ლუბრიკანტი / ტიპები / გამოყენების წესები / მაღაზიები

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ინტიმური ლუბრიკანტები 

სხვადასხვა სახის ინტიმური ლუბრიკანტების (საცხების) დანიშნულება არის კომფორტული და უსაფრთხო სქესობრივი აქტი. ყურადღება მიაქციეთ – უსაფრთხო. ხშირად, მაშინაც კი, როცა სექსის კომფორტისათვის პარტნიორებს ლუბრიკანტები არ ჭირდებათ, ისინი მას იყენებენ უსაფრთოების მიზნით. ლუბრიკანტი ინფექციებისგანაც იცავს, რადგან შეიცავს ანტისეპტიკს და ბაქტერიოციდულ დანამატებს.
ლუბრიკანტი ორგანული წარმოშობის, ბუნებრივი და სინთეზური ცვილია. ის იცავს ლორწოვან გარსს მიკრო ბზარებისგან და გაღიზიანებისგან. უკუჩვენება ბუნებრივს არა აქვს. ძალიან იშვიათად შეიძლება ალერგიული რეაქციის განვითარება ლუბრიკანტის შემადგენელ რომელიმე პროდუქტზე.
არსებობს 200-მდე ტიპის ლუბრიკანტი, ამიტომ ალერგიის თავიდან აცილება რთული არ არის. ლუბრიკანტი გამოიყენება მასტურბაციის დროს, სექსის დროს, თუკი საშოს მომატებული სიმშრალე აქვს. და თუ არანაირ დისკომფორტი არაა, მაშინ ლუბრიკანტს უბრალოდ შეგრძნებების გასამძაფრებლად ან უსაფრთხოებისათვის იყენებენ.

ლუბრიკანტების გამოყენების  ზოგადი წესები 

ლუბრიკანტის წასმა სასქესო ორგანოებზე სექსამდე 5-10 წუთით ადრეა საჭირო. მას ორივე პარტნიორი იყენებს. მისი გამოყენება მუდმივად შეიძლება.
პრეზერვატივის გაკეთებამდე ლუბრიკანტი 15 წუთით ადრე უნდა გამოიყენოს მამაკაცმა. როცა ქალი იყენებს ლუბრიკანტს , სექსის პროცესის გაიოლება ხდება ლორწოვანი გარსის დანოტივებით.
გამოყენების შემდეგ იგი სწრაფად იწოვება, იწვევს სისხლის მოდინების გაძლიერებას და მის ხარჯზე კი მგრძნობელობის მომატებას.

ქალის ინტიმური საცხის  (ლუბრიკანტის) გამოყენება

პირველ რიგში საჭიროა ალერგიულობაზე შემოწმება. ამისთვის საჭიროა მცირე რაოდენობით მისი წასმა იდაყვის ნაკეცზე. თუ რამდენიმე საათის შემდეგ არ გაჩნდა ქავილის შეგრძნება და შეწითლება მაშინ მისი გამოყენება არავითარ პრობლემას არ შექმნის. თუ იგეგმება პრეზერვატივის არ გამოყენება, მაშინ ალერგიულობაზე ტესტი უნდა გაიაროს პარტნიორმაც.

  • გარეთა სასქესო ორგანოებზე, საცხის დანატანის წინ აუცილებელია ორივე პარტნიორმა მიიღოს შხაპი, რათა აცილებულ იქნას ინფექცია;
  • ნებისმიერი ტიპის საცხი თხელი ფენის დატანის შემდეგ ხდება მისი გაჩერება სექსუალურ კონტაქტამდე რამდენიმე წუთის მანძილზე;
  • თუ სექსი დროს გაჩნდა სიმშრალე და ტკივილის შეგრძნება, საჭიროა ინტიმური ადგილების ხელმეორედ და უფრო მეტი რაოდენობით საცხის წასმა;
  • სქესობრივი აქტის შემდეგ საჭიროა ორივე პარტნიორმა წყლით და საპნით ჩამოიბანოს საცხის ნარჩენები.

