავლობის მომცემ ადამიანს და არა სექს-პარტნიორს. ასეთი ქალები სექსის მრავალფეროვნებისთვის არაფერს აკეთებენ და არც სექსისგან იღებენ სიამოვნებას. მათ სწორედ ქალთან ურთიერთობა ანიჭებთ სიამოვნებას და ამიტომ მიდრეკილნი არიან ჰომოსექსუალიზმისკენ.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ქალები ცხოვრობენ ფანტაზიებით. ეს კომპლექსი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ქალი სიამოვნებას მხოლოდ მის შექმნილ ხატების მსგავს მამაკაცთან იღებს. ის ეძებს ფანტაზიებით შექმნილ მამაკაცს და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. რადგან ფანტაზია და რეალობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ეს კიდევ ქალში ფრიგიდულობას იწვევს და შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის მიზეზიც გახდეს.

ათენას კომპლექსი

ასეთ ქალებს საკუთარი თავი მამაკაცები ჰგონიათ და ამიტომ სექსის დროს მბრძანებლობის სურვილი უჩნდებათ. ეს სურვილი პრობლემური იქნება იმ შემთხვევაში თუ კაცი მიჩვეულია დომინირებას და არ უთმობს ქალს სადავეს. და თუ კაცი დაუთმობს დომინირებას ქალს, ის დიდ სიამოვნებას მიიღებს ასეთი ქალისგან.

მსხვერპლის კომპლექსი

ასეთ ქალებს სექსუალური ძალადობის გადატანა მოუწიათ. ამიტომ ისინი თავს არიდებენ სექსს. ზოგი კი პირიქით, პარტნიორის სთხოვს ძალადობის ინსცენირებას და აგრესიას, რადგან სიამოვნებას მხოლოდ ამ შემთხვევაში იღებს.

დიანას კომპლექსი

უმანკოების კულტი. თუ ქალს ჰქონდა სექსი, ის მაინც ინარჩუნებს „უმანკოების სახეს“ და სიცივეს სექსის დროს. უმანკოების მიმართ ერთგულების უსაძღვრო განცდა აქვთ და პარტნიორებს სრულფასოვანი სექსის სიამოვნებას ართმევენ.

კონკიას კომპლექსი

ქალი, პასიური ცხოვრებისეული პოზიციით, ის ელოდება ზღაპრულ პრინცს და სექსისთვის ლამაზი პარტნიორი სჭირდება. სხვა ყველაფერი მარტო უინტერესო და მოსაწყენია. ასევე ზღაპრული პრინცის გამოჩენის ალბათობა ძალიან დაბალია და შეიძლება ასეთი პრინცი საწოლშიც არ ბრწყინავდეს. შესაბამისად, ასეთი ქალები მარტოსულები რჩებიან.

კაინის კომპლექსი

პარტნიორის ღალატი მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი დამნაშავედ იგრძნონ, ასეთი ქალები მაზოხისტები არიან და ურთიერთობებში დაძაბულობის მოყვარულნი.

მესალინის კომპლექსი

ასეთი ქალები საწოლში ნომფომანივით მოქცევას ცდილობენ და ზედმეტად მომთხოვნები ხდებიან, იმიტომ რომ ჰგონიათ, კაცებს ვნებიანი, ადვილად აგზნებადი და სექსუალური ქალები მოსწონთ. მოზღვავებული სექსუალურობა, თამაშია ან კიდევ მცდელობა სექსუალური ქალი გააღვიძონ საკუთარ თავში.

კლიტემნესტრას კომპლექსი

ასეთი ქალები პროტესტს იჩენენ ძალადობის და დიქტატის მიმართ, ამიტომ საწოლში არიან ცივები და უყურადღებოები, კაცებს ეპყრობიან ცუდად და ზოგჯერ ზიზღითაც.

ქსანტიპას კომპლექსი

ავადმყოფური მიდრეკილება სისუფთავის და წესრიგისკენ. სექსში არ უყვართ სპონტანურობა და მრავალფეროვნება. სექსისთვის სჭირდებათ გარკვეული სცენარი, რომლის მიხედვითაც განვითარდება სექსი.

ტიტანიის კომპლექსი

ჰგავს ალისას და კონკიას კომპლექს. ასეთ ქალებს წარმოსახვაში უკვე ჰყავთ იდეალური მამაკაცები და სექსის დროს მათ წარმოიდგენენ. პარტნიორი უარყოფილი იქნება, თუ ის შეეცდება ილუზიების დაღვევას.

