✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
თამბაქოს დანებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე"
ნიკოტინის პლასტირები
ნიკოტინის საღეჭი რეზინები და პასტილები
თამბაქო და პლაცენტის პათოლოგიები
დედის მიერ თამბაქოს გამოყენება, ზრდის პლაცენტის დაზიანების ალბათობას. პლაცენტა ნაყოფს ამარაგებს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. პლაცენტის მთლიანობის დარღვევა შეიძლება იყოს პერინატალური სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი.
პლაცენტის ძირითადი დარღვევა, არის მისი ნაადრევი აშრევება და დაწევა.
პლაცენტის ნადრევი აშრევება
პლაცენტის ნაადრევ აშრევებას, რომელსაც თან ახლავს სისხლდენები, საფრთხეს უქმნის ნაყოფის და დედის ჯანმრთელობას. აღნიშნული დარღვევის რისკს, თამბაქოს მოწევა ზრდის 1.4-2.4-ჯერ, მოწევის სიხშირის მიხედვით.
პლაცენტის დაწევა
პლაცენტის დაწევა, არის მდგომარეობა, როცა ის კეტავს საშვილოსნოდან გამოსასვლელს. მშობიარობის დაწყების წინ, საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი იცვლის ფორმას, ხოლო პლაცენტა, რომელიც მიმაგრებულია საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში, შეიძლება აშრევდეს, რამდენადაც ის იცვლის ფორმას, რამაც შეიძლება სერიოზული სისხლდენები გამოიწვიოს.
მოწევა პლაცენტის დაწევის რისკს, მკურნალობის ინტენსივობის მიუხედავად, 1.5-3.0-ჯერ ზრდის. აღნიშნული პროცესის მიზეზის შემოთავაზებული მექანიზმი გულისხმობს, იმას, რომ სისხლში არსებული მხუთავი გაზი, აქვეითებს სისხლში ჟანგბადის დონეს, შედეგად ვითარდება პლაცენტის კომპენსატორული ჰიპერტროფია, იზრდება მისი ფართობი და კეტავს საშვილოსნოს გასასვლელს.
კანადაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოწევა ზრდის პლაცენტის დაწევის ალბათობას 1.36-ჯერ. დანიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით კი თითქმის 2-ჯერ. აღმოჩნდა, რომ მწეველებში პლაცენტის დაწევა 4.8-ჯერ იზრდება თუ ქალი გოგონაზეა ფეხმძიმედ.
ქალები, რომლებიც თამბაქოს 6 წელზე მეტ ხანს ეწეოდნენ, პლაცენტის დაწევის რისკი იზრდებოდა 1-3%-ით, პლაცენტის ნაადრევი აშრევების რისკი – 72%-ით, პლაცენტის მრავლობითი ინფარქტების რისკი – 37%-ით.
ორსულობის მსვლელობისას, მოწევის შეწყვეტა, პლაცენტის ნაადრევად აშრევების რისკს 23%-ით ამცირებს, პლაცენტის დაწევას – 33%-ით. წყარო: http://contacttobinfo.narod.ru/books/tob-health/161-173.PDF
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“