სექსი კლიმაქსის დროს: მითები და რეალობა

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე”
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები
ვიტამინები მენოპაუზის დროს ქალებისათვის
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები

სექსი კლიმაქსის დროს: მითები და რეალობა

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით გაირკვეს სამი ყველაზე გავრცელებული მითი.

მითი პირველი: კლიმაქსის დროს ქალს სექსუალური მოთხოვნილებები არ აქვს.

გავრცელებული აზრი, რომ 40-45 წლის ასაკში, ქალის სექსუალური მოთხოვნილებები მკვეთრად ეცემა, აბსურდია. ქალის ორგანიზმში გარდა ქალური ტიპის ჰორმონებისა, არის მამაკაცის ჰორმონებიც, რომლებიც განაპირობებენ სასიცოცხლო ტონუსს, გარემოს შეცნობის ცნობისმოყვარეობის ინსტერესს. ასეთია მაგალითად, ტესტოსტერონი. ის ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია კლიმაქსის პერიოდში სექსუალური ლტოლვის არსებობასთან. მენოპაუზის მოახლოვებასთან ერთად, ქალის სასქესო ჰორმონების დონე კლებულობს, ხოლო ტესტოსტერონის დონე იგივე რჩება. შესაბამისად, ტესტოსტერონის შეფარდებითი დონე მაღალია. პასუხი კითხვაზე: „სურს თუ არა კლიმაქსის პერიოდში ქალს სექსი?“ ასეთია: 40 წლის შემდეგ, სექსუალური სიახლოვის განცდამ, ნორმის პირობებში უნდა მოიმატოს.

მითი მეორე: სექსს სიხარული არ მოაქვს.

მენოპაუზა ქალისათვის რთული პერიოდია: სურვილი მატულობს, მაგრამ შესაძლებლობები ქვეითდება. ამ პერიოდში ქალს კლიმაქსის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ეწყება, ეს არის საშოს სიმშრალე. სიმშრალის მიზეზი არის ქალის ჰორმონის ესტროგენის უკმარისობა. სადღეისოდ, ეს პრობლემა გადაჭრილია სპეციალური მალამოების – ლუბრიკანტების გამოყენებით, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. უსიამოვნო შეგრძნებების აღმოსაფხვრელად საჭიროა გინეკოლოგის დახმარება. კლიმაქსის პერიოდში სასქესო ჰორმონების ნაკლებობის შევსება შეიძლება ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპიით. ვინაიდან, ამ სახის მკურნალობას გააჩნია უკუჩვენებებიც, საჭიროა ტარდებოდეს ექიმის მეთვალყურეობით.

მითი მესამე: არ არსებობს ორსულობის რისკი.

გავრცელებული აზრით, 40 წლის შემდეგ ორსულობის რისკი ნაკლებია, ვიდრე ახალგაზრდობაში. სტატისტიკური მონაცემები საპირისპიროს მიუთითებს: არასასურველი ორსულობის რისკი 40-45 წლის ასაკში უფრო მეტია, ვიდრე მოზარდობის პერიოდში. ეს იმიტომ ხდება, რომ 40 წლის შემდეგ ქალების უმრავლესობა, არარეგულარულ მენსტრუაციულ ციკლს, მენოპაუზის დასაწყისად მიიჩნევს და თავდაცვის ზომებს არ მიმართავს. ხშირად გაისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ორსულობა ადრეული კლიმაქსის პერიოდში? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მენოპაუზა განისაზღვრება მაშინ, როცა ქალს მენსტრუაციული ციკლი არ აღენიშნება 1 წლის მანძილზე. თუ ციკლი არარეგულარული ხდება – ორსულობა მაინც შესაძლებელია.

რამდენჯერ არის საჭირო სექსი კლიმაქსის დროს?

