✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
ვიბრატორები
ქალებში სქესობრივი ფუნქციების ხასიათი და ლიბიდოს ფორმირება იმდენად არ არის დამოკიდებული სისხლში ესტროგენების და თავისებურ შინაგან შეგრძნებებთან, რამდენადაც მრავალრიცხოვან გარე და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. მამაკაცებისაგან განსხვავებით ქალებში, სქესობრივი დაკმაყოფილების მხრივ, ფიზიკურ როლს დიდად აჭარბებს ფსიქოლოგიური მხარე. აღნიშნული მოვლენა საფუძვლად უდევს ქალის სექსოპათოლოგიას.
ქალების სასქესო ფუნქციები არ შეიძლება განხილული იყოს წმინდა ფიზიოლოგიურ ასპექტში, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა იმდენად პირობით რეფლექსურ რეაქციებს, არამედ პიროვნებათ შორის ემოციურ კავშირებს, რომელიც დაკავშირებულია კულტურულ ურთიერთობებთან. სქესობრივი სიახლოვის დროს, ავტომატიზირებული ორგაზმის არ განცდასთან არის დაკავშირებული ქალების 25-დან 40%-მდე ორგაზმის სრული არარსებობა და შესაბამისად, მის შესახებ ქალს ცოდნაც კი არა აქვს.
ფრიგიდულობა (სექსუალური გატაცების და სპეციფიკური აღტკინების არარსებობა) ფსიქიატრიაში მიჩნეულია, როგორც ძალზე გავრცელებული მოვლენა, რომელიც არასაკმარისად არის შესწავლილი და ჩვეულებრივ იგნორირებულია ექიმების მიერ. დაახლოებით ქალების 20% შეიძლება ჩაითვალოს ფრიგიდულად და ტემპერამენტიც ნაკლებად არის გამოხატული.
მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია ფრიგიდულობა დაიყოს, სიმპტომატურ და ფსიქოგენურ ფორმებად, ფრიგიდულობის განვითარების გამომწვევი მიზეზები, ხშირად არ არის სომატური დარღვევები (დაავადება და ჰორმონული მოშლილობა) და მამაკაცებთან დაკავშირებული, რომელიმე „მექანიკური“ ფაქტორები ან მათი სექსუალური კულტურის ნაკლებობა, არამედ ქალების გარკვეული აფექტური მდგომარეობა, რომელიც დომინირებს მის განწყობაზე. ქალებში პირველ რიგში, სექსუალური რეაგირების დონე, როგორც სრულფასოვანი შეგრძნება, განისაზღვრება სექსუალური სიახლოვისადმი „ემოციური მზაობით“.
როგორც ვხედავთ, ქალებისათვის იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურ სიახლოვეს, როგორც პარტნიორთან თბილ, წარმატებულ ურთიერთობას. ამიტომ, ქალებში სექსუალური დარღვევები ატარებს მეორად ხასიათს, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს გაუარესებული ურთიერთობებიდან. ამ მიზეზით, მამაკაცების გამოთიშვა ჰარმონიული და თბილი ურთიერთობების ატმოსფეროს შექმნაში, წყვილებში ურთიერთგაგების არარსებობა, წარმოადგენს ქალებში სექსუალური მოშლილობის და ფიზიკური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითად მიზეზს.
ქალური ფრიგიდულობა, ხშირად ერევათ ანორგაზმიაში. ანორგაზმია (ორგაზმული დისფუნქცია) დამახასიათებელია ქალების 10-15%-ის. მათ არასოდეს განუცდიათ კოიტალური ორგაზმი. სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში ანორგაზმიას უწოდებენ „ორგაზმის ფიზიოლოგიურ დეფიციტს“ და ითვლება ფსიქოსექსუალური მოუმწიფებლობის გამოვლინებად. ასაკთან ერთად ანორგაზმია შეიძლება ჩანაცვლდეს ოლიგოორგაზმიით (ბერძ. Oligos – მცირე), რაც აწუხებთ ქალების თითქმის ნახევარს. ზოგადად ქალები, რომლებიც უჩივიან ორგაზმის არარსებობას სხვა სექსუალურ დარღვევთან შედარებით 4-ჯერ უფრო ხშირია. უმეტესად ამ მოშლილობის გავრცელება და მნიშვნელობა ყურადღების მიღმა რჩება.
ქალებში ორგაზმის შეფერხებში ხშირად მონაწილეობს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სქესობრივ აქტში პენეტრაციამდელი (ლათ. Penetrare – შეღწევა) შიში, ორსულობა, მამაკაცების მიმართ შიში და მტრული ურთიერთობები. მნიშვნელობა აქვს დანაშაულის და სირცხვილის გრძნობას, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ იმპულსურ ან აგრესიულ, ეგოისტურ, არაესთეთიკურ ქცევებთან, რომელიც მიუღებელია ქალებისათვის და იწვევს იმის შიშს, რომ მამაკაცისგან აღმოჩნდეს უარყოფილი. ზოგიერთი ქალისათვის ადვილია ორგაზმს თავი აარიდოს მისი იმიტაციის გზით, ვიდრე აღიაროს აგზნება კლიტორის გაღიზიანებით (რაც ნაწილობრივ კავშირშია მასტურბაციის გამო დასჯის შიშთან).
ქალის თვალსაზრისით, სქესობრივი სიახლოვის სრული დისკრედიტაცია, კანონზომიერად იწვევს სექსუალური არა პარტნიორის ცვლილების სურვილს, არამედ საერთოდ უარს ამბობს სქესობრივ ცხოვრებაზე. ხანგრძლივად შენარჩუნებული სქესობრივი დომინანტა, ტრანსფორმირდება ტანჯვის შეგრძნებაში, როგორც სევდის და ოჯახური უბედურების გრძნობა, განწირულობა მარტოობისათვის, რომელიც მძიმე ნევროზული აშლილობების საფუძველია. წყარო: https://www.b17.ru/article/sex_rasstroystva/
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
♦ სექსუალური დარღვევები მამაკაცებში
♦ სექსუალური დარღვევები ქალებში
♦ სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“