ინტიმური საცხების უმრავლესობას გააჩნია ჰიპოალერგიული შემადგენლობა. თუ პირველადი ტესტირებამ ალერგიული რეაქცია არ გამოავლინა, მაგრამ სექსის შემდეგ იგრძნობა წვა და ქავილი საჭიროა გინეკოლოგის კონსულტაცია.

არ შეიძლება 

არ შეიძლება ლუბრინკანტის  ჩანაცვლება სხვა ტიპის ჩვეულებრივი კრემებით, ვაზელინით, საჭმელი ზეთით და ა.შ. ასეთ გარემოში სწრაფად ვრცელდება დაავადების გამომწვევი ბაქტერიები.

ლუბრიკანტის  სადემოსტრაციო შემადგენლობა:

სადემოსტრაციოდ მოგვყავს ერთ-ერთი ლუბრიკანტის შემადგენლობა :

1 . ჟენშენის ექსტრაქტი – მატონიზირებელი და მასტიმულირებელი;
2. თაფლი – ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიალური და ჭრილობსი შედედების მასტიმულირებელი, არბილებს და ამშვიდებს კანს;
3. Aquaftem – ამდიდრებს ქსოვილს ჟანგბადით და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას;
4. ფენილსალიცილატი – უზრუნველყოფს სისხლსავსეობას ქსოვილებში და მათ ტონუსს. ბაქტერიოციდული ეფექტიც აქვს;

ლუბრიკანტების რამდენიმე ძირითადი კატეგორია არსებობს:

დღეს მრავალი სახის ლუბრიკატი არსებობს. მათ კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნებით ახდენენ. ჩვენ, ქვემოთ უბრალოდ გამოვყოფთ რამდენიმე, ყველაზე გავრცელებულ ჯგუფს.

წყლის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი 

წყლის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკატი ყველაზე გავრცელებული მოდელია. გამოიყენება ყველას სახის სექსის შემთხვევაში. ძირითადი უპირატესობაა – არ რჩება თეთრეულზე და ადვილად ირეცხება.

ნაკლად მიიჩვენ, ორ ფაქტორს:

  • მისი გამოყენება არ შეიძლება წყლიან გარემოში (შხაპი, აუზი)
  • მოქმედების ხანგრძლივობა არ აღემატება 10 წუთს, რაც ანალური კმაყოფილებისათვის ყოველთვის საკმარისი არ არის. ხშირად მისი გამოყენება საჭიროა ხელმეორედ, რადგან შეწოვა სწრაფად ხდება საშოს კანის მიერ.

ქალები აღნიშნავენ მის უპირატესობებსაც:

  • მსუბუქი სტრუქტურა;
  • პრეზერვატივის თანხლებით მისი გამოყენება;
  • ჰიპოალერგიული თვისებები.

სილიკონის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი 

სილიკონის საფუძველზე დამზადებულ ლუბრიკანტს შეუძლია დიდხანს შეინარჩუნოს საჭირო ეფექტი.
ის არ შრება, როგორც წყლიანი საცხი.
არ ხდება მისი „გადინება“, როგორც ზეთის საცხის შემთხვევაში.
არ არსებობს მისი ხელმეორედ დატანის საჭიროება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ჩამორეცხვა კანიდან რთულია. საჭიროა თბილი წყლის და საპნების გამოყენება.
აზიანებს სექს-სათამაშოებს, მაგრამ არა ლატექსისგან დამზადებულებს.
სილიკონის ლუბრიკანტის დროს ჩვეულებრივად გამოიყენება პრეზერვატივი.

სილიკონის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკატი სარგებლობს უფრო მეტი პოპულარობით, რადგან გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები:

  • დიდხანს არ შეიწოვება საშოს ქსოვილების მიერ, რაც ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს;
  • ეკონომიურია, არ საჭიროებს დამატებით გამოყენებას;
  • მისი გამოყენება შეიძლება ანალური სექსის დროსაც;
  • ამაღგზნებელი ეფექტი იწყება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში;
  • საშოს ქსოვილები უფრო ელასტიური ხდება.

გარდა უპირატესობების, სილიკონის საფუძველზე დამზადებულ საცხებს (ლუბრიკანტი) გაჩნია ნაკლიც:

  • მაღალი ფასი, რაც ბევრი ქალისათვის ხელმისაწვდომი არ არის;
  • სილიკონის საცხი რთულად ჩამოიბანება კანიდან;
  • ტოვებს თეთრეულზე და საცვლებზე კვალს.