ამ მხრივ არსებობს სტატისტიკური მონაცემები:

სექსი კვირაში ერთხელ მკვეთრად აუმჯობესებს ხასიათს და ქმნის ნეტარების შეგრძნებას. ეს გამოწვეულია იმით, რომ სქესობრივი სიახლოვის პროცესში გამოიყოფა დიდი რაოდენობით სიყვარულის ჰორმონები – სეროტონინი და ოქსიტოცინი. ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი შეგრძნება ჩნდება საჭმლის მიღების შემდეგ. ვინაიდან, სექსის შემდეგ ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ტკბილი საკვების გარეშეც დიდხანს შეუძლია იოლად გავიდეს, აქედან გამომდინარე კლიმაქსის დროს შესაძლებელია გახდომაც.

სექსი კვირაში ორჯერ ამყარებს იმუნიტეტს, იზრდება სეკრეტორული იმუნოგლობულინ A-ს გამომუშავება, რომელიც იცავს ორგანიზმის ლორწოვან გარსებს ბაქტერიების და ვირუსების თავდასხმისაგან ვინაიდან, სწორედ ლორწოვანი გარსები წარმოადგენენ ორგანიზმის „ჭიშკარს“ ინფექციებისათვის. მეტიც, კვირაში მინიმუმ ორჯერ, კოცნა და ალერსი, იწვევს პარტიორთან მიკროფლორის გაცვლ-გამოცლას, ამიტომ გამომუშავებულ იმუნოგლობულინ A-ს, აქვს ფართო მოქმედების და დაცვის სპექტრი.

სექსი კვირაში სამჯერ აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს მიოკარდის ინფარქტის განვითარების რისკს. სექსის დროს გამოიყოფა მრავალი მედიატორები – ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას. თუმცა ყოველივე ეს ხდება მაშინ თუ ადამიანი მუდმივ პარტნიორთან არის დაკავებული სექსით. შემთხვევით პარტნიორთან სექსი პირიქით, ზრდის მიოკარდის ინფარქტის რისკს.

სამი ნიშანი, რომელიც მიუთითებს სექსის უკმარისობაზე:

პირველი ნიშანი – ქრონიკული დაღლილობა და ღამის განმავლობაში ცუდი ძილი. სექსის პროცესში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს. სისხლში ამ ჰორმონის გამომუშავება, აქვეითებს ზოგად აღგზნებადობას. ამიტომ სექსის შემდეგ, ძილი ღრმა და მშვიდია. თუ ორგანიზმში ოქსიტოცინი ნაკლებია, მაშინ თავის ტვინის ქერქში, არსებობს პათოლოგიური აგზნების ცენტრები. ძილი ხდება მშფოთვარე, ფხიზელი და დილით ადამიანი თავს განადგურებულად გრძნობს.
კლიმაქსის დროს აუცილებელი არ არის უძილობის პრეპარატებით მკურნალობა, შესაძლოა ის სექსის ნაკლებობის შედეგი იყოს.
მეორე ნიშანი – არის კანის მდგომარეობა: ანთება, აკნე, სახეზე მუწუკები. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ის ვინც სექსით რეგულარულად არის დაკავებული, იმუნური სისტემა ძლიერად აქვს წარმოდგენილი და შესაბამისად კანიც ჯანმრთელად გამოიყურება.
მესამე ნიშანი – არის ნაოჭები. რეგულარული სექსი, საშუალებას იძლევა კანის საფუძვლის – კოლაგენური მოლეკულები სწრაფად და ხარისხიანად წარმოიქმნას. კოლაგენი ეს არის კარკასი, რომელიც კანს ანიჭებს გამოიყურებოდეს ელასტიურად და ახალგაზრდულად. თუ კოლაგენი ნაკლებია, მაშინ კანი იწყებს მოშვებას და ჩნდება ნაოჭები. წყარო: http://www.likar.info/ginekologiya/article-71169-klimaks-i-seks-kak-zanimatsya-seksom-pri-klimakse/


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“