✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
პირველი სექსი – პირველი სექსუალური გამოცდილება, როგორც წესი პენისის პენეტრაცია საშოში. სამედიცინო ინფორმაცია პირველი ღამის შესახებ ხალხში მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ყველგან წერია.
პირველი სექსის შემდეგ გოგონები კარგავენ ქალიშვილობას. ქალიშვილობა განიმარტება, როგორც მდგომარეობა პირველ სქესობრივ აქტამდე.
ადამიანების ნაწილის აზრით ქალიშვილობა ინტაქტური (დაურღვეველი) საქალწულე აპკია (რომელიც საშოს სესავალში, 1-1,5 სმ სიღრმეზე მდებარეობს).
მაგრამ ყველა გოგონა საქალწულე აპკით არ იბადება. ასევე მიიჩნევენ, რომ ქალიშვილი არის გოგონა, რომელსაც ვაგინალური სექსი არ ჰქონია, მაგრამ ხომ არსებობს ორალური და ანალური სექსიც. ამიტომ ქალიშვილობის განსაზღვრებად ითვლება ქალის, რომელსაც არ ჰქონია სექსი.
ასევე საკამოთოა, არის თუ არა ორალური სექსი სექსი და აუცილებელია თუ არა სექსისთვის ვაგინალური პენეტრაცია. პირველი სექსისთვის უნდა გაითვალისწინოთ:
ქალები
1. მიიღებს თუ არა სიამოვნებას ქალის პირველი სექსის დროს?
შესაძლებელია სიამოვნების მიღება, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. მაინც პირველი სექსი ქალებისთვის უსიამოვნო შეგრძნებებთან და ტკივილთანაა დაკავშირებული. მეორე და მესამე კონტაქტიც უმრავლესობისთვის მტკივნეულია, ნაწილს კი უკვე აქვს სასიამოვნო შეგრძნებები. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მამაკაცის ქცევაა, მან უნდა მოეფეროს და სასურველად აგრძნობინოს ქალს თავი.
2. არის თუ არა შემთხვევა პირველი სექსის შემდეგ საქალწულე აპკი დარჩეს?
იშვიათი არაა. მიზეზებია – ელასტიური აპკი, ან პირიქით მასიური და სქელი აპკი. ელასტიური აპკი მშობიარობამდეც ნარჩუნდება.
3. დეფლორაციისთვის საჭირო გარემო
პირველი სექსისთვის საჭიროა შესაფერისი გარემოს შექმნა. დღის მონაკვეთი ყველაზე კარგი ვარიანტია, ამ დროს წყვილი ნაკლებად დაღლილია და მამაკაცს აქვს საშუალება თავი აკონტროლოს, რომ ქალს ტრავმა არ მიაყენოს.
4. პირველი სექსი და პრელუდია
პრელუდიის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალის უნდა მოდუნდეს, აიგზნეს, სიამოვნება უნდა იგრძნოს და ტკვივილზე არ იფიქროს. თუ ეს ასე არ მოხდა, ტკივილის შეგრძნება მართლაც დიდი იქნება. სექსოლოგების აზრით, პირველი სექსის დროს ჯერ კაცმა უნდა იზრუნოს ქალის ორგაზმზე და მერე მოხდეს დეფლორაცია.
5. დეფლორაციისთვის სასურველი პოზა
სასურველია მისიონერული პოზა. ან კიდევ მხედრული.
6. შეიძლება პირველი სექსის წინ ალკჰოლის მიღება?
რეკომენდებული არ არის. მამაკაცს შეიძება ერექცია დაერღვეს. თუმცა ძალიან ცოტას მიღება მაინც შეგიძლიათ.
7. პირველი სექსი და პრეზერვატივი
პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობა და ვენერიული დაავადებები. სექსოლოგების აზრით ცოლ-ქმარს შორისაც მომხდარი პირველი სექსი ჯობია პრეზერვატივის გამოყენებით მოხდეს, რათა დეფლორაციის დროს აპკი გახევისას ინფექცია არ შეიჭრეს.
8. დეფლორაციისთვის სასურველი ასაკი.
