ორქიტი

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის ამაღგზნებელი წყვილისათვის

ორქიტი

ორქიტი – სათესლე ჯირკვლის ქსოვილების ანთება. წარმოადგენს ისეთი დაავადებების გართულებას, როგორიცაა: პაროტიტი, გრიპი, გონორეა. გარკვეული როლი შეიძლება შეასრულოს ტრავმამ, ფიზიკურმა დატვირთვამ, იმუნიტეტის დაქვეითებამ, გადაციებამ. სათესლე ჯირკვალში, ინფექციამ შესაძლოა შეაღწიოს, როგორც სისხლის (ჰემატოგენური გზით), ასევე საშარდე გზებიდან თესლის გამომტანი არხის მეშვეობით.

დაავადების განვითარების მიზეზები

იზოლირებული ორქიტი ყველაზე ხშირად წარმოადგენს ვირუსის გამოვლენას, რომელიც იწვევს ყბაყურას (პაროტიტს). თუმცა უროლოგის კლინიკურ პრაქტიკაში ორქიტის ყველაზე ხშირი ფორმა არის ანთებაა, რომელიც სათესლე ჯირკვალზე მისი დანამატიდან ვრცელდება, ანუ მეორადი ორქიტი ეპიდიდიმიტის ფონზე. ასეთ შემთხვევაში საუბარია ორქოეპიდიდიმიტზე. სათესლე ჯირკვლის ანთების წარმოქმნის მიზეზებია:

  • ინფექციურ-ანთებითი დაავადება (გრიპი, ჩუტყვავილა, პნევმონია, მუცლის ტიფი, ქუნთრუშა, ბრუცელოზი);
  • სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციები (გონორეა ან ქლამიდიოზი); შარდსასქესო სისტემის ორგანოების მიდამოში ლოკალიზებული ანთებითი პროცესები (ვეზიკულიტიურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი);
  • სათესლე ჯირკვლის, სათესლე პარკის, მენჯის, შორისის ტრამვები;
  • სათესლე ჯირკვალში ინფექციის მოხვედრა, ანთებადი ჭიპის სისხლძარღვების მეშვეობით (ახალშობილებში).

ორქიტის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა გადაციება, ფიზიკური დატვირთვა, იმუნიტეტის დაქვეითება.

ორქიტის სიმპტომები

ორქიტის დროს სათესლე ჯირკვალი მკვეთრად იზრდება, სათესლე პარკის არეში ჩნდება მწვავე ტკივილი, სხეულის ტემპერატურა მატულობს 38-39 გრადუსამდე, აღინიშნება შეციება. ჩვეულებრივ, დაავადება უკვალოდ ქრება ორი-ოთხი კვირის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ მისი მიმდინარეობა რთულდება ჩირქოვანი ან ატროფიული მოვლენების განვითარებით.

აბსცესის ფორმირების შემთხვევაში, ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება, ინტოქსიკაციის გამოვლენის გამო, სათესლე პარკის კანი წითლდება, ცხელდება, ტკივილი სათესლე ჯირკვლის არეში ძლიერდება, მატულობს ტემპერატურა. სათესლე პარკის კანი, მჭიდროდაა შერწყმული სათესლე ჯირკვალთან. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში, ვითარდება სათესლე ჯირკვლის ყველა ქსოვილის ჩირქოვანი განლევა.

დაავადების კლინიკური მიმდინარეობისა და განვითარების ტემპის თავისებურებებიდან გამომდინარე გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ორქიტს. ქრონიკული ორქიტი, ყველაზე ხშირად ვლინდება მწვავე ეპიდიდიმიტის გახანგრძლივებული მიმდინარეობის დროს. ამასთანავე, სათესლე ჯირკვალი ხდება უფრო მკვრივი კონსისტენციის, ხშირად ატროფირდება, ირღვევა სპერმატოგენეზი (მამაკაცის სასქესო უჯრედების – სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი), რაც მომავალში მამაკაცის უნაყოფობის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ორქიტი ბავშვებში, როგორც წესი, მიმდინარეობს პაროტიტული ინფექციის ფონზე, რომლის დროსაც პარამიქსოვირუსი სათესლე ჯირკვლის ქსოვილში სისხლის ნაკადით ხვდება. სათესლე ჯირკვალი ხდება ბატის კვერცხის ზომის, ჩნდება ძლიერი ტკივილები სათესლე პარკის არეში, რომელიც გადაეცემა საზარდულს, შეინიშნება ციებ-ცხელების მეორე ტალღა 39 გრადუსამდე. სიმპტომატიკა დაახლოებით ერთი კვირა ნარჩუნდება. შემდეგ ხდება ტკივილის კუპირება, ტემპერატურა ნორმალიზდება, სათესლე ჯირკვალი ნორმალურ ზომებს უბრუნდება.

ორქიტის დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, კვლევის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდები. ლაბორატორიულ პირობებში ხდება ურეთრის ნაცხის მიკროსკოპული კვლევა, კეთდება შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, შარდისა და ეაკულატის ნათესი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე. ინსტრუმენტულ მეთოდს წარმოადგენს სათესლე პარკის ულტრაბგერითი კვლევა.

ორქიტის მკურნალობა

გართულების გარეშე მიმდინარე, მწვავე ორქიტის მკურნალობა, ტარდება ამბულატორიულ პირობებში. მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს სწორად შერჩეული ანტიბაქტერიული პრეპარატები. სათესლე ჯირკვალში აბსცესის განვითარებისას ხდება მისი ქირურგიული გაკვეთა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში, როცა ხდება სათესლე ჯირკვლის ჩირქოვანი განლევა, საჭიროა მისი ამოკვეთა (ორქიექტომია).

ქრონიკული ფორმით მიმდინარე ორქიტის მკურნალობისთვის გამოიყენება:

  • თერაპია ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებით;
  • სითბური პროცედურები;
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები.

იმ შემთხვევაში, როცა ორქიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდების გამოყენება არ იძლევა სათანადო ეფექტს, ტარდება სათესლე ჯირკვლის მოკვეთის ქირურგიული ოპერაცია.

პროგნოზები რეპროდუქციულ ფუნქციაზე

დაავადების მწვავე ფორმის, ადრეული დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის დროს პროგნოზები, რეპროდუქციულ ფუნქციაზე ოპტიმისტურია პაციენტისთვის. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას (განსაკუთრებით, თუ ორქიტი ორმხრივია) მამაკაცს ხშირად უვითარდება უნაყოფობა.

ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე. წყარო : http: // urologi. ge/. https: // www. facebook. com/ urologi. ge/


webორქიტი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!