გარყვნილის და რაინდის კომპლექსი

ქალები მამაკაცში ერთდროულად ეძებენ რაინდს და გარყვნილ კაცს. გარყვნილი კაცი ტემპერამენტიანია, იმპულსური და სექსუალური. რაინდი კი მამაცი, სანდომიანი, ქალს უსაფრთხოების განცდას უქმნის. ქალი უზომოდ ბედნიერი იქნება თუ კაცი ორივეს სახეს აერთიანებს თავის თავში. თუ არა და ქალი ორ ცეცხლს შუა დგება. ჰყავს რაინდი ქმარი და ეძებს, ან უკვე ჰყავს გარყვნილი საყვარელი. რადგან საწოლში რაინდი არ აკმაყოფილებს.

ტრისტანის და იზოლდას კომპლექსი

ეს კომპლექსი ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა სექსი ქორწინების გარეშეა. ანუ კომპლექსი აკრძალული ხილის ფენომენია. დანაშაულის გრძნობისა და სექსუალურობის ტანდემი. ეს კომპლექსი ახასიათებს პურიტანული წესებით აღზრდილ გოგონებს. სექსის დროს ერთდროულად ისინი განიცდიან სიამოვნებასა და დანაშაულის გრძნობას მორალური აკრძალვის დარღვევის გამო. ეს განცდები ხელს უწყობს აგზნებას და ძლიერ ორგაზმსაც განაპირობებს. ოჯახურ ცხოვრებაში სექსი მათთვის კარგავს თავის მიმზიდველობას ამ კომპლექსის კუთხით და უინტერესო ხდება, რადგანაც არ არის აკრძალული.

კვაზიმოდოს კომპლექსი

ასეთი ქალები ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში იტანჯებოდნენ თავისი ფიზიკური ნაკლის გამო. ისინი თვლიან, რომ აქვთ ცუდი გარეგნობა და არ არიან მიმზიდველები. კომპლექსი ორგვარად ვლინდება – ქალი ჩაკეტილია და სექსს ერიდება, ან კიდევ იცვლის პარტნიორებს სწრაფად. ამით ისინი საკუთარ მიმზიდველობას ამტკიცებენ.

იოკასტას კომპლექსი

ასეთი ქალები ბედს ენდობიან და ელოდებიან, რომ ცხოვრება თვითონ შეახვედრებს მათ პრინცს. ცხოვრობენ პასიური ცხოვრებით. პოტენციური პარტნიორი მათთვის მიუღებელია, გარემო კი მოსაწყენი და ცარიელი.

დასავლეთის კულტურის კომპლექსი

გაუცნობიერებელი კომპლექსია. სექსზე მექანიკური დამოკიდებულებაა. გრძნობების გარეშე სექსი, აი ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი. სექსში ტექნიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სიყვარული საერთოდ მიუღებელია. სექსში არიან აგრესიულები და მორალს არ იზიარებენ, ასე რომ ჩვეულებრივ თანხმდებიან ჯგუფურ სექსზე, ჰომოსექსუალურ სექსზე და ა.შ.

მარტოობის კომპლექსი

კლიმაქტერიულ ქალებს უჩნდებათ. ცხოვრების ხალისი და ბედნიერების დაკარგვა დედობის უნარის დაკარგვას უკავშირდება.

ბავშვობის კომპლექსი

თავს არიდებენ ცხოვრებისეულ პრობლემებს და პასუხისმგებლობას. დამოუკიდებლობა და რეალობა მათ აშინებთ. ამიტომ პრობლემები უჩნდებათ, როგორც სოციუმში, ისე პარტნიორთან ურთიერთობების დროს.

ელექტრას კომპლექსი

ინცესტის მიზეზი, ქალს უჩნდება მამის მიმართ ლტოლვა.

ონანისტური კომპლექსი

უკავშრდება მოზარდებში მასტურბაციით განპირობებულ დანაშაულის გრძნობას. მიზეზი არის აღზრდის თავისებურებები, რელიგია, საზოგადოებრივი მორალი და ა.შ.

არასრულფასოვნების კომპლექსი

ქალებში, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილნი საკუთარი გარეგნობისადმი ან პიროვნული თვისებებისადმი, ვლინდება ეს კომპლექსი და ხელს უშლის ადამიანს ყველა კუთხით, მათ შორის სექსუალურითაც. ასეთი ქალები მუდმივად ხაზს უსვამენ საკუთარ მიღწევებს, ძალაუფლებას, ფულს. ამასთან არიან აგრესიულები, დამოკიდებულები და ნევროზულები. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა


webსექსუალური კომპლექსები ქალებში
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!