ინდივიდუალურია, მაგრამ ექიმების დიდი ნაწილი თანხდება იმაზე, რომ საქალწულე აპკი ასაკთან ერთად კარგავს ელასტიურობას. ამიტომ 18-20 წელია სასურველი, რადგან ამ ასაკში აპკი ელასტიურია და არ არის ხისტი. ასაკთან ერთად აპკის სქელდება.
9. როგორ უნდა დაკარგოს ქალიშვილობა ქალმა ნაკლები ტკივილით?
ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მომზადებული დეფლორაციისთვის, რადგან ტკივილი ამ დროს წამიერია; ქალი კარგად უნდა აღეგზნოს- ეროგენული ზონების და უშუალოდ კლიტორის სტიმულაცია; პენისი ნელა უნდა შევიდეს საშოში, დაბალი ამპლიტუდით, ყოველჯერზე უფრო ღრმად. ამას თან ალერსი უნდა ახლავდეს და კაცმა უნდა ჰკითხოს პარტნიორ ქალს შეუძლია თუ არა სასქესო აქტის გაგრძელება; შემდეგი სექსი 1-2 დღის შემდეგ უნდა მოხდეს, რადგან ხშირად შემდეგი აქტებიც მტკივნეულია და დროში არ უნდა გაიწელოს (10-15 წთ).
10. სიმართლეა თუ არა, რომ ქალმა ქალიშვილობა გამოცდილ პარტნიორთან უნდა დაკარგოს?
ბევრი გოგო მცდარად ფიქრობს, რომ პირველი სექსი გამოცდილ მამაკაცთან უნდა ჰქონდეს. მასიურ საქალწულე აპკთან გამკლავება ძალიან გამოცდილ კაცებსაც კი უჭირთ.
11. ასევე თუ საშოში აღინიშნება სიმშრალე ლუბრიკანტის გამოყენება აუცილებელია!
მამაკაცები
პირველი სექსი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ეს პროცესი სიამოვნების გარდა, დიდ სირთულეებსაც მოიცავს. ვაჟი გრძნობს უცხო მოლოდინების მთელ გამას, რომემთა დიდი ნაწილი არც მართლდება.
ხშირად პირველ სექსს ახლავს ნაადრევი ეაკულაციის, არასრული ერექციის, გაუცნობიერებელი შიში, შიში მოულოდნელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განცდების.
თუ პირველი სექსი წარმატებული იყო მამაკაცისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ წარუმატებელი შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი იქცეს და შეიძლება საფუძველი იყოს სექსუალურ ცხოვრებაში მომავალ შესაძლო დარღვევების.
მაგალითად, შეიძლება განვითარდეს ფსიქოლოგიური იმპოტენცია, ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა კი კვალიფიცირებული სექსოლოგის გარეშე შეუძლებელია.
მამაკაცებს უფრო ადარდებთ გამოუცდელობა, ვიდრე ქალებს, რადგან პირველი სექსის დროს მამაკაცი უფრო აქტიურია, ვიდრე ქალი. პირველი სექსის დროს ქალი მამაკაცის მიმართ უნდა იყოს ყურადღებიანი და ალერსიანი, რომ სექსის შემდეგ მამაკაცს არ გაუჩნდეს კომპლექსები.
პირველი სექსისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს პარტნიორი, რომელიც თუ თვითონაც ქალიშვილი არ იყო, უნდა იცოდეს მამაკაცის სექსუალურად გამოუცდელობაზე, სათანადო ადგილი და დრო.
დრო და ადგილი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ წყვილს არავინ და არაფერმა ხელი არ შეუშალოს. სიჩქარე ამ დროს კარგი არაა, ჯერ მამაკაცის შეჩვევაა საჭირო ქალის სხეულთან. პრელუდიის ქონა აუცილებელია, ამით გაქრება შიში და დაძაბულობა, წყვილი კი სექსისთვის განეწყობა.
ხშირია არასრული ერექცია და/ან ნაადრევი ეაკულაცია გამოუცდელობის ფონზე, ქალმა მამაკაცს ამის გამო არ უნდა დასცინოს და თუ ქალი გამოცდილია, მაშინ თვითონ უნდა იაქტიუროს.
პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია, ვენერიული დაავადებებისა და არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. შემთხვევის იმედად ყოფნა არ შეიძლება.
პირველი სექსის დროს მნიშვნელოვანი პარტნიორებს შორის არსებობდეს ემოციონალური კავშირი. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“