ასეთი შემადგენლობის საცხების გამოყენება უკუნაჩვენებია ლატექსურ კონტრაცეპტივებთან. სილიკონის მოლეკულები არღვევს პრეზერვატივის ზედაპირს. შესაძლებელია ლატექსის გახევა, რაც გამოიწვევს ინფიცირებას ან ორსულობას.

ზეთის საფუძველზე დამზადებული ანალური საცხები (ლუბრიკანტი)

  • მათ შემადგენლობში შედის გამახურებელი ეფექტის მქონე ნივთიერებები, რაც განაპირობებს დატანიდან მათ სწრაფ მოქმედებას.
  • ქალის გარეთა სასქესო ორგანოების სისხლძარღვები, ფართოვდება, რაც იწვევს სექსუალური კონტაქტის დროს გაძლიერებულ შეგრძნებებს. მცირდება გაღიზიანებადობა და ხელს უწყობს საშოს მცირე ნახეთქების შეხორცებას.
  • კიდევ ერთი უპირატესობა არის, მამაკაცის ერექციული პრობლემების დროს სტიმულაციის უნარი.
  • ზეთის საფუძველზე დამზადებული საცხების (ლუბრიკანტი) ნაკლია: ჩამობანვის სირთულე და მასთან ერთად არ გამოიყენება პრეზერვატივი.
  • ლუბრიკანტის შერჩევის წინა საჭიროა ქალმა კონსულტაციებისათვის მიმართოს გინეკოლოგს, რომელიც მას შეურჩევს შესაბამის ლუბრიკანტს.

არომატული საცხები (ლუბრიკანტი)

ისინი შეიძლება იყოს დამზადებული ნებისმიერი შესაფერისი ნივთიერებებისაგან, რომელშიც დამატებულია სხვადასხვა არომატული ნაერთები.
ითვლება რომ, მისი გამოყენება წარმოქმნის ვნების ტკბილ ატმოსფეროს, ამასთან არ იცვლება საცხის (ლუბრიკანტის) ფუნქცია.

გელის მსგავსი ანალური საცხები (ლუბრიკანტი)

მისი ძირითადი პლიუსი არის ინფიცირების საწინააღმდეგო მოქმედება, ითვლება, რომ მისი გამოყენებისას საჭირო არ არის კონტრაცეპტივების გამოყენება, თუმცა სპეციალისტები მაინც ითხოვენ დამცავი საშუალებების (პრეზერვატივი) გამოყენებას.

 ქალის ამაღგზნებელი საცხი (ლუბრიკანტი)

იმისათვის, რომ სწრფად მოგვარდეს ინტიმური ცხოვრება საჭიროა პარტნიორთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისათვის რეკომენდირებულია სპეციალური სექსუალური აქტივობის მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენება, რომელსაც არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა.
თანამედროვე საცხები (ლუბრიკანტები არა მარტო აქრობს ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ვაგინალური სიმშრალე, არამედ დამატებით იწვევს აღგზნებასაც.
სქესობრივი აქტის დროს, ამაღგზნებელი საცხების (ლუბრიკანტების) გამოყენება იწვევს შემდეგ დადებით ეფექტებს:

  • თავიდან აიცილება საშოს ნაზი ლორწოვანი გარსის ტრამვირება, ხდება მისი დანოტივება, რაც მას უფრო ელასტიურს ხდის;
  • ასო კარგად მოძრაობს სექსის დროს, რაც იწვევს მძაფრ შეგრძნებებს;
  • აუმჯობესებს ქალის სასქესო ორგანოებისადმი სისხლის მიწოდებას, რაც ზრდის ორგაზმის შანსს;
  • საცხში არსებული ანტისეპტიკური კომპონენტი, თავიდან აცილებს ქალს მცირე ანთებით პროცესებს და გაღიზიანებადობას.

ლუბრიკანტიweb
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გამოგვყევით სოც.ქსელებში : 1 , 2, 3, 4, 5, 6, 7,