✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი აბები
ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი გელები
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
საშოს სეკრეტი
ქალები, რომლებსაც ავადმყოფურად უყვართ სისუფთავე, ფიქრობენ, რომ საშოს სეკრეტი ბინძურია და მის მოშორებას ცდილობენ. საშოს სეკრეტი ისეთივე ფიზიოლოგიური სეკრეტია, როგორც ნერწყვი, ცრემლი.
სეკრეტის მოშორება უაზროა და ხშირ შემთხვევებში სახიფათო. დაავადებების დროს, გამონადენის ხასიათი იცვლება და ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ დრო მოვიდა გინეკოლოგთან ვიზიტის დანიშვნის.
საშოს სეკრეტი შემადგენლობა:
- ლორწო, რომელსაც წარმოქმნიან საშვილოსნოს ყელის ჯირკვლები;
- საშვილოსნოს ყელისა და საშოს ეპითელური უჯრედები, რომლებიც მუდმივად იქერცლება ლოწროვანი გარსებიდან;
- მიკროფლორა, წარმოდგენილი 5-13 სახეობის მიკროორგანიზმებით (ბაქტერიები, სოკო, ვირუსები). ეს მიკროფლორა ნორმაში ამოფენს საშოს (საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს ღრუ, ფალოპის მილები და საკვერცეეხი, როგორც წესი, სტერილურია). ნორმალური საშოს მიკროფლორა ჯანმრთელ ქალებში ძირითადად წარმოდგენილია რძემჟავა ბაქტერიებით (ლაქტობაქტერიები, დოდერლეინის ჩხირები). მცირე რაოდენობით არის ბაქტეროიდები, ენტერობაქტერიები, სოკოები. ძალინ მცირე რაოდენობით აღინიშნება პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები – მიკოპლაზმა, ურაეპლაზმა, კანდიდას გვარის სოკოები, გარდნერელა. ლაქტობაქტერიები უზრუნველყოფენ საშოს მჟავიანობას (рН-3,8-4,4).
არსებობს გამონადენის რამდენიმე სახე, დამოკიდებული ასაკზე, სექსუალურ ცხოვრებაზე, ჰორმონალურ სტატუსზე და ა.შ.
პუბერტატულ ასაკამდე გოგონებში გამონადენი არ უნდა იყოს. 10-12 წლის გოგონაში გამონადენის გაჩენა, რომელსაც აქვს უსიამოვნო სუნი და შეფერილია, მიუთითებს ან სასქესო სისტემის პათოლოგიაზე, ან კუჭ-ნაწლავის ან შარდის გამომყოფის სისტემის რომელიმე ორგანოს პათოლოგიაზე.
მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, იწყება გამონადენის გამოყოფა – მოთეთრო ან მოყვითალო ლორწოვანი სუბსტანცია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ასეთ გამონადენს არ უნდა ახლდეს ქავილი, წვა, სიწითლე და შეშუპება.
მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების შემდეგ, გამონადენი ციკლზე დამოკიდებული ხდება. მენსტრუალური ფაზის პირველ ციკლში გამონადენი არის მცირე, წყლისებური, ან ლორწოვანი, ერთგვაროვანი კონსისტენციით, უსუნო ან სუსტი მჟავე სუნით.
ოვულაციის პერიოდში გამონადენის რაოდენობა მატულობს 4 მლ-მდე დღე-ღამეში. ხდება ლორწოვანი, წელვადი, იძენს ჩალისფერს. მეორე ფაზაში გამონადენის რაოდენობა იკლებს, ხდება კრემისებრი. მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე დამახასიათებელია გამონადენის რაოდენობის განმეორებითი სიჭარბე.
ბევრი ფაქტორი, რომელიც გამონადენს უცვლის ხასიათს, არ არის პათოლოგიური: სქესობრივი აქტი, ქვედა საცვლების შეცვლა, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება, ინტიმური ჰიგიენის საშუალებების შეცვლა, ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი. მენოპაუზის დროს გამონადენი მცირდება. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“